ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ესტიგარიბია: ” აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში “

მარსელო ესტიგარიბიამ “რომასთან” შეხვედრის შემდეგ მწვრთნელის შექება დაიმსახურა. სამხრეთამერიკელი, რომელსაც ჩელოდაც მოიხსენიებენ სულ რამდენიმე თვეა “იუვენტუსს” შეუერთდა და უკვე გუნდის სრულუფლებიანი წევრია, მალე დაეუფლა იტალიურს და არც ადაპტაციის პრობლემა ჰქონია. პარაგვაელი ჟურნალიტებს საკუთარ ემოციებს უზიარებს…

ამ ლეგენდარული მაისურის ტარება დიდი პატივია, ყოველმა ჩვენგანმა წარმატებისათვის მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. მე სწორედ ასე ვიქცევი, რათა გუნდის სახელი და ღირსება დავიცვა და ის ნდობა გავამართლო, რომლის ღირსიც ხელმძღვანელობისგან გავხდი. როცა “იუვენტუსში” ხარ, უკვე ხვდები, რომ მწვერვალს მიაღწიე და ახლა უბრალოდ თითოეული ამოცანის შესრულება უნდა სცადო. მიხარია, რომ ამას ვახერხებ.

ყველაფერთან ერთად ტურინში თავს კარგად ვგრძნობ, აქ საკმაოდ თბილი ხალხია და კარგად მეპყრობიან. გასახდელში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში, თანაგუნდელებსა და ტექნიკურ შტაბთან იდეალური ურთიერთობა მაქვს. იქაურობა ორი სიტყვით დახასიათდებოდა: სიმშვიდე და ბედნიერება. ირგვლივ უამრავი ჩემპიონია, რომელთაც ბევრი რამ მოუგიათ, თუმცა ვარჯიშებში ყველაზე მეტად სწორედ ისინი იხარჯებიან. ჩემნაირი ახალწვეულებისთვის ეს დიდი სტიმულია, მიბიძგებს მაქსიმალურად ვეცადო იმ შანსის გამოყენებას, რომელიც მომეცა. “ჩელოს ჟურნალისტებმა ერთი-ორი სიტყვის დელ პიეროზე თქმაც სთხოვეს: ” ალე ლეგენდაა, არაჩვეულებრივი ფეხბურთელი, როცა ვხვდები ყოველთვის ვახსენებ ხოლმე: ” ლეგენდა გრძელდება“.”

რაც შეეხება ჩემს ოცნებას, რომელიც ეროვნულ ნაკრებს უკავშირდება, ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში და იქ კარგი ფეხბურთის ჩვენება მინდა. ასევე იმ მარცხის რეაბილიტაცია მსურს, რომელიც წინა “კოპა ამერიკაზე” ურუგვაიმ გვაწვნია. “იუვენტუსში” კი ისევდაისევ ჩემი შესაძლებლობების ჩვენება და ბოლომდე დახარჯვა მსურს, როგორც თასის, ისე ჩემპიონატის მატჩებში. მინდა ეს გზა მომავალშიც გაგრძელდეს და “ჩემპიონთა ლიგაზე” კლუბის წარმატებაში გადამწყვეტი როლი ვითამაშო. ” -აცხადებს ესტიგარიბია.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

26 thoughts on “ესტიგარიბია: ” აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში “

  1. აუ ეს ფარაონი თუ მუმია ვინ გონიათ? რასაც ვუყურებ მაგარი დაღლარა იგროკია. ეჰ ინძაგი უნდა იჯდეს სკამზე და მუმიები დარბოდნენ მოედანზე? :chuvak: ესტი კიდე მაგარი კაცია :love: მილანს როდის ვხვდებით თასზე? :bicho:

  2. ესტიგარიბია – ბიჭებო – ისე მაგრად მოერგო იუვეს. ადაპტაცია მართლა არ გაჭირვებია. სერიოზული იგროკია. ერთი–ორი წელი უნდა ევროპაში რომ ითამაშოს და სერიოზული ფეხბურთელი დადგება ამისგან.

    ნიჭიერი და ტექნარია .მარტო არბენინე და საქმეს გააკეთებს :achuu: :achuu:

  3. მადარია მადარიიი ესტიიი… ისე ამას ხო შეუძლია მარცხენა მცველად ითამაშოს? და კიდო ეს არენდით გვყავს ხო ჯერ მოყვანილი? და იმედია გამოისყიდიან ძაან მაგარი იგროკია და თან ახალგაზრდააა :juvee:

  4. ძალიან ჯანსაღი სიტუაციაა კლუბში. პირველ რიგში ესაა კონტეს დამსახურება და ჩემპიონატში გამარჯვების საწინდარი.
    ესტეგარიბია კი ჯერ თავისი შესაძლებლობების ნახევარსაც არ ავლენს ალბათ. აი, მთლიანად რომ გამოავლენს, მაშინ იტირებს მტერი ცხარე ცრემლებით :yes:

    1. მსოფლიო ფეხბურთში ყოველთვის იყო, არის და იქნება კამათი თუ ვინ არის მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი: პელე, მარადონა, პლატინი, კრუიფი, კეპმესი, ვან ბასტენი, კლისმანი, მათეუსი, გულიტი, პუშკაში, დი სტეფანო, ბაჯო, გარინჩა, ზიდანი, რომარიო, რივალდო, რონალდო, რონალდინიო, კაკა, მესი, ჯერარდი, ლამპარდი, რონალდუ, ტორესი, ტოტი, რაული, ანრი, დელ პიერო…ზიზუ: იცით, ზოგი ამბობს რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მარადონაა, ზოგი – პელე და ა.შ. მე ყველა ჩამოთვლილ ფეხბურთელს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მათ შორის საუკეთესოდ დელ პიეროს ვაღიარებ. მოდით მოგითხრობთ პერიოდს, როდესაც მე დელ პიეროსთან ერთად მიწევდა თამაში იუვენტუსში. ტურინში ჩემი გადასვლა რომ გადაწყდა, ჩემზე ბედნიერი ადამიანი იმ დროს არავინ მეგულებოდა. მე ზეპირად ვიცოდი და ვიცი იუვენტუსის უდიდესი ისტორია. ყოველთვის ვადევნებდი თვალს ბებერი ქალბატონის თამაშებს და აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი დელ პიეროს უნიკალურ თამაშზე. ჩემი კუმირი პლატინი იყო ბავშვობაში, საყვარელი გუნდი კი – იუვე. ტურინში ჩასვლა ძალიან კარგად მახსოვს და ისიც კარგად მახსოვს თუ როგორ გამიჭირდა იტალიურ ფეხბურთთან შეგუება. მე დიდი გამოცდილების პატრონი ვარ და ვიცი რომ, მხოლოდ იტალიაში შეიძლება გამოიწვრთნას საუკეთესო ფეხბურთელი. სხვაგან არსად, არც ესპანეთში, არც ინგლისში და ა.შ. მე არ მახსოვს ფეხბურთელი, რომელსაც მთელი თავისი კარიერა იტალიაში ისე გაეტარებინოს რომ მუდამ ყოფილიყო დიდების მწვერვალზე, რაღაც დროის შემდეგ ფეხბურთელი ან გარბის იტალიური გუნდიდან ან კრიზისი ეწყება და საბოლოოდ კვდება როგორც ფეხბურთელი. სწორედ ამიტომ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო, რომელმაც მთელი თავისი კარიერის მანძილზე უმაღლეს დონეზე იასპარეზა და ასპარეზობს კიდევ, ხომ ხედავთ მას ასაკიც კი ვერაფერს აკლებს, ”ალექსი” მსოფლიოს მერვე საოცრებაა. ჩვენ ერთად ძალიან დიდხანს ვთამაშობდით და ახლო მეგობრებიც ვართ დღემდე. ვიცი ახლა იტყვით, რომ ტრავმის შემდეგ იგი ისე აღარ ბრწყინავდა როგორც ძველად. იცით რას გეტყვით ეს ასე არ ყოფილა, ალექსს მიუხედავად ტრავმისა ის მაინც შეუცვლელი იყო მინდორზე. დელ პიერომ მაყურებელი გაათავხედა მიაჩვია, რომ ყოველ თამაშში 2 ან 3 გოლს იტანდა და პლიუს ამას საგოლე პასებსაც იძლეოდა. დელ პიერომ გადაიტანა უმძიმესი ტრავმა, რომლის შემდეგ ფეხბურთის თამაში კი არა, ნორმალურად გავლაც კი უჭირს 99% ადამიანებისა, მაგრამ მიუხედავად ამისა დელ პიერომ სასწაულზე მეტი შეძლო და ისევ დაიწყო ძველებურად თამაში. მე როდესაც მიჭირდა იტალიურ ფეხბურთთან შეგუება, დელ პიერო რჩევებს მაძლევდა, მავარჯიშებდა და სწორედ მისი დამსახურებაა რომ მე დღეს ასე მაფასებენ. იმ პერიოდში, როდესაც დელ პიერომ ტრავმა მიიღო იუვე კრიზისში ჩავარდა, ვერავინ შეცვალა დელ პიერო, ვერც მე… და ამას არასდროს ვმალავდი. მე არასდროს არ მწყინს, როდესაც მეუბნებიან რომ დელ პიერო მე მჯობნის, ეს ხომ ისედაც ნათელია?! თან მე არ ვარ ამპარტავანი ადამიანი და ყოველთვის ვაფასებ სხვის ნიჭს. დელ პიერო როდესაც დაბრუნდა ტრავმის შემდეგ იუვემ თამაში გამოასწორა, იცით ეკრანიდან ჩანდა რომ იგი ძველებურად ვერ თამაშობდა, თორემ მინდორზე ალექსი ყოველთვის საუკეთესო იყო. შეიძლებოდა მთელი მატჩის განმავლობაში არაფერი ეკეთებინა, მაგრამ ერთს გააკეთებდა და დაგავიწყებდა ყველაფერს. დღესაც მახსოვს მისი უნიკალური პასები და გოლები, იცოდეთ რამდენი გოლიც აქ გატანილი, იმაზე ორჯერ მეტი საგოლე პასი აქვს გაკეთებული. ხშირად მისვამენ კითხვას თუ რატომ წამოვედი იტალიიდან, როგორც ავღნიშნე რაღაც დროის შემდეგ სერია ა -ს ვეღარ უძლებ იქ ყოველდღე ახალი ფინტები, ახალი პასები, ახალი დარტყმები და ა.შ. უნდა ისწავლო და დახვეწო, ეს კი მხოლოდ დელ პიერომ შეძლო. შეიძლება ტოტიც თამაშობს იტალიაში მთელი თავისი ცხოვრება, მაგრამ მაგას ფეხბურთის თამაშს არ ვეძახი ან რა მოსატანია პინტურიკიოსთან. იტალიაში ყველა გუნდი ზეპირად იცნობს თავის მოწინააღმდეგის ფეხბურთელებს. ეს იყო ერთერთი ძირითადი მიზეზი, მე არ მცხვენია ვაღიარო, რომ იტალიაში მომავალი აღარ მქონდა, იქ ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები. კიდევ იყო ერთი მიზეზი წასვლისა, მე ყოველთვის ვოცნებობდი რომ ვყოფილიყავი გუნდის ლიდერი, რაც ვერ მოვახერხე იუვენტუსში. ტურინში ღმერთი იყო დელ პიერო, რომელსაც ლიდერობაში ვერავინ შეეცილებოდა. სწორედ ამ მიზეზების გამო დავტოვე იტალია და უნდა ითქვას რომ გამიმართლა რეალში და დიდ წარმატებას მივახწიე. მე ახლა ვთქვი ის რასაც ყოველთვის ვამბობდი, ვამბობ და ვიტყვი. კიდევ ერთი, ეს ერთი კვირაა ჟურნალისტებმა ამიკლეს, მათ აინტერესებთ რას ვიტყვი რეალის იუვენტუსთან სახლში 0-2 წაგების მიზეზზე, მინდა აქ ვუპასუხო ამ შეკითხვას, რეალის წაგების მიზეზი იყო მხოლოდ და მხოლოდ დელ პიერო, რა ვერ გაიგო ამ ხალხმა(იცინის). es ewera dzma im statiashi : ))))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.