გუნდი ისტორიით, გუნდი ისტორიიდან…
მიუხედავად იმისა რომ იუვენტუსი ევროთასებზე არ გამოდის, ისევე როგორც ყველა ფეხბურთის მოყვარულს, მეც დიდი სიამოვნებით ვუყურებ ჩემპიონთა ლიგის თამაშებს. ქართული ფეხბურთისგან განსხვავებით ყველაფერი თითქოს ფანტასტიკას გავს, დაწყებული გასახდელებიდან (როდესაც კამერა მოყვება ფეხბურთელებს) მინდვრის საფარით, ყოველ წელს ცვლადი მოხდენილი ფორმებით რომლებზეც მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები ზრუნავენ, ბურთით, გადაღების ხარისხით, კამერების მაქსიმალური რაოდენობით, მაყურებელთა ერთსულოვნებით და მატჩში ჩართულობით, სარეკლამო რგოლებით… და რა თქმა უნდა თამაშის მაღალი ხარისხით, სანახაობით, ტექნიკის დემონსტრირებით და ფეხბურთელთა უმაღლესი კლასით დამთავრებული თითქოს რომელიღაც ჰოლივუდის მაღალ ბიუჯეტიან ბლოკბასტერს უყურებ, რომელიც უხვადაა დატვირთული გასაოცარი ეფექტებით…
მაგრამ… არსებობს ერთი მაგრამ… მომიწევს თებერვლიდან ყურება მატჩების სადაც არ მონაწილეობს იუვენტუსი, ლაციო, რომა, ფიორენტინა, მანჩესტერი, ლივერპული, ბორუსია… ანდა საშუალო დონის თუმცაღა საკმაოდ კარგად მობურთავე ვალენსია, ლიდს იუნაიტედი, დეპორტივო, მონაკო…
აბა ცოტა უკან გავიხედოთ და გავიხსენოთ ლაციო – ვალენსია. როდესაც 5 – 2 მოუგო ვალენსიამ ლაციოს. კლაუდიო ლოპესმა და კომპანიამ საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა და ვის? მიხაილოვიჩს, სტანკოვიჩს, დიეგო სიმეონეს, სალას, ნედვედს, ვერონს… გემახსოვრებათ ლიდსის და დეპორტივოს გამწარებული გრანდებიც… ერთის მხრივ როგორ ამწარებდა ვიდუკა, სმიტი და ლი ბოიერი მოწინააღმდეგე გუნდის მეკარეებს, მეორე მხრივ კი დიეგო ტრისტანი, ვალერონი, როი მაკაი, ჯალმინია, ფრანი, ვალტერ პანდიანი… ერთ ერთი საუკეთესო ბავარიის დამარცხება ერთ წუთში და ოქროს ბიჭუნას გოლი მანჩესტერიდან… მანჩესტერის კარში კი ბატისტუტას გოლი მახსენდება… როგორც ვისას რეკლამაშია… ყველაფერს ფულით ვერ იყიდი… ხოდა ყიდულობენ ახლა მსოფლიოს წამყვან ფეხბურთელებს ახლად გამოჩეკილი გუნდები დიდი ბიუჯეტით… მაგრამ ყველაფერს ფულით ვერ იყიდი, ასეთ ფეხბურთს ფულით ვერ იყიდი. და რა იყო ასეთი ლამაზი ფეხბურთის მიზეზი?.. გუნდის ემბლემა გულზე!
პირველი თამაში რომელიც მახსოვს ცხოვრებაში და პირველი გოლი რომელიც ვიხილე და დამამახსოვრდა ეს ალესანდრო დელ პიეროს გოლი იყო ბორუსიას კარში, გახსოვთ ალბათ ქუსლით გატანილი გოლი… არ მახსოვს ზუსტად რა გრძნობა დამეუფლა იმ წამს მაგრამ ამის შემდეგ ვუყურებ ფეხბურთს და ვქომაგობ, დელპოს, იუვეს, აძუროს და ეს სამი რაღაც (მიუხედავად იმისა რომ ჩემი ცხოვრება და ჩემი კარიერა სრულიად არ უკავშირდება სპორტს) ჩემი განუყოფელი ნაწილი გახდა, იმდენად ჩემი რომ ხშირად ვბრაზდებოდი კიდეც მათზე. იუვეზე პირველად გავბრაზდი მაშინ როდესაც თბილისში მაშინ ახლად გამოჩეკილ ტოტალიზატორებში ( ბილეთი რომ “კალკით” იწერებოდა და ქვემოთ ხელს რომ აწერდი) 1 ლარი დავდე 9 თამაშზე, ერთ ერთი იუვეც იყო და იუვემ ფრე ითამაშა. ბავშვურად გავბრაზდი მაშინ და იუვეს მაისურით რომელსაც თავს ვიწონებდი (Juve – SONY) ორი კვირა არ ჩავიცვი, შემდეგ იყო ისევ გამარჯვება და ისევ გამოვიღე კარადიდან ჩემი საყვარელი ფორმა.
კალჩიოპოლის დროს ამდენად ხელმისაწვდომი არ იყო ინტერნეტი, გამოდიოდა ჩემი ყველაზე საყვარელი გაზეთი მსოფლიო სპორტი რომელსაც ყოველდღე ვყიდულობდი და განვიცდიდი რაღაც ჩემსას, ვფიქრობდი რომ ეს დაუშვებელია, არ შეიძლება იუვენტუსი არ იყოს ელიტაში… ამას არ იზამენ… ეს შეუძლებელია… ეს არ მოხდება! მახსოვს ბედნიერი სახეები ჩემი თანატოლების რომლებიც ზოგი ბავარიას, ზოგი მანჩესტერს, ზოგი ბარსელონას და ა.შ. გულშემატკივრობდნენ, რომლებიც ცინიკური სახეებით მიყურებდნენ და გულში ვფიქრობდი მათ ხომ ყველაზე დიდი გუნდი ჩამოიცილეს… ახლა სწორედ მათი დრო მოვა.
ერთ დღეს ჩემი საყვარელი ფეხბურთელები ( ტურამი, კანავარო, ძამბროტა, ემერსონი, ვიერა, მუტუ, იბრაჰიმოვიჩი) ჩემი პირადი მტრები გახდნენ, ამის შემდეგ ბევრი წელი გავიდა, მე გავიზარდე მაგრამ დღესაც ასე მგონია ნაწყენი ვარ ამ ფეხბურთელებზე, ასე მგონია რომ მიღალატეს… მახსოვს რამდენად უფრო მეტად შემიყვარდა დელ პიერო, ჯიჯი, კამორანეზი, ნედვედი, ტრეზეგოლი. როგორ განსაკუთრებით ვნერვიულობდი თამაშის დაწყებამდე, როდესაც ერთმანეთს სერია ბ დან ერთი წლის ამოსული იუვენტუსი და ვარსკვლავებით გაძეძგილი მადრიდის რეალი ხვდებოდნენ, მზად ვიყავი თანხმობა მეთქვა მატჩის განუსაზღვრელი დროით გადატანაზე, შემდეგ მახსოვს დელ პიეროს გაბრწყინება და მახსოვს ჩემთვის ვიძახდი ” ეს დელ პიეროა” და სიტყვა რომელიც დღემდე მახსოვს… არა გაუტანა, არა მოუგო, არამედ “დასაჯა”.
შემდეგ იყო ორ წლიანი საშინელი ჩავარდნა (ფერარა, დელ ნერი) იყო უაზრო ტრანსფერები, რომლებსაც ახლა ასე აქტიურად ებრძვის კონტე, ვფიქრობდი რომ არ იმსახურებენ ეს ფეხბურთელები იუვეში თამაშს და წამით არ შემიწყვეტია ოცნება სათავეში მოქცეულ გაბრწყინებულ იუვეზე, ბოლოს და ბოლოს ველი მესამე ვარსკვლავს, რომელიც ჩემია, შენია, ჩვენია და გვეკუთვნის! ვუყურებ თამაშებს და გული მიფრთხის, წარმოდგენაც კი მზარავს იმის რომ შეიძლება იუვენტუსმა წააგოს. მინდა გამარჯვება, იყოს ფრე, მაგრამ არა წაგება! მინდა რომ ცხრილში წაგებების გრაფაში სულ ნული ეწეროს. მინდა ისე მახარებდეს მარკიზიოს იუვე როგორც ალესანდროს იუვე მახარებდა!
და ბოლოს: მინდა თავში მოყვანილი ფრაზა განვმარტო.
“და რა იყო ასეთი ლამაზი ფეხბურთის მიზეზი?.. გუნდის ემბლემა გულზე!”
დიახ ემბლემა. მიხარია რომ წინ მივდივართ და თან ისე რომ იუვენტუსს ნავთობის სუნი არ ასდრის, მიხარია როცა ვხვდები რომ იუვეს თამაშის დროს რომელიღაც ორი გაბღენძილი მილიარდერის გართობას კი არ ვუყურებ (თუნდაც ჩელსი-სიტი) გუნდს ვუყურებ, რომელიც ჩვენია!
და მაინც რა შუაშია ემბლემა?
ცოტა ხნის წინათ მეგობარმა იტალიიდან იუვენტუსის მაისური გამომიგზავნა, როდესაც მაისურს გადმოატრიალებთ, იქ სადაც ლოგოა, შიდა მხრიდად Forza juve აწერია. ვუყურებ როგორ გააქვთ გოლები დღეს გაგრანდებულ გუნდების ფეხბურთელებს და ალბათ გულის სიღრმეში პრემიებზე ფიქრობენ, რომელიც გოლისთვისაა დაწესებული. და ასევე მახსენდება დელ პიეროს ტრადიციული ენის გამოყოფა და გულზე მუშტების რტყმა გოლის დროს, და რატომ ? :) ჩემი ხომ გჯერათ? იქ FORZA JUVE წერია! გუნდი ისტორიიდან, გუნდი ისტორიით, გუნდი – ისტორია!
ყველაფერს ფულით ვერ იყიდი… FORZA!

სგ ავტორ ძან მაგარი სტატია ცრემლები მომადგა
მიყვარხარ იუვე და მისი ფანები მიყვარხართ ძმებო
უძლიერესი გუნდი გვყავს
საღოლ ავტორ ძაან მაგარია .. მალე დაიბრუნებს იუვე ძველ დიდებასს

საღოლ ავტორ მაგარი კაცი ხარ გენაცვალე
მალე დავბრუნდებით (ევროსარბიელზე) და ისევ დიდ გამარჯვებებს ვიზეიმებთ !
გაიხარე სანდრო.

აუ ცრემლი წამომივიდა

სგ ავტორ ჯიგარი ხარ მაგარი სტატიაა

ვახ, გულზე მომაწვა უცებ რაღაცა. ფორცა იუვე
კარგი სტატიაა, გამაჟრჟოლა :)
ამდენი ხანი ვითმენდი და აბა რა უნდა მექნა ცჰემი საყვერელი გუნდის წარუმატებლობას. მალე მოვა ის დრო რომელსაც ველი იუვე საკადრის პასუხს გასცემს ვიტომ გრანდებსა და გრანდებს რომლებიც ლიგაზე ასპარეზობენ ან ჯგუში ჩარჩნენ

კარგი სტატიაა, კითხვისას ვიცოდი შემდეგ სტრიქონზე რრა ეწერებოდა, ჩემ სათქმელს ამბობდი სანდრო საღოლ, ForZa JuVe!!! ForZa RaGaZzi!!!
მაგარი სტატია ავტორ
ეხლა GIORGIO CHIELLINMA იცის გულზე მუშტების დარტყმა
d a v i d
სტატია მოამზადა : სანდრო ელოშვილმა
ამ კაცის არის ძმა )
აა სტატიის თავზე შენი სახელი ეწერა და მაგიტო დავწერე არაუშვას მაინც ჯიგარი ხარ ჯიგარი
სანდრო გაიხარე ძმა მაგარი სტატიააა

დათკა შენ გენაცვალეეე, ეს რა მაგარი სტატიაა, ჯიგარი ხარ ჯიგარიიიიიიიიი!!!
გუნდი ისტორიიდან, გუნდი ისტორიით, გუნდი – ისტორია!
ყველაფერს ფულით ვერ იყიდი… FORZA! მალე დაბრუნდება იუვეეეეეეეეეეე
გაიხარეთ ძმებო გაიხარეთ!
ფორცა იუვე.
გესმის ამ ხმების??? ზებრა ბრუნდება… ეს იუვენტუსია
ფორცა იუვე ალეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
მადლობა სტატიისთვის.
ყველა ერთგული იუვეს ტიფოზი ასე უნდა ფიქრობდეს!
საღოლ ავტორ მაგარი სტატიაა …… მაგრად მეამაყება JUVE ასეთი გულშემატკივარი რომ ჰყავს და მეც მათ შორის მომ ვარ ………
გენაცვალე ავტორ !!!!!!!!!!!
ჟრუანტელმა დამიარა, ძალიან ძლიერი სტატიაა
ვაიმე რა ძლიერი სტატიაა
ცრემლები მომადგა ტო, გაიხაროს ავტორმა 
სანდრო შენი მჯერა რადგან მეც იუვეს ოფიციალური მაისური ჩამომიტანეს და სწორედ მაგან გამაოცა რომ ემბლემის უკან შიგნიდან შავად FORZA JUVE აწერია….. მადლობა ძაან დიდი ისე იმიტომ რომ ამ სტატიით მთელი ამ საიტის წევრების სათქმელიც თქვი ხალხის რომელიც აი სწორედ ნედვედთან დელპისთან და ბუფონთან ერთად გადავყევით იუვეს სერიაბში და რავი…
ვერცერთი ფანკლუბის საიტი ვერ დაიკვეხნის ასეთი სტატიებით რადგან ეს ყველაფერი გულიდან მოდის და არა მატერიალური სამყაროდან.. და მიყვარხართ ბავშვებო რადგან შეუძლებელია ცუდმა ადამიანმა და ცუდმა გულის მქონემ იუვეს უბალეშიკოს ერთგულად….

საღოლ ძმაო…..დიდიხანია დარეგისტრირებული ვარ და ხშირად ვერ ვახერხებ დისკუსიებში ჩართვას მაგრამ სტატიებს ყოველთვის ვკითხულობ….აი სტატიამ იძულებული გამხადა დამეკომენტარებინა,ყოჩაღ ავტორს :) შენ ნამდვილი იუვნეტინო ხარ ძმაო…. გაიხარე და სულ იუვეს წარმატებებისთვის გეყურებინოს ….მიყვარს ტურინი და მიყვარს იუვენტუსი …ძმები ხართ

მაგარია ბრატ,გაიხარე,იუვე,ეს უკვე ისტორიაა,დიდი ისტორია,დღევანდელ ფეხბურთში იუვეს გარდა ორ გუნდს ვცემ პატივს,მილანს და ბარსელონას,რადგან ეს გუნდები ისტორიას ინახავენ და ღირსეულად გადასცემენ თაობიდან თაობას….წინ დიდი გამარჯვებებია,მჯერა ამის,ჩვენ ყველას გვჯერა….

კარგია სანდრო!
“და რა იყო ასეთი ლამაზი ფეხბურთის მიზეზი?.. გუნდის ემბლემა გულზე!”