ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გვიდოლინის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

ტურინის ” იუვენტუსსა ” და ” უდინეზეს ” შორის , სატურნირო ცხრილში მხოლოდ სამი ქულაა სხვაობა , რაც დამატებით ინტრიგას სძენს ამ დაპირისპირებას . ყველაფერთან ერთად , მატჩზე დასასწრები უკლებლივ ყველა ბილეთი რამდენიმე დღით ადრე გაიყიდა . უდინური კლუბის თავკაცი კი აღტაცებაში სწორედ ბიანკონერის ახალ არენას მოჰყავს : ” ” იუვე ” ყველას უსწრებს იმიტომ , რომ მათ პირველებმა აიშენეს საკუთარი არენა . პირველად ვესტუმრებ ამ სტადიონს , რომელსაც მნახველი აღტაცებაში მოჰყავს . აუცილებელია კალჩომ კურსი ამ მიმართულებით აიღოს , რადგან გულშემატკივრებისთვის კომფორტის შექმნა ფეხბურთის ყურების დროს უმნიშვნელოვანესია ” …

” რაც შეეხება ” იუვეს ”  , ჩვენ საქმე გვექნება უაღრესად ტექნიკურ კოლექტივთან . სიმართლე გითხრათ ბოლო პერიოდში ეს გუნდი ლიპის დროინდელ ბებერ ქალბატონს მახსენებს . კონტემ გუნდს ძველი სული დაუბრუნა , გამარჯვებული , უდრეკი და მრისხანე . მის განკარგულებაში 3-4 მსოფლიო დონის ფეხბურთელია და ასევე უამრავი ბრწყინვალე მოთამაშე . ის რასაც ისინი აკეთებენ არ მაოცებს , პირიქით აღფრთოვანებას იწვევს ! ეს გახლავთ ხელმძღვანელობის და გუნდის ერთობლივი დამსახურება ” .

მიუხედავად ამისა , უდინეზე არ აპირებს ტურინში უბრძოლველად დანებებას : ” მოგვიწევს საკუთარი თამაშის პოვნა და ძლიერი მხარეების გამოყენება . ტაქტიკური კუთხით რამდენიმე ვარიანტი გამოვცადეთ , უპირველეს ყოვლისა კი კონტრ შეტევებზე მოგვიწევს აგრესიულად ასპარეზობა . მოგვიწევს იმაზე ფიქრი , თუ როგორ გამოვიყენოთ სისწრაფე და ინიციატივის საკუთარ ხელში აღება , მოგვიწევს დი ნატალეს ეფექტურად გამოყენებაზე ფიქრცი … ჩემს საფეხბურთო ფილოსოფიაში არ შედის ის , რომ ვიჯდეთ საკუთარ ნახევარზე გუნდთან , რომელიც ასე კარგად ფლობს ბურთს . მეტოქე რეალურად მრისხანეა და ძლიერი , მოგვიწევს ძალების მოკრება და შეტევაში წასვლა , როცა ამისი საშუალება მოგვეცემა ” .

გვიდოლინის არა ერთი ფეხბურთელის გარეშე მოუწევს ასპარეზობა , შესაძლოა მათ რიცხვში ისლაც შევიდეს : ” ნამდვილად არ ვიცი ზუსტად შესძლებს თუ არა იგი ჩვენს დახმარებას , თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში გუნდთან ერთად გაემგზავრება ტურინში . პრობლემები რა თქმა უნდა გვაქვს და არ ღირს თავის მოტყუება და მშვიდად ყოფნა . მოგვიწევს შევეგუოთ ამას და ბოლომდე ვიბრძოლოთ . ბატოკიო ?შესაძლოა იგი პირველსავე წუთებზე გამოჩნდეს , ან მეორე ტაიმის მსვლეობისას . დარწმუნებული ვარ ყველა ის ფეხბურთელი რომელიც მიიღებს მონაწილეობას ამ დაპირისპირებაში 100 % – ით დაიხარჯება . ” იუვენტუსი ” თავის მხრივ მართლაც ძლიერია და ნებისმიერ სიტუაციაში რთული იქნებოდა მათთან ასპარეზობა ” .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Juve10
12 years ago

დი ნატალე გიჟივითაა. ძნელი თამაში იქნებაააა

levani ...
12 years ago

pirvelive taimshi gavutant amat 2-0s movigebt albat :juvee:

dito chanturia
12 years ago

es kaci magra mevaseba raaa magari kacia da ra gunds rogor atamshebs exla amas financebi mieci da klasni fexburtelebi da mtlad ras izams warmoidginet…

lasha naxucrishvili
12 years ago

მე მგონია რო გოლს სადღაც 65-ე წუთზე შევაგდებთ და შეიძლება ერთადერთი გოლი იყოს ანუ 1-0 დამთავრდება თუ უფრო დიდი ანგარიშით მოვიგებთ მთლად უკეთესი :forza: :forza: :forza:

snuff-juve
12 years ago
Reply to  Dutch

:up: :up:

d a v i d
12 years ago

რთული თამაშI იქნება, ესენი 10 კაცი დაცვაში იქნება და ერთი დინატალე ეყოებათ წინ

tabajuventino
12 years ago
Reply to  d a v i d

:lool:

Di Francesco # 1
12 years ago

ასამოა პინზი ტოტო თუ გავაჩერეთ კაი იქნება და კარში ჰანდანოვიჩმა თუ არ გაიგიჟა თავი უეჭველი მოვიგებთ თუარადა ნიჩია უეჭველია
კაი გუნდია უდინეზე მარა იტალიური ფეხბურთისთვის ჯობია თუ არ გავა სამეულში
:italy: :achuu: :italy:

Arancia Meccanica
12 years ago

ეხლა დევს…
:forza:

G M
G M
12 years ago

:forza:

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x