ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კოლანტუონო: ” დაუმარცხებელი არავინაა “

როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, მატჩამდე დაპირისპირებული გუნდების მწვრთნელებმა კოლეგებს შეაქეს. დღეს ტურინის “იუვენტუსი” “სერია ა” -ს აღმოჩენას, ბერგამოულ “ატალანტას” დაუპირისპირდება, მასპინძელთა თავკაცი, სტეფანო კოლანტუონო კი სტუმრებისათვის სიურპრიზის მოწყობას აპირებს: ” “იუვენტუსი” ძალიან ძლიერი გუნდია. ეს უბრალო სიტყვები არაა, ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში ვფიქრობდი, რომ კონტეს გუნდი პირველობისთვის იბრძოლებდა. “იუვეს” ძლიერია, რადგან თამაშის ხარისხისა და სიმარტივის შეზავებას ახერხებს. ეს შეკრული გუნდია, ყველა ფეხბურთელი თავის უკანა ხაზს ეხმარება. შეხედეთ ვუჩინიჩს, როგორ ჩადის ხოლმე დაცვაში, ადრე ასეთი რამ არ ახასიათებდა. ამ ცვლილებებს მე კონტეს მივაწერ. დაუმარცხებელი არავინაა, მაგრამ გამარჯვებისთვის უშეცდომოდ თამაში მოგვიწევს. იღბალი დაგვჭირდება, მაგრამ ისე, უბრალოდ, არც ის მოდის. ისევე უნდა ვითამაშოთ, როგორც “მილანთან” და დავივიწყოთ “ლაციოსთან” ჩატარებული პირველი ტაიმი. ” -აცხადებს კოლანტუონო.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

18 thoughts on “კოლანტუონო: ” დაუმარცხებელი არავინაა “

  1. უფრო დიდი შანსია ფრე ამოვარდეს. მაგრამ მაგრად მინდა მოვუგოთ

    მთავარია ბურთის კონტროლი და ისე ვითამაშოთ, როგორც უდინეზესთან, ოღონდ არა კალიარისთან. შეცდომების გარეშე და მომენტების მაქსიმალური რეალიზება. მაგრამ სერიოზულად გაგვიჭირდება :blin: :blin:

  2. დღეს ნიჩია არ მგონია საერთოდ ან ვიგებთ ან ვაგებთ და როგორც ყოველთვის ცოტა გოლი გავა თუ გავა საერთოდ.
    ნეტა მოვიგოთ რა თუმდაც 0-1

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.