ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კრასიჩი შესაძლოა “ლაციოში” გადაბარგდეს

რომის “ლაციო” ვერაფრით ახერხებს, მოსკოვის “ცსკა” – ს დააკლებინოს კეიშუკე ჰონდას სატრანსფერო ფასი, ამიტომ “ბიანკოჩელესტის” ხელმძღვანელობა ალტერნატივას იტალიაში ეძებს. რამდენიმე დღის წინ “ლაციოს” წარმომადგენლები რუსეთში ჩაფრინდნენ, მაგრამ შეთანხმებას მაინც ვერ მიაღწიეს. ჰონდას რომში გადაბარგება სურს, მაგრამ “ცსკა” მას 17 მილიონად აფასებს, ამ ფულის გადახდას კი რომაელები არ აპირებენ. Gazzetta dello Sport – ის ინფორმაციით, “ლაციოს” ხელმძღვანელობა უკვე მუშაობს ალტერნატიულ გზებზე. პრესაში გავრცელებული ხმების თანახმად, “ბიანკოჩელესტისთვის” იდეალური ვარიანტი მილოშ კრასიჩია, რომელიც ედი რეიას 4–2–3–1 სქემაში იდეალურად ჩაჯდება და საშუალება მიეცემა, ძველებური ფორმა დაიბრუნოს.

წყარო: Football-Italia

11 thoughts on “კრასიჩი შესაძლოა “ლაციოში” გადაბარგდეს

  1. ჯერ ერთი არ მინდა რო ეს გაყიდონ, მაგრამ თუ გაყიდიან იტალიაში არ გაყიდონ სადმე სხვაგან გაყიდონ, თუარა ეს ათამაშდება და მერე ჩვენ გაგვიტანს გოლებს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.