ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დაბადების დღეს გილოცავთ, კლაუდიო!

დღეს 2012 წლის 19 იანვარს ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთი ლიდერი კლაუდიო მარკიზიო 26-ე დაბადების დღეს აღნიშნავს. იტალიელი ფეხბურთელი ქალაქ კიერში 1986 წელს დაიბადა. ForzaJuve.Ge ყველა ქართველი “იუვენტუსის” გულშემატკივრი სახელით ულოცავს კლაუდიოს ამ მნიშვნელოვან დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებას როგორც პირად, ისე პროფესიონალურ ცხოვრებაში.

22 thoughts on “დაბადების დღეს გილოცავთ, კლაუდიო!

  1. დელ პიეროს მერე თუ ვინმესგან “იუვენტუსის” 10 ნომრიანი მაისურით ნახვა გამიხარდება ეს ფეხბურთელი იქნება კლაუდიო მარკიზიო, რითაც დადასტურდება რომ მარკიზიო საბოლოოდ “იუვენტინო” იქნება და არსად არ წავა. ჩემი აზრით ფეხბურთელი რომელიც 10 ნომერს მოირგებს ბოლომდე “იუვენტუსის” ერთგული დარჩება.

  2. გილოცავ კლაუდიოო.. ვისურვებ რომ ასეთი ფეხბურთელები არასდროს დაგვკლებოდეს..

    რომ არასდროს დაეკარგოს გუნდს საკუთარი სახე.. ისევე როგორც რეალმა და მისმა ბინძურმა ფეხბურთელებმა დაკარგეს(პეპე, კოენტრაო, კარვალიო).. რაულის, გუტის და კარლოსის გუნდს სახელი რომ შეულახეს თავის ბინძური თამაშით

  3. გილოცავ კლაუდიო, დიდ წარმატებას გისურვებთ იუვესთან ერთად
    და მართლა მომავალ კაპიტნად მიმაჩნიხარ!!! :forza:
    ისე კლაუდიო ტურინშია დაბადებული, უფრო სწორად ტურინთან ახლოს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.