ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” მატჩი 6 ქულისთვის ”

ანტონიო კონტეს განცხადებით , ” უდინეზესთან ” მოახლოებულ დაპირისპირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს . მისი სიტყვებით , ეს იქნება ექვსი ქულისთვის გამართული ბრძოლა : ” არ შეიძლება ამ მატჩს გულგრილად შევხედოთ , რადგან უნდა დავუპირისპირდეთ კლუბს , რომელსაც ზუსტად ის მიზნები აქვს რაც ჩვენ . ” უდინეზე ” ჩვენი პირდაპირი კონკურენტია და სწორედ ამიტომ ეს შეხვედრა 6 ქულად ფასობს . გუნდის ლაზარეთი  ? დღეისათვის სიტუაცია არც თუ ისე კარგად გამოიყურება . ფეხბურთელების მდგომარეობას ხვალ დილით შევამოწმებ . ტაქტიკური განლაგება ? ეს ყველაზე უკანასკნელია რაზეც ამ წამს ვფიქრობ  ” ….

” მარონე ? მე უკვე მქონდა მასთან ერთად ნამუშევარი , როდესაც ” სიენას ” ვწრთნიდი . მომეცა თუ არა საშუალება , რომ დამეტოვებინა ტურინში , მომენტალურად ვისარგებლზე ბოძებული შანსით . ის გახლავთ ” იუვენტუსის ” დღევანდელი და მომავალი ! ” .

” კასერესი ? მასთან გასაუბრება უკვე მოვასწარი . ურუგვაელი შესანიშნავად იცნობს ” იუვენტუსს ” , რაც ნიშნავს იმას , რომ ადაპტაციისთვის გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდება ” .

” იქნება თუ არა კიდევ ტრანსფერები ? კლუბის დირექტორატი მაქსიმალური დატვირთვით აგრძელებს მუშაობას ახალი ფეხბურთელების შესაძენად . უმჯობესი იქნება თუ დაველოდებით სატრანსფერო ფანჯრის დახურვას , რის შემდეგაც საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილი გახდება ” .

წყარო : Football Italia

8 thoughts on “კონტე : ” მატჩი 6 ქულისთვის ”

  1. ახალი ტრანსფერები კარგია, იმედია ნაინგოლანს დაითრევენ და + 1 კლასნი მარცხენა მცველს დაიმატებენ + მაგას გამტანი ფორვარდიც არ გვაწყენდა თუნდაც “უკლასო” :lool:

  2. კი ნამდვილად 6 ქულაა ხვალ გამარჯვება…
    3 დაკარგავს უდინეზე და 3 მოვიპოვებთ ჩვენ. რაც საერთო ჯამში 6 ქულა…
    უბრალოდ აუცილებელია ხვალ გამარჯვება და საერთოდ ტურინში ნებისმიერი მეტოქე უნდა გავანადგუროთ და ეს ტრადიციად უნდა იქცეს, არამარტო სერია ა-ში, საერთო ლიგაზეც და ყველა ტურნირზე სამომავლოდ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.