ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” 7 ქულა თითოეულ ფეხბურთელს “

ანტონიო კონტე გუშინდელი შეხვედრის შემდეგ “ბიანკონერების” გამოსვლას აფასებს. 42 წლის სპეციალისტმა კონკრეტული ფეხბურთელების გამოყოფისაგან თავი შეიკავა და მთლიან კოლექტივს შეაქო: ” ყველა ფეხბურთელი დღეს ნაჩვენები თამაშისა და გასული სამი მატჩის მიხედვით მყარ შვიდქულიან შეფასებას იმსახურებს. სათამაშო დრო თითქმის ყველა ფეხბურთელს მივეცი და ყოველმა მათგანმა იმედები გამიმართლა. ამ შეხვედრის გვეშინოდა, რადგან “უდინეზე” მაღალი დონის პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული და თამაშის ტემპი დარეგულირება შეუძლია. შეხვედრის მოგება მხოლოდ ბრძოლით შეიძლებოდა და ჩვენ ეს გავაკეთეთ. “უდინეზე” ჩვენი პირდაპირი კონკურენტია, ასე რომ, ეს მნიშვნელოვანი სამი ქულაა. ბიჭებს მივულოცე, მაგრამ ისიც ვუთხარი, რომ უკვე სამშაბათს ახალი დაპირისპირება გველოდება. ” -განაცხადა მატჩის შემდგომ ანტონიო კონტემ.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

22 thoughts on “კონტე: ” 7 ქულა თითოეულ ფეხბურთელს “

  1. ეს სტატია ბოლომდე არაა და ასე თქვა 3-5-2 არ გამომიყენებიაო, არამედ 3-3-4 და ეს რა ტაქტიკაა ვინმემ იცით? :lool:

    1. ჰო რუსულ საიტზეც ეგრე იყო განლაგებული(3-3-4) და კი გამიკვირდა ლიხშტაინერი თავდასხმაში ყავდა დაყენებული

  2. ძალიან გადატვირთული გრაფიკი გვაქ 2 კვირაში 5 თამაში
    სრული მობილიზება ეს 2 კვირაა გადასალახი და ეგაა
    ოღონდ 12ში უეჭველი მოგება
    წინ ბიჭებო !

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.