დელ პიერო: ” გოლს ჯიანი ანიელის ვუძღვნი “
“იუვენტუსის” ახალ სტადიონზე გატანილ გოლს ალესანდრო დელ პიერო ჯიანი ანიელის ხსოვნას უძღვნის. კაპიტანს მნიშვნელოვან თარიღებში უყვარს ხოლმე თავის გამოჩენა, როგორც გუშინ, დიდი პრეზიდენტის გარდაცვალების ცხრა წლისთავის დროს…
” ვფიქრობ ჯიანი ანიელი ამ გამარჯვებიას მისთვის დამახასიათებლად, ერთი-ორი სიტყვით ლეგენდარულად აღწერდა. ლამაზი გოლი გამოვიდა და მიხარია, რომ მისი გატანა კლუბის ისტორიისათვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს შევძელი. ის, რომ ამდენი ხანი გოლი ვერ გავიტანე, სულაც არ მამძიმებდა, თუმცა ამ გოლმა, რომელსაც გულშემატკივრებთან ერთად მეც დიდი ხანი ველოდი, თითქოს რაღაც ტვირთი მომაცილა. ”
” ყველაფერი ლამაზად გამოვიდა, რადგან ეს დარტყმა რაიმე კერძო ეპიზოდი არ ყოფილა, არამედ ლოგიკური გაგრძელება ჩემს თანაგუნდელებს შორის შექმნილი კომბინაციისა. მინდოდა კარგად მეთამაშა, გუნდი ნახევარ ფინალში გასულიყო და მხოლოდ ამის შემდეგ იდგა გოლის გატანის სურვილი. ”
“ ჩვენს სტადიონზე მეოთხედფინალური მატჩის ჩატარება საოცრება იყო. გულშემატკივართა სიახლოვე ჩვენთვის დიდი დახმარებაა. ბედნიერი ვარ, მაგრამ ეს შეხვედრა ბევრს არაფერს წყვეტს. შემდეგი გამოცდისთვის ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, მეც მაქსიმალურად მოვემზადები. მიზანი უცვლელია, მუშაობას მთელი შემართებით ვაგრძელებთ. ” -აცხადებს დელ პიერო.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
კაპიტანი არ გაუშვათ :( მის გარეშე იუვე?? :ssssssssssssss
100 იანი უნდა დარჩეს დელპო
ერტი ცელიც დატოვონ ულიგოდ არ უნდა გაუშვან ახალ სტადიონზე პირველი ლიგის ტამაში და დელპო რო არ იქნებაა რა ტეხავს
anieli cocxali ro yofiliyo darwmunebuli var arsad gaushvebda alexas
es ert warba ver xvdeba magdens
martlac exa jianis ro gagegho es daacicknida im ert warbs amas
ბედნიერებააა, რომ დელ პიეროს მოღვაწეობის დროინდელ იუვენტუსს მოვესწარი. ყველაზე მაგარი კაპიტანია მსოფლიოში!!! Grande Capitano..

მგონია სერია ა ში უფრო მეტი დრო მიეცემა ეხლა
Nachke
გუშინ 9 წლის თავი იყო ჯანი ანიელის გარდაცვალების და დამსახურებული გამარჯვება მიუძთვნა გუნდმა…

როგორ მიყვარხარ
rac jiani anielim juvestvis gaaketa imsaxurebda namdvilad
