ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გუარინი თუ კასერესი ? – შესაძლებელია მხოლოდ ერთ-ერთის ტრანსფერი

სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე 13 დღე რჩება და ჯუზეპე მაროტა ამ ხნის განმავლობაში მინიმუმ 2 ფეხბურთელის დამატებას გეგმავს.ამ მომენტისთვის ტურინის “იუვენტუსის” მთავარ სამიზნეებად “პორტოს” ნახევარმცველი ფრედი გუარინი და კაზანის “რუბინის” მცველი, სალვატორე ბოკეტი ითვლებიან.იყო ჭორები იმის შესახებაც, რომ ბიანკონერებს რაჯა ნაინგოლანის და მარტინ კასერესის შეძენა სურდათ, მაგრამ როგორც სჩანს გუარინი&ბოკეტის დუეტი ანტონიო კონტეს მეტად ესიმპათიურება.სამწუხაროდ, მარტინ კასერესის და ფრედი გუარინის ერთდროულად დამატება ბებერი ქალბატონისთვის შეუძლებელია, საუბარია FiGC – ის კანონზე, რომელიც იტალიურ გუნდებს ერთდროულად ორი არაევროკავშირელის დამატებას უკრძალავს.

ფრედერიკ სორენსენის “ბოლონიაში” გადაბარგების შემდეგ ბიანკონერებს სათადარიგოთა სკამზე ფაქტიურად მცველი აღარ დარჩათ.მარკო მოტა და ფაბიო გროსო გუნდის განაცხადშიც კი არ ხვდებიან, მარჯვენა მცველი სავარაუდოდ ესპანეთს მიაშურებს, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი კი “ლეჩეში” განაგრძობს კარიერას.ასე გამოდის, გუნდის ერთადერთი დუბლიორი მცველი პაოლო დე ჩელიეა, რომელსაც მხოლოდ მარცხენა ფლანგზე შეუძლია ასპარეზობა.მცველის გაფორმება “იუვენტუსს” აუცილებლად სჭირდება, მიუხედავად იმისა რომ ანტონიო კონტეს აპენინებზე საუკეთესო უკანახაზი ჰყავს, მხოლოდ 12 გაშვებული გოლი 18 შეხვედრაში, სერია A – ში საუკეთესო მაჩვენებელია.

დაცვასთან შედარებით, ნახევარდაცვა მეტად დალაგებულია.მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში ლუკა მარონე და მიკელე პაციენცა არიან, რომლებსაც შეუძლიათ დისკვალიფიცირებული, ტრავმირებული ან დაღლილი ფეხბურთელების ჩანაცვლება.გარდა ამისა, მოედნის ცენტრალურ ნაწილში თამაში შეუძლიათ ემანუელე ჯაკერინისა და სიმონე პეპეს, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი უფრო შემტევ ფეხბურთელებად მოიაზრებიან.ბოლო შეხვედრებში კარგად გამოჩნდა, ბურთი ნახევარდაცვამდე მიდის, მაგრამ შემდეგ შეტევის გაგრძელება ბიანკონერებს უჭირთ, სწორედ ამან გამოიწვია ჯუზეპე მაროტას ინტერესი გუარინისა და რაჯა ნაინგოლანის მიმართ.

ახლა გადავიდეთ სატრანსფერო სამიზნეების დეტალურ განხილვებზე :

ფრედი გუარინი – “პორტოს” 25 წლის ნახევარმცველი, რომელსაც ნახევარდაცვის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია ასპარეზობა, როგორც საყრდენ, ისე შემტევ შუახაზელად.ბოლო წლებში, პორტუგალიური გუნდის წარმატებულ ასპარეზობაში ჰალკთან და ფალკაოსთან ერთად გუარინმაც დიდი წვლილი შეიტანა, შეგახსენებთ, რომ 2008 წლიდან მოყოლებული კოლუმბიელმა “პორტოს” შემადგენლობაში 80 – მდე მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და გააკეთა საკმაოდ ბევრი შედეგიანი გადაცემა.ფრედი საკმაოდ ტექნიკური ფეხბურთელია, ფიზიკურად ძლიერი, ზუსტი დარტყმითა და პასის საოცარი ალღოთი დაჯილდოვებული.25 წლის ნახევარმცველის გუნდში მოსვლა ანტონიო კონტეს ნახევარდაცვას დამატებით ენერგიას, ფანტაზიასა და სიახლეს შესძენს.აღსანიშნავია ისიც, რომ ბიანკონერებში კარიერის გაგრძელება თავად ფეხბურთელსაც სურს : “თუ პორტოს დავტოვებ, კარიერას აუცილებლად “იუვენტუსში” გავაგრძელებ.ბებერი ქალბატონი – ჩემი ერთადერთი არჩევანია.”


მარტინ კასერესი – 24 წლის მცველი უნივერსალი, ასპარეზობს როგორც დაცვის ცენტრში, ისე ფლანგებზე.2009/10 სეზონი ურუგვაელმა სწორედ ბიანკონერებში გაატარა, ასე რომ სერია A – ს იგი ასე თუ ისე იცნობს.იმ სეზონში მარტინმა მარჯვენა ფლანგზე იასპარეზა და უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ წარმატებულადაც.წლის ბოლოს ბებერი ქალბატონის ახალმა ხელმძღვანელობამ მისი გამოსყიდვა მაღალი სატრანსფერო ფასის გამო არ მოისურვა, საუბარია დაახლოებით 11 მილიონ ევროზე.კასერესი ბარსელონაში დაბრუნდა, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ ისევ არენდის წესით “სევილიას” მიაშურა, 1 მილიონად.გასული სეზონის დასასრულს ანდალუსიელებმა იგი 3 მილიონად შეისყიდეს და ახლა იგი სწორედ ესპანურ გუნდში გამოდის.

2011 წელს კოპა ამერიკის მოგებაში კასერესმა საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა, მიუხედავათ იმისა, რომ “სევილიაში” იგი ცენტრალურ მცველად თამაშობს, ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მისი გამოყენება მარჯვენა ფლანგზე გადაწყვიტა.ფეხბურთელი საოცარი სისწრაფით, ზუსტი დარტყმითა და ტექნიკით გამოირჩევა.ბოლო წლებში კასერესი განვითარდა როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი, ახლა მისი შეტევაში ჩართვა და დაცვაში თამაში მეტად თავდაჯერებულია.აღსანიშნავია, რომ კონტეს სქემას მარტინი იდეალურად მოერგება.ფრედი გუარინის მსგავსად, ტურინში თამაშის სურვილი ურუგვაელსაც აქვს : “სევილიაში თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ “იუვენტუსში” დაბრუნება ჩემი ოცნებაა.ბედნიერი ვიქნები, თუ ბიანკონერები კიდევ ერთ შანსს მომცემენ.”

მოკლედ ასეა, მარტინ კასერესის მოსვლა თავისმხრივ ხელს უშლის ფრედი გუარინის ტრანსფერს, და პირიქით.აქედან გამომდინარე, კასერესთან ან გუარინთან ერთად ბიანკონერებს რაჯა ნაინგოლანი ან სალვატორე ბოკეტი შეუერთდება.

არაოფიციალური წყაროების ცნობით, ტურინელებმა გუარინთან ერთად ბოკეტის დამატება გადაწყვიტეს.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელი ფეხბურთელის აგენტი თურქეთში გაემგზავრა, რათა რუსულ კლუბთან კონტრაქტის დეტალები განიხილოს, აქვე ავღნიშნავ, რომ მცირე აზიის ნ.კ – ზე “რუბინი” შეკრებას მართავს.25 წლის მცველი მზადაა, ტურინელებს უახლოეს მომავალში შეუერთდეს.ანდრეა დ’ამიკო აცხადებს : “სალვატორე იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოდიოდა და მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე.რუსეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე ბოკეტის მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს.ფეხბურთელი 4.5 ენას ფლობს.ახალგაზრდა ფეხბურთელი მზადაა, ნებისმიერ სიტუაციაში სწრაფად გაიაროს ადაპტაცია.ის იმსახურებს დიდ გუნდში თამაშს, სწორედ ისეთში, როგორიც “იუვენტუსია”.

სალვატორე ბოკეტი – 25 წლის ცენტალური მცველი, კაზანის “რუბინს” 2010 წლის ზაფხულში, “ჯენოადან” შეუერთდა.იტალიელი უკანახაზელი რუსული კლუბის ერთ-ერთი ლიდერია, მას მუდმივად იძახებენ სკუადრა აძურაში, თუმცა ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება.ტურინის “იუვენტუსის” სპორტული დირექტორი, ჯუზეპე მაროტა მზადაა ბოკეტის არენდის სანაცვლოდ 1-2 მილიონი გადიახადოს, გამოსყიდვას კი 7 მილიონი დაახარჯოს.გუარინის არენდა ბიანკონერებს 2 მილიონ ევროდ სურთ, გამოსყიდვა 9 მილიონად.რუსული და კოლუმბიური კლუბები კონტრაქტის ამგვარ დეტალებზე თანახმანი არ არიან, მაგრამ ფეხბურთელების სურვილი მსგავს სიტუაციებში გადამწყვეტ როლს თამაშობს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

56 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
alex-pinturicchio
12 years ago

მე პირადად კასერესი მინდა როვიყიდოთ.მებრძოლი,ხისტი და კარგი მცველია.თან ცენტრშიც შეუძლია თამაში და ფლანგზეც.ამავდროულად ახალგაზრდაც არის და კიდევ დაიხვეწება.ცენტრს მერეც ვიყიდით.

12 years ago

სიმართლე გითხრათ კასერესის მაინც და მაინც დიდი თაყვანისმცემელი არ ვარ, მითუმეტეს რაც იუვეში ვნახე მისი თამაშები, თან როგორც ვიცი ეს ბიჭი სულაც მარჯვენა მცველია, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ბოკეტის მაინც და მაინც დიდი იმედი არ მაქვს და თან მიმაჩნია რომ ნახევარმცველები მრავლად გვყავს, ყოველ შემთხვევაში ეს არაა ეხლა იუვეს მთავარი გასაჭირი, კასერესის დაბრუნებას მივესალმები.
პ.ს. როგორც ჩანს სხვა კარგი მცველი აღარ არსებობს ქვეყანაზე რომელიც შეიძლება იყიდოს გუნდმა გარდა კასერესისა.

Di Francesco # 1
12 years ago

LASHAJUVENTINO

gio_juventino
მეც გუშინწინ გავიგე ამის სახელი, ისევეროგორც თქვენ :chuvak:
კაი ეს ხუმრობით
რამოდენიმე თამაში მაქ ნანახი პორტუსი უეფაზე ( ჩემპიონატში დიდად არ დავინტერესებულვარ) უეფაზე ძალაუნებურად მომიწია, კაი ფეხბურთელია პორტუსე ერთერთი ლიდერიც ჰალკთან ერთად
მარა მე მასეთი ვიცი რამოდენიმე ათეული, და თუ მაროტას უნდა ამ დონის ფეხბურთელი გუნდში მაშინ ნორმალური არჩევანია და იყიდონ
და რო ამბობ მეტის ფული არააო, აუცილებელია რო ვინმე ვიყიდოთ?
პირლო, მარკიზიო, მარონე, პაციენცა, და ვიდალი მშვენივრად მიხედავს ცენრს ლიგამდე და მერე გამოჩნდება დაგვჭირდება თუარა გაზლიერება, მემგონი არა და ესენი გაიზრდებიან იმ დონემდე ამ ერთი წლის მანძილზე რა დონესაც ლიგა ითხოვს
:italy: :italy: :italy:

lasha naxucrishvili
12 years ago

1juve
გუშინ წინ უეჭველი შენ გაიგებდი მაგ ფეხბურთელის არსებობას და სხვებზეც ეგრე გონია :mrgreen: უფრო მაგრებიც არსებობენ კი ბატონო მაგრამ სადაა ფული, ნუ ეხლა თუ დაუმატებ ფულს მაროტა უკეთეს მოიყვანს :givi:

ika1993
12 years ago

ამაურზე მაგარი გადაობა მიდის , ბოლო გადაწყვეტილებით ebay.it იყიდებაო :D

bacho kochlashvili
12 years ago

caseresi mindaaaaaaa! midi marota casersei moiyvane da am guarins tu juveshi tamashi unda aixos evropis pasporti da mere viyidit. es biketi kide vinaa ar moatrio eg marota tore jkuidan gadaval magis tamashi rogorc chans aravis unaxavs videoc ki ar devs magis. vafshe bunebashi asrsebobs eg kaciii :lool: :lool: :lool:

KAPPARO13
12 years ago

კასერესი რატომგაც კამორანეზის მაგონებს მაგარი კაცია!

bacho kochlashvili
12 years ago

da ertma ro aixos mere evropis pasporti da mere viyidot ar sheileba egreeeeeeeee? aravin ar iciciit?/? :chuvak: au arada orive mevaseba :euf: da am boketis ra gartobis da saojaxo video udevs ra magis tamashi aravis unaxavs :lool: :lool: :lool:

Di Francesco # 1
12 years ago

დეჩელიე

12 years ago

კასერესი

Di Francesco # 1
12 years ago

დარწმუნებული ვარ ვისაც გუარინზე მზე და მთვარე ამოსდის:D დღეს, იმათმა აფსოლიტურმა უმრავლესობამ გუარინის სახელი გუშინწინ გაიიგო ამ საიტზე პირველად:D
კაი ფეხბურთელია მარა მასეთები ნებისმირ უეფაზე და ლიგაზე გამსვლელ გუნდს ყავს, იუვე სხვა დონეა და შეიძლება იყიდონ გუარინი მარა, ზოგს გუარინი იუვეს გადამრჩენელი გონია და ჯერ ერთი იუვეს გადასარცენი არაფერი არ ჭირს და როც ჭირდეს გუარინი არაა მაგის გამკეთებელი:D

bacho kochlashvili
12 years ago

+1 cvetshi egrea :lool: :lool:

12 years ago

ვინმეს არ გონია იუვეს გადამრცენელი . მაგარი ფეხბურთელია. გუშინწინ კიდე მგონი შენ გაიგე პირველად ამის სახელი :kiss:

shalalo demuria
12 years ago

კონტემ ტუ ბოკეტი იყიდა მაგრად გამიკვირდეაა.. ალბათ ყვლა ვამჩნევთ,რომ მარცხენა ფლანგია გასაძლიერებელი, რადგან კიელინი როგორც ფენომენალურიცაა დაცვაშ, ასევე სრული იდიოტია შეტევაში. ჩაწოდება მაგამ არ იცის პასი მაგამ არ იცის და მეტი რაგა მოეთხოვება შემტევ მცველს. აუცილებლად გვჭირდება ფლანგელი მცველი (კასერესი ამ შემთხვევაში) და შემდეგ თავისტავა გამოგვიჩნდება ზამენის მცველი ბონუჩი, რადგან მას ლოგიკურად კიელინი ამოაგდებს როცა კასერესი მოვა მარცხენა ფლანგზე.. და მე მგონი ბოკეტისა და ბონუჩის შორის არაა დიდი განსხვავება.

Di Francesco # 1
12 years ago

gio_juventino
:lool: :lool: :lool:
რითია გუარინი გამორჩეული, რადგან იუვე დაინტერესდა? მასეთი ფეხბურთელები ძან ბევრია საშუალო დონის კლუბებში, ბენფიკას არ ყავს გუარინის დონის ან უკეთესი ფეხბურლი? ლიონს არ ყავს? მარსელს? ლევერკუზენს? სევილიას? ვალენსიას? ლაციოს? ნაპოლის არ ყავს?
გუარინი არის ჩვეულებრივი კაი ფეხბურელი მარა რო იძახი პირლოს ამოაგდებსო, მაგაზე პასუხი არ გაგეცი წერან, იმიტორო მაგარი უაზრობაა, პირლოს მარტო სახელი აშინებს მოწინააღმდეგეს სხვას რო თავი დაანებო
პირლო უძლიერესია და მაგის გარეშე ძან გაუჭირდებოდა კონტეს ამ გუნდის ამ დონემდე მოყვანა, ფაქტიურად პირლო იყო იმ გუნდის სფუძველი რაზეც იუვე შენდება
1 – 2 თამაში ჩააგდო მარა პირლო უდიდესი ძალაა მოედანზე
:italy: :italy: :italy:

bacho kochlashvili
12 years ago

kvlav +1 chem azrebs kitxulob shen chemi dzma :c: :kiss:

marchisio8
12 years ago

kaseresi mevaseba magrad.arada guarinic mevaseba. sagonebelshia marota :blin:

AnonyMous
12 years ago

ფრედი გუარინი :juventus:

giorgi tsotsoria
12 years ago

კასერესი აუცილებლაად

გუარინი ზაფხულში

ასეთია ჩემი აზრი. ვნახოთ რას იზავს ელამი

Lasha chachava
12 years ago

მე კასერესს ვარჩევდი თან აქ გამოცდილება სერია – ა – სი

Di Francesco # 1
12 years ago

მაროტამ ხო თქვა ზამთარში ტრანსფერი არ იქნებაო თუ არასწორად გავიგე მე?
:italy:

12 years ago

ეჰჰ რაა. შენ გუნდი არ გიყვარს შენ იტალია გევასება. გუარინი რომ მოვიდეს გვაწყენს? პირიქიტ მსოფლიოს უძლიერესი ნახევარდაცვა გვექნება

PIto
12 years ago

გუარინი გვინდაა ბონუჩი ათამაშდება და პირლი მალე მოკვდება

12 years ago

ეს ძირიტადის კაცია აშკარად და მაგრათ გვინდააა. პირლო უკვე ამოვარდა ფორმიდან კაცს წნევა უწევს ყოველ ტამაშში ამაზე კაი შემცვლელს ვის ვიპოვით?? თან ეს უფრო მომავალზე გათვლილი პერსპექტივაა ეს 25 წლის ვიდალი 24 წლის მარკიზიო 26 წლის. მშვენიერი სამომავლო ნახევარდაცვა

gocha khalvashi
12 years ago

Darja
:up:

G M
G M
12 years ago

აუ კასერესი მინდა მაგრად …. გუარინი მაგარია მარა დაცვაში უფრო გვჭირდება კაცი ეხლა ვიდრე ნახევარდაცვაში ჩემი აზრით.

lasha naxucrishvili
12 years ago

არა რო მოიფიქრო რამე და მოიტყუო მერე რას დაწერენ იცი ეს რა ჭორებს დებთო :lool:

lasha naxucrishvili
12 years ago

ისევ შენ თუ დადებდი რა :lool:

12 years ago
Reply to  Gio Darja

ბრავო

| Newsphere by AF themes.
56
0
Would love your thoughts, please comment.x