ლიხტშტაინერი : ” პარტნიორები შესანიშნავ ფორმაში არიან “
ერთადერთი შეხვედრა აშორებს ბიანკონერის , მიმდინარე სეზონში სერია ა-ს პირველი წრის დასრულებასთან . იმ შემთხვევაში თუ კონტეს შეგირდები მოახერხებენ გასვლაზე , ბერგამოს ” ატალანტას ” ძლევას , მაშინ შეინარჩუნებენ კიდევაც პირველ პოზიციას . ამასობაში კი , სტეფან ლიხტშტაინერი გასულ მატჩში განცდილ წარუმატებლობაზე საუბრობს : ” სასიამოვნოა რა თქმა უნდა , დაუმარცხებლად ასპარეზობა , მაგრამ ფაქტია რომ ჯერ ჯერობით მოგებითაც კი არაფერი მოგვიგია . დღემდე განვიცდით ” კალიარისთან ” დაკარგულ ქულებს . შაბათს კი იმედი გვაქვს რომ მოვახერხებთ სამი ქულის აღებას . ვიცით , რომ წარმოუდგენლად რთული იქნება მეტოქის მისსავე მოედანზე დამარცხება , სადაც მათ პირადი რეკორდი აქვთ დამყარებული . მოგვიწევს ჩვენს სტილში : აგრესიულად და სწრაფად ასპარეზობა და ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს დაცვაში ყურადღებით თამაში ” …
ორი აზრი არაა , რომ შვეიცარიელი ფეხბურთელი , იუვეს დაცვის ხაზის ერთ ერთი წამყვანი ფიგურაა , გუნდის რომელმაც სულ რაღაც 12 ბურთი გაუშვა …
” ეს მთელი გუნდის დამსახურებაა , რადგან თავდაცვით სქემაში აბსოლიტურად თითოეული მოედანზე მყოფი ფეხბურთელი იღებს მონაწილეობას . აუცილებელია ამ ტენდეციის შენარჩუნება . შესაძლოა გასულ ორ შეხვედრაში , არ ვიასპარეზეთ ბოლომდე დამაჯერებლად , თუმცა მინდა დაგარწმუნოთ რომ არც ფსიქოლოგიური და მითუმეტეს არც ფიზიკური პრობლემები არ გვაწუხებს . ჩემი თანაგუნდელები შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან ” .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი
ლიხშტა ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე..
ყოველთვის მონდომებულია თითქმის უშეცდომო! საოცრად ენერგიულია
ამან რო გაამართლა მე მგონი ბეკი ვერ გაამართლებდა რო მოსულიყო! აბა შენ იცი ლხტა ბერგამოელები გადარიეეე
ბერგამო შტურმით უნდა ავიღოთ
გუნდის ფეგბურთელებს ატალანტასთან შისი კი არა 12-0ის მოგების იმედი უნდა ქონდეთ
ჯიგარი კაცია ამას ვენაცვალე
atalanta qalishvilobas dakargavs imedia cventan
