ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო: ” გოლს ჯიანი ანიელის ვუძღვნი “

“იუვენტუსის” ახალ სტადიონზე გატანილ გოლს ალესანდრო დელ პიერო ჯიანი ანიელის ხსოვნას უძღვნის. კაპიტანს მნიშვნელოვან თარიღებში უყვარს ხოლმე თავის გამოჩენა, როგორც გუშინ, დიდი პრეზიდენტის გარდაცვალების ცხრა წლისთავის დროს…

ვფიქრობ ჯიანი ანიელი ამ გამარჯვებიას მისთვის დამახასიათებლად, ერთი-ორი სიტყვით ლეგენდარულად აღწერდა. ლამაზი გოლი გამოვიდა და მიხარია, რომ მისი გატანა კლუბის ისტორიისათვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს შევძელი. ის, რომ ამდენი ხანი გოლი ვერ გავიტანე, სულაც არ მამძიმებდა, თუმცა ამ გოლმა, რომელსაც გულშემატკივრებთან ერთად მეც დიდი ხანი ველოდი, თითქოს რაღაც ტვირთი მომაცილა.

ყველაფერი ლამაზად გამოვიდა, რადგან ეს დარტყმა რაიმე კერძო ეპიზოდი არ ყოფილა, არამედ ლოგიკური გაგრძელება ჩემს თანაგუნდელებს შორის შექმნილი კომბინაციისა. მინდოდა კარგად მეთამაშა, გუნდი ნახევარ ფინალში გასულიყო და მხოლოდ ამის შემდეგ იდგა გოლის გატანის სურვილი.

ჩვენს სტადიონზე მეოთხედფინალური მატჩის ჩატარება საოცრება იყო. გულშემატკივართა სიახლოვე ჩვენთვის დიდი დახმარებაა. ბედნიერი ვარ, მაგრამ ეს შეხვედრა ბევრს არაფერს წყვეტს. შემდეგი გამოცდისთვის ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, მეც მაქსიმალურად მოვემზადები. მიზანი უცვლელია, მუშაობას მთელი შემართებით ვაგრძელებთ. ” -აცხადებს დელ პიერო.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

14 thoughts on “დელ პიერო: ” გოლს ჯიანი ანიელის ვუძღვნი “

  1. ერტი ცელიც დატოვონ ულიგოდ არ უნდა გაუშვან ახალ სტადიონზე პირველი ლიგის ტამაში და დელპო რო არ იქნებაა რა ტეხავს

  2. ბედნიერებააა, რომ დელ პიეროს მოღვაწეობის დროინდელ იუვენტუსს მოვესწარი. ყველაზე მაგარი კაპიტანია მსოფლიოში!!! Grande Capitano.. :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  3. გუშინ 9 წლის თავი იყო ჯანი ანიელის გარდაცვალების და დამსახურებული გამარჯვება მიუძთვნა გუნდმა…
    :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.