ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნაინგოლანს ტურინში სურს – მაროტა “კალიარის” წარმომადგენლებს შეხვდა

ტურინის “იუვენტუსი” რაჯა ნაინგოლანისთვის ბრძოლას განაგრძობს.Sky Sport – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სულ რამდენიმე წუთის წინ მილანში ოფიციალური შეხვედრა დასრულდა, რომელსაც ჯუზეპე მაროტა, ფაბიო პარატიჩი, მასიმო ჩელინო ( “კალიარის” პრეზიდენტი ) და ფრანცის მაროკუ ( “კალიარის” სპორტული დირექტორი ) ესწრებოდნენ.გუნდების წარმომადგენლებმა ტრანსფერის დეტალებზე დაილაპარაკეს, მართალია, რუსობლუს ხელმძღვანელობას ბელგიელის გასხვისება არ სურს, მაგრამ გადამწყვეტი ამ შემთხვევაშიც თავად ფეხბურთელის სურვილია.Radio Radio ამტკიცებს, რომ ნაინგოლანმა უკვე მოთხოვა “კალიარის” ტრანსფერის განხორციელება, რაჯას ტურინულ გრანდში სურს თამაში.ნებისმიერ შემთხვევაში, 23 წლის შუახაზელის ბედი უახლოეს დღეებში გადაწყდება, დიდი ალბათობით, იგი სეზონის მეორე ნაწილს “ბებერ ქალბატონში” ჩაატარებს.

წყარო : Tuttojuve

28 thoughts on “ნაინგოლანს ტურინში სურს – მაროტა “კალიარის” წარმომადგენლებს შეხვდა

  1. დღეს, საღამოს სასტუმრო “ბათუმის გულში” მაროტამ, პარატიჩიმ და “იუვენტუსის” სხვა წარმომადგენლებმა ჩემთან გამართეს შეხვედრა, ამის მიზეზი კი ჩემს მიერ “იუვენტუსში” თამაშის სურვილის გამოთქმა იყო. როგორც ჩანს მამაჩემთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ტრანსფერის მოგვარებს ხელს მხოლოდ პირადად ჩემთან მოსაგვარებელი დეტალები უშლის.

    პ.ს.
    ყველას ვისაც სურს იუვეში თამაში დააფიქსირეთ თქვენი აზრი საიტზე მემინდაიუვე.ჯი. საიტის დევიზია “დაკლიკე და ჩაირიცხე”

  2. ცენტრში პირლოს შემცვლელიც გვინდა, მარკიზიოსიც და ვიდალისიც გამოტოვების დროს და პაციენცა საერთოდ აზრზე არაა და ეს მარონეს ჯობია და პაციენცას გაუშვებენ სეზონის ბოლოს :) ეს მოიყვანონ და კასერესი და სკუდეტო ჩვენია და ზაფხულში დავიმატებთ ერთორ სუპერვასკვლავს იმედია :)

    პ.ს. კასერესზე 24 საათშI გადაწყდებაო და 24იც გავიდა და ერთი კვირაც :D

  3. ჩელინოს განცხადებით თუ იუვემ არ გადაიფიქრა რაჯას ( გიტას და ზიტას :chuvak: ) შეძენა.. ზაფხულისთვის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება.. ხოლო ზამთარში აღნიშნული ტრაფერი წარმოუდგენელიავოო!!! ასე რომ გუარინი :oldman:

    1. ვააა: ( გააჩნია რამდენად ჭირდება კონტეს ნაინგოლანი..
      ჩემი აზრით მაინც და მაინც აუცილებელი არ არის ამ ეტაპზე ეს ტრანსფერი..
      ცოტა მარონეც ვნახოთ საქმეში

  4. მეც მინდა ტურინში : ) იქნებ უთხრათ მაროტას მე ანგარიშზე არ მაქვს ვერ ვურეკავ : (( ამას პაციენცა მირჩევნია :@

  5. ვააა კონტეს ნახევარდაცვის ჩაბეტონება უნდა!!! ასეთი ნახევარდაცვით გავგუდავთ ნებისმიერ გუნდს, თან ბურთსაც კარგად იჭერს ჩუვაკი. იუვესთან არანორმალურად მაგრად ითამაშა

  6. და ბოლოს მცველად ბონერას მოიყვანენ ნახევარმცველად კიდე ვინმე მაგაზე უკეთესს :D ეს ხუმრობით :)))
    ისე კაი იქნება კასერესს და რაჯას თუ მოვიყვანთ არარის ცუდი ნამდვილად. გუარინი კი მინდა იუვეში მაგრად მაგრამ რავიცი რავიცი… არცერთზე არ ვარ წინააღმდეგი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.