ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო : “საჭიროა მაქსიმალური კონცენტრაცია”

ალესანდრო დელ პიერო “რომასთან” სათასო დაპირისპირებისთვის ემზადება.ბიანკონერების ლეგენდარულმა კაპიტანმა მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უახლოეს მატჩზე და ორ მეგობარზე ისაუბრა : “ძალიან რთული და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი მატჩი გველის.თასი იუვენტუსისთვის პრიორიტეტულია და შეხვედრაში გამარჯვების მოსაპოვებლად, მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო.მინდა ორ მეგობარზე მოგახსენოთ, პირველი – ფრანჩესკო ტოტია.მან გააკეთა ის, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა.211 გოლი ერთი გუნდის მაისურით – უბრალოდ საოცარი მაჩვენებელია.მეორე – დევიდ ტრეზეგე, მიხარია, რომ იგი სამშობლოს, არგენტინას დაუბრუნდა.ახლა მას გოლების გატანის შანსი ისევ მიეცა, როგორც ვნახეთ, ამის გაკეთება დევიდმა უკვე დაიწყო.”

ალემ ანტონიო კონტეს მიერ მიღწეულ წარმატებაზეც ისაუბრა : “ამ მომენტისთვის ეს არაფერს ნიშნავს, რადგან წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.ასარჩევად რომ მქონდეს, ნახევარი სეზონის შემდეგ ლიდერობა თუ მე – 7 ან მე – 8 ადგილი წლის ბოლოს, რა თქმა უნდა პირველს ვამჯობინებდი.მიღწეულით კმაყოფილნი ვართ და მარცხს, არც შემდეგში ვაპირებთ.”

წყარო : Tuttosport

14 thoughts on “დელ პიერო : “საჭიროა მაქსიმალური კონცენტრაცია”

  1. ალექს რამდენი ხანია გულშემატკივარს შენი ენა არ უნახავს მიდი გიჟო გაიტანე გოლი და გვანახე შენი მიმზიდველი ენაა !! :D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.