ბარცალი: ” მოდუნების დრო არ გვაქვს “
ანდრეა ბარცალი გუშინდელი გამარჯვებისათვის მადლობას გულშემატკივრებს უხდის. ტურინელებმა უშუალო კონკურენტი “უდინეზე” სახლში ნული ქულით გაისტუმრეს და ამაში ფანების წვლილიც დიდი იყო. სტადიონი მთელი შეხვედრის განმავლობაში უჭერდა “ბიანკონერებს” მხარს: ” გულშემატკივრებმა ჩვენთან სიახლოვე გამოიყენეს და მუდმივად წინ წასვლისკენ გვიბიძგებდნენ. რთული მატჩი იყო, მაგრამ გამარჯვება დამსახურებულად მოვიპოვეთ. “უდინეზე” ექვსი ქულით მოვიტოვეთ, ესე იგი პირდაპირ კონკურენტს ცოტა ხნით ჩამოვშორდით. მაგრამ ჯერ ისევ არაფერი გაგვიკეთებია. რა თქმა უნდა, ახლა მოგებით ბედნიერები ვართ, თუმცა გვახსოვს, უკვე სამშაბათს კიდევ ერთი გამოცდა გველის. მოდუნებისათვის დრო არ გვაქვს. ” -აცხადებს ბარცალი.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
უდინეზესთან ისე ითამაშა მეგონა ლეგენდარული მალდინი ან ჩემთვის არანაკლებ ლეგენდარული ტურამი გვედგა დაცვაში
ვინ იფიქრებდა ამისგან ამისთანა მცველი თუ დადგებოდა.

მაგრამ დადგა და გაგვიმართლა ჩვენთან რომ არის. მართლაც უძლიერესი მცველია.
ანდრეა- მეორე კანავაროა, ჯორჯო- მეორე ნესტა.
მაგარი ცენტრი გვყავს რა…
სიტყვები არ მყოფნის ანდრეა შეუდარებელი ხაარ

ესეთი მცველი ძალიან ცოტას თუ ყავს თავის გუნდში ბრავო ანდრეა !!

საოცრება ხარ ანდრეა
დღესდღეობით ბარძალი საუკეთესო ცენტრალური მცველია მსოფლიოში. ვისიამოვნე მაგის თამაშით. ძალიან საიმედოა.
ფასსა და ხარისხს თუ შევადარებთ, მაშინ აშკარად საუკეთესო ტრანსფერია..