ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ძამპარინი: ” “იუვე” პასტორეში 30 მილიონს იხდიდა “

სიცილიური “პალერმოს” პრეზიდენტმა, მაურისიო ძამპარინიმ, მისი გუნდის ყოფილი ფეხბურთელის, ხავიერ პასტორეს ტრანსფერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იტალიური კლუბებიდან პირველი, ვინც მათ დაუკავშირდა, ტურინის “იუვენტუსი” იყო. საბოლოოდ არგენტინელი ნახევარმცველი “პსჟ” – ში გადაბარგდა, რადგან ამ კლუბმა ყველაზე მაღალი, 42 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა:“”პსჟ” – თან მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარა და პასტორეც პარიზში აღმოჩნდა. ვფიქრობ, რომ დაახლოებით 3 წელიწადში ეს გუნდი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო იქნება. იტალიური კლუბებიდან ყველაზე ადრე “იუვენტუსი” გამოგვეხმაურა. ბეპე მაროტამ პასტორეს სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო შემომთავაზა. მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ არგენტინელი მისი კლასის შესაბამის ფასად გავასხვისეთ.” – განაცხადა ძამპარინიმ.

წყარო: Football-Italia

12 thoughts on “ძამპარინი: ” “იუვე” პასტორეში 30 მილიონს იხდიდა “

  1. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელი!!! ლამელაც მაგრად მევასება, ესეც, აიმარიც.. პირველი ორი არგენტინული ფეხბურთის მომავალია..
    იმედია იტალიაშიც წამოვა ესეთი მაგარი თაობა

  2. მაროტა და 30 მილიონი :chuvak: იცის კაცმა რა ვისში გადაიხადოს დიდი ფული და ვისში დაბალი :up: :up: :up: უბრალოდ პასტორეს რო მოეთხოვა იუვეში თამაში მაგ შემთვევაში გაჭრიდა მარა ესეც აგუეროს გზას გაუდგა, ფული ჯოჯოხეთს ანათებსო ნათქვამია :lool: :lool: :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.