ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიხტშტაინერი : ” პარტნიორები შესანიშნავ ფორმაში არიან “

ერთადერთი შეხვედრა აშორებს ბიანკონერის , მიმდინარე სეზონში სერია ა-ს პირველი წრის დასრულებასთან . იმ შემთხვევაში თუ კონტეს შეგირდები მოახერხებენ გასვლაზე , ბერგამოს ” ატალანტას ” ძლევას , მაშინ შეინარჩუნებენ კიდევაც პირველ პოზიციას . ამასობაში კი , სტეფან ლიხტშტაინერი გასულ მატჩში განცდილ წარუმატებლობაზე საუბრობს : ” სასიამოვნოა რა თქმა უნდა , დაუმარცხებლად ასპარეზობა , მაგრამ ფაქტია რომ ჯერ ჯერობით მოგებითაც კი არაფერი მოგვიგია . დღემდე განვიცდით ” კალიარისთან ” დაკარგულ ქულებს . შაბათს კი იმედი გვაქვს რომ მოვახერხებთ სამი ქულის აღებას . ვიცით , რომ წარმოუდგენლად რთული იქნება მეტოქის მისსავე მოედანზე დამარცხება ,  სადაც მათ პირადი რეკორდი აქვთ დამყარებული . მოგვიწევს ჩვენს სტილში : აგრესიულად და სწრაფად ასპარეზობა და ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს დაცვაში ყურადღებით თამაში ” …

ორი აზრი არაა , რომ შვეიცარიელი ფეხბურთელი , იუვეს დაცვის ხაზის ერთ ერთი წამყვანი ფიგურაა , გუნდის რომელმაც სულ რაღაც 12 ბურთი გაუშვა …

” ეს მთელი გუნდის დამსახურებაა , რადგან თავდაცვით სქემაში აბსოლიტურად თითოეული მოედანზე მყოფი ფეხბურთელი იღებს მონაწილეობას . აუცილებელია ამ ტენდეციის შენარჩუნება . შესაძლოა გასულ ორ შეხვედრაში , არ ვიასპარეზეთ ბოლომდე დამაჯერებლად , თუმცა მინდა დაგარწმუნოთ რომ არც ფსიქოლოგიური და მითუმეტეს არც ფიზიკური პრობლემები არ გვაწუხებს . ჩემი თანაგუნდელები შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან ” .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი

9 thoughts on “ლიხტშტაინერი : ” პარტნიორები შესანიშნავ ფორმაში არიან “

  1. ამან რო გაამართლა მე მგონი ბეკი ვერ გაამართლებდა რო მოსულიყო! აბა შენ იცი ლხტა ბერგამოელები გადარიეეე :juvee:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.