ბუფონი: ” შურისძიება გვწყურია “
“იუვენტუსი” პირველი წრის ბოლო მატჩს ერთპიროვნული ლიდერის სტატუსით ხვდება და უკან 18 მატჩიანი წაუგებელი სერიაც მოსდევს. ხვალ გასამართ უმნიშვნელოვანეს მატჩზე კლუბის პირველი ნომერი ჯანლუიჯი ბუფონი საუბრობს. შეგახსენებთ, გამარჯვების შემთხვევაში, “ბიანკონერები” პირველი წრის ჩემპიონობას გაინაღდებენ…
” ეს შეგრძნება თითქოს რაღაც ახალია, თუმცა რამდენიმე წლის წინ ლიდერობაში უჩვეულო არაფერი იყო. კარგია, რომ ჩვეულ ადგილებს ვუბრუნდებით. ამას დიდი სურვილისა და შეურისძიების გრძნობით ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, წაუგებელ სერიაში დიდი წვლილი დაცვას მიუძღვის, მაგრამ მთავარი მთელი გუნდის შეთანხმებული მოქმედება და მეტოქეზე პრესინგია. ”
” რომელ სეივს გამოვყოფდი წელს? ვფიქრობ, “მილანთან” მატჩისას, ბოატენგის დარტყმულის. ვიცი, დიდად სანახაობრივი არ ყოფილა, ბევრს, შესაძლოა, მარტივადაც მიაჩნია, მაგრამ ვინც ამ საქმეში ერკვევა, იცის, რაოდენ რთულია ასეთი ბურთის მოგერიება. ”
“ “ატალანტასთან” დაუნდობელი დაპირისპირება გველოდება. ბერგამოელებთან ყოველთვის ასეა ხოლმე, მით უმეტეს, რომ წელს კარგ თამაშს აჩვენებენ. ასეა თუ ისე, აუცილებელია შევინარჩუნოთ სატურნირო პოზიცია, რომელსაც ახლა ვიკავებთ. ” -აცხადებს ბუფონი.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
აბა რა ჯიჯი შევინარჩუნებთ სეზონის ბოლომდეც

N 1 mekare
yvela drois sauketeso mekare
მიდითთთთთთ თქვენიცითთთ
როგორ მიყვარხარ შე ჩათლახო https://forzajuve.ge/wp-includes/images/smilies/love.gif
იუვემ ფული უნდა დახარჯოს! ისე კონტეში მაგარი გაუმართლათ, ანიელებს არ ეგონათ ასე იაფში თუ გამოვიდოდნენ. ზაფხულამდე ფულის დამხარჯველები არ არიან. ზაფხულში გუნდი რაღაც თანხას მიიღებ, ხალხსაც გაუშვებენ და იმედია ერთ უმარლესი დონის ფეხბურთელს მაინც იყიდიან
ყველაზე დიდი ფეხბურთელი
