“იუვენტუსი” 2-1 “უდინეზე” ( ფეხბურთელების შეფასებები )
გთავაზობთ “უდინეზესთან” მატჩში მონაწილე ფეხბურთელების შეფასებებს.
ბუფონი 6.5 – მიკროტალღოვანი ღუმელი.მიუხედავათ სიცივისა, სწრაფად ხურდება და იგერიებს აბდის სახიფათო დარტყმას, საოცარი რეაქცია მოახდინა არმეროს გასროლაზე.
ბარძალი 7 – საოცრად ზუსტი.მოწინააღმდეგეს ბურთს ულამაზეს ვარდნაში ართმევდა.მეორე ტაიმში დი ნატალეს კარში დარტყმა არ დაანება.
ბონუჩი 6.5 – დამაჯერებელი.მიუხედავათ მუხლის მცირე ტრავმისა, ლეონარდო მთელი მატჩის განმავლობაში საიმედოდ გამოიყურებოდა.
კიელინი 6.5 – ორჯერ მეტოქის სახიფათო კონტრშეტევას წერტილი დაუსვა.
ლიხტშტაინერი 6 – მეტისმეტად ბევრს კამათობს ვალერისთან, იმ დროსაც კი, როცა ფლანგიდან საკმაოდ სახიფათოდ, პასკუალი უტევდა.
დე ჩელიე ( 88 – ე წუთიდან ) – შეფასების გარეშე.
ვიდალი 5.5 – ცენტალური ნახევარმცველის პოზიციაზე ნორმალურად ითამაშა, შეტევების წამოწყება კი საშინლად გამოსდიოდა.საგოლე კონტრშეტევა, რომელიც “უდინეზეს” ფეხბურთელებმა განახორციელეს, სწორედ ჩილელის საშინელმა პასმა გამოიწვია.
პირლო 6.5 – ტაქტიკურად ზუსტი.მატჩის დებიუტშივე გაათვიცნობიერა, რომ რთული მატჩი ელოდა, ამიტომ გარდა შეტევების ორგანიზებისა, დაცვაში ბურთის გათამაშებასაც საკუთარ თავზე იღებდა.
ჯაკერინი 6.5 – ინიციატივიანი.მუდამ უტევს, კომბინირებს და ამასთან, შესანიშნავად ართმევს თავს ცენტრში დაკისრებულ მოვალეობებს.
ესტიგარიბია 6 – სწრაფი.მატჩის დებიუტში ჰანდანოვიჩთან ერთი-ერთზე ვერ გაიტანა, მაგრამ მოატყუა აბდი და საჯარიმოში შესანიშნავი პასით, საგოლე მომენტს ჩაუყარა საფუძველი.
პეპე ( 64 – ე წუთიდან ) – 6.
მატრი 7.5 – სწრაფი.საჭირო მომენტში საჭირო ადგილზე აღმოჩნდა და კვალიარელას დარტყმულის შემდეგ ჰანდანოვიჩის მოგერიებული ბურთი კარის ბადეში გადაგზავნა.მეორე გოლის ეპიზოდში, როგორც ნამდვილ ფორვარდს ახასიათებს, ტექნიკურად შემობრუნდა და უდინელთა კარი მეორედ აიღო.
კვალიარელა 6.5 – მატჩის დებიუტში შესანიშნავი დიაგონალი ესტიგარიბიაზე, თუმცა პარაგვაელმა ფაბიოს ასისტი გაუცუდა.გააკეთა შესანიშნავი პასი მატრიზეც, თუმცა ერთი-ერთზე ვერც ალესანდრომ გაიტანა.პირველი გოლის ეპიზოდში, ესტიგარიბიას მოწოდებულ ბურთს მიმართულება სწორედ იტალიელმა შეუცვალა.
მარკიზიო ( 61 – ე წუთიდან ) 6.5 – კლაუდიოს საგოლე პასის გასაკეთებლად წამები დასჭირდა.
კონტე – 7.
წყარო : La Stampa
აუ მილანს უნდა ვაჯობოთ
naingolans 100 tavit jobia guarani :D:D kexnikitac tan upro zlieria pizikurad dartymac kai aq da ravi yvelanairad raa D:D:D
რა მაინტერესებს ამაური არენდით გავუშვთ?

თქვენ ამაური ეძახეთ, ეხლა ნახეთ ფიორემ გაქაჩოს
იოვეტიჩი ამაური მართლაც სერიოზული დუეტი დადგება
მაგრამ არანაირად არ მწყდება გული, ეგ ფეხბურთელი აქ ცოდვილობდა.. რაც მართალია მართალია
დიდი არაფერი არარის ეს ნაინგოლანი ჩემი აზრით რო კაცი გადაირიოს და თქვას მაგარიაო.. კი არის მებრძოლი მაგრამ ამას გუარინი მირჩევნია და აუცილებელი არარის ეხა ზამთარშივე ეს დავიმატოთ იმ შემთხვევაში თუ შესაძლებელი იქნება ზაფხულში გუარინის დამატება. იმედია კონტე როგორც საჭიროა ეგრე იზამს ყველაფერს და საჭირო ფეხბურთელს მოაყვანინებს გუნდისთვის მაროტას.
ეს ნიანგოლანი რაგაც არ ჩანს მოედანზე
რას გამოჩნდება ბალახიც მწვანეა :D
ბარძალი ძალიან მიყვარდება, მაგარი ტიპია,პახოდუ დასტოინი და რაც მთავარია უძლიერესი მცველია რაა
იბრამ მაგარი შეაგდო :X:X
ჩვენთან ყველა იგიჟებს თავს და მილანთან რა ემართებათ


ეს ნოჩერინო კიდე ვინაა
giogorgo

2 გოლის გატანა მოვალეობაა
მაშინ კვალი წიხლებით ყოფილა გასაგდები სხვაზე რო არაფერი არ ვთქვად, მირკოც, მტელ 1 ნახევარსი უჩინიჩს 2 გოლზე მეტი კი არ შეუგდია და მატრი 1 თამაშში შეაგდო
ბარძალიმ თავის საქმე გააკეთა უმაღლეს დონეზე ასე უფრო სორია
ბარძალიმ გადასარევად ითამაშა და მატრიმ უბრალოდ ის გააკეთა რაც ევალებოდა. მე რატომგაც მაინც არ მომწონს მატრი და ვფიქრობ ვინმე ფორვარდი გვჭირდება
მატრიზე რო ამბობ ის გააკეთა რაც ევალებოდაო, ბარძალიზეც იგივე შეიძლება ითქვას რაც ევალებოდა ის გააკეტა
მატრის რას ერჩით ვერ ვხდები 
თუ დააკვირდით ბონუჩი როგორ უმატებს დღითი დღე
აქაც უკვე იკლო მის მიმართ ლანძღვა გინება
ფორცა ლეოოოო
აი მატრი რო 2 გოლს გაიტანდა ვიცოდი და აქაც დავწერე

ხო არა ბარძალი მართლა საუკეთესო იყო ჩემი აზრით . ერთი პოზიციური ან პერსონალური შეცდომაც კი არ დაუშვია . განა ეხლა , მემგონი მთელი სეზონის მანძილზე ) არადა ტიპი 250 000 ვიყიდეთ ))) ევროპაზე აძურის სერიოზული ცენტრი ეყოლება
1 შეცდომა დაუშვა ზუსტად მეორე ტაიმის დასაწყისში ლიხშტაინერის ფლანგზე და ისიც თვითონ გამოასწორა პატკატით
ნაკრებში მაგის იმედი მაქ ჯორჯო და ბარძალი საუკეთესო დუეტი იქნება ევროპაზე
besiki777

ბარძალიმ ის გააკეთა რაც მისი პირდაპირი მოვალეობა იყო და მატრიმ პირადად მოიგო თამაში
1 შეცდომა ბარძალისაც ქონდა და რო არ დახმარებოდნენ საგოლეც იქნებოდა
მარა ბარძალი მაინც მაგარია და ევროპაზეც წავა
ჯაკერინი იმაზე ბევრად მეტს აკეთებს ვიდრე ვინმე ელოდა
ვერ ვიტყვი რომ მატრიმ ბარძალიზე კარგად ითამაშა. მცველის თამაში იმდენად არ ჩანს რამდენადაც თავდამსხმელის.
კარგი შეფასებებია