ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” 1-1 “კალიარი” ( ფეხბურთელების შეფასებები )

გთავაზობთ “კალიარისთან” მატჩში მონაწილე ფეხბურთელების შეფასებებს…

ბუფონი 6 – დაპირისპირებას ჯიჯისთვის თითქოს მშვიდად უნდა ჩაევლო, მაგრამ კოსუს დარტყმაზე უძლური აღმოჩნდა.

ლიხტშტაინერი 6.5 – სხვა ფეხბურთელების ფონზე ენერგიულია.პირველ ტაიმში მონაწილეობა მიიღო საგოლე კომბინაციაში, მატჩის მეორე ნახევარში ოდნავ პასიურობს.

ბარძალი 6 – რამდენიმეჯერ საიმედოდ ითამაშა, მაგრამ კოსუს დარტყმის დროს პოზიცია დაკარგა.

ბონუჩი 5.5 – უყურადღებო.არასწორად არჩევს იბარბოზე თავდასხმის დროს, კარგავს ბურთს, რის შედეგადაც ბიანკონერები გოლს უშვებენ.მოწინააღმდეგის პრესინგი შესაძლოა მეტად სახიფათო ყოფილიყო.

დე ჩელიე 6 – აკადემიური.შეტევაში არ ბრწყინავს, მაგრამ დაცვაში საიმედოა.

ვიდალი 5.5 – ვერ კეტავს ყველა მოწინააღმდეგეს და ოდნავ პასიურად ანხორციელებს პრესინგს.გაშვებული გოლის ეპიზოდში უფრო აქტიურად უნდა ეთამაშა.უტევს უყურადღებოდ.

პირლო 5.5 – პირველ ტაიმში გუნდის მთავარი დირიჟორი სწორედ ანდრეა იყო, მაგრამ მეორე ტაიმში მოდუნდა და საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს ბურთი დაკარგა.

მარკიზიო 6 – ზამთრის არდადეგებმა მასზეც იმოქმედა, მაგრამ სხვა ნახევარმცველებისგან განსხვავებით, გაცილებით ყურადღებით თამაშობს დაცვაში.ზუსტია შეტევებშიც.

პეპე 5 – ერთადერთი ხეირი საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა იყო, ამის შემდეგ სიმონე საერთოდ გამოერთო თამაშიდან.

დელ პიერო ( 66 – ე წუთიდან ) 5 – ხელიდან უშვებს საგოლე მომენტს.

მატრი 5.5 – გოლის გატანის შანსიც არ ჰქონია, მაგრამ შეტევებში ალესანდროსგან მეტ აქტიურობას ველით.

კრასიჩი ( 71 – ე წუთიდან ) 5 – მატჩის ბოლო წუთზე ქარს გაატანა “გამარჯვების ბილეთი”.

ვუჩინიჩი 6 – პუნქტუალური.გატანილი გოლის ეპიზოდში აღმოჩნდა იქ, სადაც უნდა ყოფილიყო.მოედანზე გატარებულ ბოლო წუთებში ფაქტიურად შეუმჩნეველი იყო.

ბორიელო ( 82 ე წუთიდან ) 6 – “გამარჯვების ბილეთი” მილოშ კრასიჩმა სწორედ მარკოსგან მიიღო.

კონტე – 5

წყარო : La Stampa

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

31 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri oqropilashvili
13 years ago

juves chirdeba iseti forvardi romelic maqsimalurad gamoiyenebs moments,pirlos da marqiziosgan sagole gadacemebi ar moakldeba da manac unda gaitanos

McCa1N
13 years ago

დე ჩელიე მომეწონა :lool: :lool: :lool:
რა საიმედო ღადაობთ ??? მთელი თამაში დირკეს და ბოლოს 1-2 ჩაჭრით გახდა საიმედო ??? იმ ამბალა ზანგმა არ გაახარა იმენა … :blin:

13 years ago

რა ვქნა ბიჭებო ბოდიში და არ მჯერა იმ ფორვარდის ერთი მცველის ჩამოცილება რომ არ შეუძლია… მაშინ გამოდის რომ უბრალოდ საჯარიმოში ბურთი უნდა მოხვდეს და კარისკენ დამიზნება ნუ რა ვიცი მაშინ სულ ერთია ვის მოიყვანენ… ყველა კარგ გუნდს ჰყავს ერთი ასეთი შემსრულებელი. ბარსელონა – ვილა, რეალი – ბენზემა, ვალენსია – სოლდადო, ბავარია – გომესი ( არ მითხრათ ეხლა გოლის გატანა არ იცისო :D ) ინტერი – მილიტო, მილანი – ზლატანი, მანჩესტერი – რუნი, სიტი – აგუერო, ჩელსი – დროგბა, პორტო – ჰალკი, ლივერპული – სუარესი… მეტყვით რომ რომელიმე ამ დონის ცენტრალური ფორვარდი ჰყავს იუვეს?

giorgi altunashvili
13 years ago

ბიჭებო უკოზ საიტი ვინც იციტ დამიკავშირდით სკაიპში totomaster.ge დახმარება მინდა

13 years ago

sandro – თითქმის ყველაფერში გეთანხმები.. აი მატრიზე ნამდვილად შეიძლება დავა.. ერთი შეხედვით აქვს ის ალღო თუ ნაპერწკალი რასაც ეძახიან, რაც თავდასხმელს უნდა ქონდეს, მაგრამ ხანდახან მაგარი უმწეო და არაფრის გამკეთებელი მგონია რომ ვაკვირდები მაგის თამაშს.. აგერ რამდენიმე მატჩიც ჩააგდო(თან პირწმინდად)

სხვა ობიექტური და სწორად გარჩეული აზრი გამოგივიდა : ))) :up:

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

მატრის შეიძლება კაცის მოტყუება და თავის თავზე აღება უჭირს , მაგრამ თუ ტრეზეგეს ვადარებთ ისიც ვთქვათ მაშინ რომ ფრანგიც ანალოგიური სტილის ფორვარდი იყო . მომენტის იგროკი ანუ ) საჭირო დროს საჭირო ადგილას და რეალიზაციის უნიკალური უნარი . მატრი ტრეზეგეს დონეს ვერასოდეს მიაღწევს , მაგრამ იდენტური სტილის ფორვარდები არიან – ორივენი უშუალოდ საჯარიმოს ფეხბურთელები .დამატებაზე თამაში კიდე ფორვარდისთვის კიდევ ერთი პლიუსია , ანუ ის გრძნობს მომენტს და სწორ პოზიციას იჭერს .

13 years ago
Reply to  Dutch

იდენტური ფორვარდები დვალიშვილი და ვიერიც არიან, მაგრამ ხომ არ ნიშნავს რომ ორივე ერთ დონეზეა. ეგრე ინძაგი სოკოსავითაა ამოსული საჯარიმოში და ყველაფრიდან გოლი გააქვს.

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago
Reply to 

ტრეზეგეს აქებ და მერე იწუნებ მატრის რომელიც პრინციპში იგივე პლიუსები აქვს , ანუ კარგად არჩევს პოზიციას და კარგი რეალიზაცია აქვს . მაშინ უნდა თქვა რომ სხვა ტიპის ფორვარდი ჭირდება გუნდს , რომელიც ბურთთან კიდევ უფრო კარგად გრძნობს თავს .

ზოგადად პრობლემატურია მთელს მსოფლიოში მაღალ კვალიფიცური ფორვარდი დღეისათვის და მაინც და მაინც დიდი არჩევანი სატრანსფერო ბაზარზე არც არის . თუ არის კიდევ ვიღაც პატარაზე გაბრყინებულებს ადევთ 100 მილიონები

Z u R a noniashvili
13 years ago

გოლი ბონუჩის ბრალი საიდან იყო გადავირიე :)ნახევარდაცვა ჩაეძინა :)

bacho kochlashvili
13 years ago

BONUCHIS BRALI IYO ABA VISI BRALI IYO PASS RATO AKETEBDA RO IGERIEBDA AMOERTYA BURTISTVIS DA GADMOEGDO AGET MAGIS PASIS DROS CHACHRA BURTI IM VIXACAN CALIARIS FEXBURTELMA :chuvak:

13 years ago

ხო ნუ გასაგებია მატრის ნაჩვენები შედეგი მაგრამ ვფიქრობ მაინც უფრო მაღალი კლასის შემსრულებელი სჭირდება გუნდს. ტრეზეგეზე სწორად თქვი, ცივსისხლიანიო, ზუსტად ასეთი ფორვარდი სჭირდება მგონი გუნდს, არაა მატრი ის ფეხბურთელი რომელიც თვითონ შეიქმნის მომენტს, თავის თავზე მცველის მოტყუებას აიღებს და გოლს გაიტანს. დაუკვირდით, უმეტეს წილად დამატებაზე გააქვს გოლი. როსი იმიტომ მესიმპატიურება რომ სწორად ამას აკეთებს ვილიარელაში, რაც მაქვს ვილიარეალის თამაშები ნანახი ფაქტიურად მარტო თამაშობს. შევთანხმდეთ რომ ისეთ მომენტებს როგორსაც იუვეს ფორვარდები ვერ იყენებენ, ასეთი მომენტებით იგებენ თამაშებს სხვა დიდი კლუბები. ხო მხოლოდ გრანდებთან თამაში დიდი პრობლემაა, თითქოს დაძაბულები გამოდიან გრანდებთან და ეს დაჭიმულობა ხელს უწყობს რომ დაამარცხონ მოწინააღმდეგე, მაგრამ უბრალოდ უყურებენ… Read more »

david alkhanishvili
13 years ago
Reply to 

ar მახსოვს ვინ მარა ერთმა მწვრთნელმა,მგონი არიგო საკიმ თქვა რომ ჩემპიონატს იგებს ის ვინც სუსტ გუნდებზე ძლიერია,და მართლაც ასეა,ჩვენი მაგალითი წინ გვაქვს. მარა შედარებაც არაა წინა სეზონთან,მილანს სან სიროზე მოვუგეთ და პარმა და მისთანები საკუთარ მოედანზე გვატირებდნენ

david alkhanishvili
13 years ago

sandro 1.მატრიმ წინა სეზონში გაიტანა 21 გოლი,კალიარის და იუვეს შემადგენლობაში, კვალიარელამ 9 გოლი ნახევარ სეზონში,ანუ სრულ სეზონში 18ის გამტანი იყო უხეშად რომ ვთქვათ,ასე რომ წინა ხაზის ასე გაკრიტიკება არ მიმაჩნია სწორად, მწირგოლიანობა თავდამსხმელების განპირობებულია ტაქტიკით,სამაგიეროდ არცერთ გუნდს არ ყავს ნახევარდაცვის 2 კაცი ვისაც 11 გოლი აქვს გატანილი(პეპე და მარკიზიო), ეს მატრის და სხვების ცუდი თამაშის კი არა,ტაქტიკის გამოა,გუნდური ტამაშის და ტაქტიკის გამო,მარა იმასაც ვერ გავექცევით რომ მატრი ტრეზეგესნაირი ცივსისხლიანი ფორვარდი არაა 2. ჩემი აზრით მთავარი პრობლემა სხვა რამეშია, წინა სეზონის ბოლოს დაიდო სტატისტიკა,სადაც ნაჩვენები იყო რომ პირველი ხუთეულის გუნდებთან მოპოვებული ქულებით ვიყავით პირველზე, და ასე იყო ყოველთვის სერია ბ-დან გადმოსვლის… Read more »

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

მატრიზე ცოტათი ვერ დაგეთანხმები . საკმაოდ კარგი საგოლე ალღო აქვს და რეალიზაციასთანაც არ არის მწყრალად . საქმე იმაშია უბრალოდ რომ ცოტა უჭირს კონტეს სქემასთან ადაპტაცია , სადაც ფორვარდსაც კი მუშაობა ევალება . მატრი უშუალოდ ცენტრ ფორვარდია რომელსაც პარტნიორები უნდა უქმნიდნენ მომენტებს . შარშან გადამწვარ იუვეში არა ერთი საჭირო გოლი სწორედ ეგეთ სქემაში გაიტანა .

როსიზეც ვერ დაგეთანხმები . მე არ ვთვლი რომ იუვეს წინა ხაზში როსი ჭირდება . ვუჩინიჩზე 100-იანია , არ არის გამოკვეთილი ფორვარდი და არც ათამაშებენ და სადაც თAმაშობს იქ მოაქვს უდიდესი სარგებელი და ეგ როცა მოედანზე არ არის , სერიოზულად გვიჭირს წინ სივრცეების შექმნა .

david alkhanishvili
13 years ago
Reply to  Dutch

დავით გეთანხმები მეც,და დავწერე კიდეც,წინა ხაზი ნორმალურია,უბრალოდ მე არ მგონია ბორიელო იაკინტაზე და ტონიზე მაღალი კლასის და არ მინდოდა მაგის მოყვანა,ტონი ყოველთვის გამოცდილების და კლასის ხარჯზე მეტად გამოგვადგება ვიდრე ბორიელო

d a v i d
13 years ago

თავდასხმაში ლავეცი მოიყვანონ და მოგვარებული იქნება კაი ხნით :juvee:

13 years ago

აბა გამარჯობა ხალხო! :) მოკლედ ორი წელია შემოვდივარ აქ და ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტე დავრეგისტრირდე და ჩემი აზრი გამოვთქვა :) დავიწყებ იქიდან რომ არ უნდა დაგვავიწყდეს შარშანდელი იუვენტუსი, ყველას გვახსოვს და აქედან გამომდინარე რაც არ უნდა მოხდეს წელს, უკვე მოახერხა კონტეს იუვენტუსმა იმდენი რომ დადებითად შეფასდეს წველანდელი სერია ა. მაგრამ… მაგრამ… მაგრამ არსებობს პრობლემები რომელზეც საუბარი აუცილებელია. დავიწყებ თავდასხმიდან. (დამეთანხმებით ყველაზე პრობლემატური თემაა) ნუ იაკინტაზე, ტონიზე და ამაურიზე არ ვილაპარაკებ. დარჩნენ დელ პიერო, მატრი, ქუალიარელა, ვუჩინიჩი, ბორიელო. აქედანვე ვიტყვი ვუჩინიჩი არ მიმაჩნია გამოკვეთილ თავდამსხმელად შესაბამისად მასზე როგორც ფორვარდზე ვერ ვისაუბრებ. ბევრი შემეკამათებით მაგრამ შევთანხმდეთ თუკი გვაქვს სერიოზული ამბიციები და უმაღლესი… Read more »

13 years ago
Reply to 

ყველაფერი წავიკიტხე და ყველაზე მეტად შენი აზრი თავდამსხმის მომეწონა, მაგრამ ვერ ვიგებ მაგალითად რატო უნდა მიეცეს შანსი ბოროილოს რა ქნა წელს, ან შარშან რით ნაკლებია იაკვინტა ან ამაური შეილება ვერ არიან ფორმაში, 3თავდამსხმელი გვყავდა ზამენაზე და ბორიელო მოიყვანეს, კონტეს ისიც არ უცდია, რომ იგივე იაკვინტა ან ამაური ესინჯა.ხოლო რაც შეეხება ტონის ასაკშია და მაგის თამაშიც შეიძლებოდა თასზე.
ხოლო ნახევარდაცვა პირლომ მართლა საოცრად დაიწყო, მაგრამ რაგაც ვეგგარ ვცნობ.
რაც შეეხება ბონუჩის ეგეც ხასიატის ფეხბურთელია, მაგრამ ცოტა მოსამატებელი აქ და შეიძლება სასტავში დაყენება მაგისაც შარშან ნახევარზე მეტი ეგ იდგა სასტავში. :forza: :forza:

13 years ago
Reply to 

ხო ბორიელოზე მეც ეგ ვთქვი ზუსტად. არ ვიცი, ნუთუ ამაურიზე და იაკინტაზე მეტი კლასი აქვს? ხო ბონუჩის იმედად ვერ ვიქნებით რა. შარშან რომ იყო ძირითადში, მაგიტომაც ვაჩვენეთ კარგი შედეგი. ყოველ შემთხვევაში მგონი შანსი უნდა მიცემოდათ იაკინტას, ამაურის და კრასიჩს, ან მაშინ უნდა გააგდო გუნდიდან, გაუმართლებელია ამხელა ხელფასს უხდიდე არაფერში.

d a v i d
13 years ago
Reply to 

HD ნანი რად გინდა იუვეში იყოს იქ სადაც არი :lool:

13 years ago
Reply to  d a v i d

ნანი რად მინდა და კარგი შემტევია, კრასიჩი რომ წავა, მარჯვნივ არავინ რჩება, პეპე არ არის გამოკვეთილად მარჯვენა შემტევი. ნუ ობიექტურები ვიყოთ. ნანი მაღალი დონის ფეხბურთელია, რაც არ უნდა არ მოწონდეს ვინმეს

13 years ago
Reply to 

მაროტო ამაური იკინტა და კრასიჩი??რისთვის იყიდეს ელიაა??ჯეკერინი?ამ ბიჭმა რაც შეცლო ის გააკეტა, რა დროსაც აძლევს კონტე.აი ელია მაგრაა მიტყდება მაგარი ტალატიური ბიჭია და აფუჭებენ რაა

Di Francesco # 1
13 years ago

დღეს თუ იცით იუვე – პსჟ რა თამაშია? რაღაცის ფინალია, დუბლებია მემგონი

jjj jjj
13 years ago

რა თამაშია? აუ ლინკები იქნება?

G.BeRo
13 years ago

მთლიანი თამაშI სად ვნახო ხოო არ იცით არ მიყურებიაა და მაინტერესებს რაა :(:(

13 years ago

სიახლის დადება მინდა და როგორ დავდოო?

13 years ago
Reply to 

ჯერ მწერლის სტატუსი უნდა მოგცეს ადმინისტრაციამ

13 years ago
Reply to 

სად მივწერო ადმინს?

13 years ago

კრასიჩი შემეცოდა, არ უნდა გაემაზა.ჯაკერინი ელია და პაციენცა სად იყვნენ???

Di Francesco # 1
13 years ago

ბორიელო, დეჩელიე, მარკიზიო, ამ ფეხბურთელებმა გააკეთეს რაც უნდა გაეკეთებიათ :italy:

bacho kochlashvili
13 years ago

EEE BONUCHIS AMXELA QULA RATO 2 QULA MAGAS ISIC MINUSIT :mad:

| Newsphere by AF themes.
31
0
Would love your thoughts, please comment.x