ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კრასიჩი შესაძლოა რუსეთში დაბრუნდეს, ელიას “ნიუკასლი” ელოდება

სატრანსფერო ციებ-ცხელება გრძელდება. იტალიაში გავრცელებული ჭორები კრასიჩის მიმართ რუსული “ზენიტის” ინტერესის შესახებ იტყობინებიან. გარკვეული წყაროები ამტკიცებენ ელჯერო ელიას “ნიუკასლ იუნაიტედში” გადაბარგების შესაძლო პერსპექტივასაც. “ბიანკონერებს” გუნდის გადახალისება და მომავალი სატრანსფერო ფანჯრისათვის თანხების მოძიება სურთ. ლუჩიანო სპალეტის გუნდს სერბი ფეხბურთელის არენდით აყვანა სურს, მაგრამ ბეპე მაროტა მხოლოდ უფლებათა პაკეტის სრულ გასხვისებაზეა თანახმა. იმავე აზრზეა ინგლისური “ნიუკასლიც”, ალან პარდიუ ჰოლანდიელის იჯარით აყვანას ითხოვს. შეგახსენებთ, “იუვენტუსს” ფეხბურთელების ყიდვა მხოლოდ 31 იანვრამდე შეუძლია, როცა გასხვისების ბოლო ვადა იმ ქვეყანაზეა დამოკიდებული, სადაც ფეხბურთელი გადაბარგდება. მაგალითისთვის, რუსეთში სატრანსფერო ფანჯარა 24 თებერვალს იხურება.

წყარო: football italia

34 thoughts on “კრასიჩი შესაძლოა რუსეთში დაბრუნდეს, ელიას “ნიუკასლი” ელოდება

  1. ჩემის აზრით ელია და კრასიცი ამ სქემას რასაც კნტე თამაშობს ვერ მოერგებიან იმიტომ რომ დაცვაზე ეს ფეხბურთელები ვერ თამაშობენ. მაგალითად კრასიჩი როცა უტევს მაგარია ყოველ შემთხვევაში წინა სეზონში მაგარი იყო, მაგრამ დაცვით თამაშში ვერ ქაჩავს. ასევეა ელიაც. ეს ჩემი აზრია.

    1. მართალი ხარ დაცვა არ გამოდით თორე შეტევაში კრასიჩთან და ელიასთან ვერც პეპე მივა ვერც ჯაკერინი და ვერც ესტიგარაბია

  2. მართალია ნადალს ვგულშემატკივრობ, მაგრამ დღეს საოცარ თამაშს აჩვენებს ჯოკოვიჩი..5 საათია ვუზივარ ტელევიზორს თვალს ვერ მოაშორებ ტო რა დონეა :up:

  3. კრასიჩი პეპეს კონკურენტია კია მარა მაინც მინდა რო იუვეში თავისი ადგილი ქონდეს შარშანდელი კრასიჩი დღესაც დიდი ძალა იქნებოდა
    იქნება ლიგისთვის მაინც დაგვეხმაროს
    ჯოკო მოიგებს უეჭველი მისი მოგება ნიდესვს და მიტო :chuvak:
    :italy:

  4. მაგარია ამაური :lool: ფიორენტინას ფეხბურთელის კარგი თამაშის მაინც ნუ გშურთ :lool: აცალეთ იმ კაცს რაგაღაცას ფაფხურობს :lool:

    ჯოკოვიჩი – ნადალის ფინალი მირჩევნია ეხლა მთელ იტალიურ ტურს ( იუვეს გარდა ), რა თამაშია :O

  5. ამათი წასვლა გუნდიდან არ შეიძლება…….. კონტე კარგი მწვრთნელია მარა ამათ მაგარი უსამართლოდ ექცევა…… ძაან ცოტა სათამაშო დროს აზლევთ…. ….

  6. arc krasichi da arc elia ar unda gaushvas me tu mkitxaven :X krasichi wels veraa pormashi gasagebia mara shansi unda mieces :X 2 tveshi 1 xel atamashebs egec 15-20 wuti ra unda qnas to :X elias kide ravi 1 xel itamasha marto kacma da sagole pasic gaaketa.. magas ro vapshe etamasha golebit aavsebda da ravi yvelapers gaaketebda ar unda gaushvan aravin ამაურიც არ უნდა გაეშვათ :X

  7. აუ ხო ვიძახოდი რო ამაური საჭირო კაციათქვა :chuvak:
    რა ფორმაშია მაკრატელები და მთელი ამბები
    უთამაშებელი თუ ასეთ ფორმაშია რო ეთამაშა ალბათ მარტო გადაუვლიდა სიენას :chuvak:
    ისე ზოგი ისეთია შეიძლება ამაურის გაშვების გამოც დაიწყოს კონტეს ლანძღვა :lool: :blin:
    ამაური აქამდე რო წასულიყო ახლა კაი ფეხბურთელი იქნებოდა
    ელიას გაშვება ჯობია კრასიჩის გაშვება არ მინდა მარა განათხოვრება კაი იქნებოდა

  8. ელია რამდენჯერაც იყო გამოსული სულ მაგრად თამაშობდა და რატო უნდა გაუშვან ვერ გავიგე. არადა როგორ მიხაროდა ეგ რო მოდიოდა. და კარსიჩზე რა ვთქვა ” უნდა ათამაშოს კონტემ და არ დაკარგოს” :juvee: :forza: :forza: :forza: :forza:

  9. გუშინ დავრწმუნდი რო იუვე სიძლიერით მტელი მსოფლიოს მაშტაბით 3ეულში
    რეალტან ბარსასტან ერთად. მარა ვერ გამირკვევია ვინაა ნ1 ნ2 და ნ3

  10. ელიას ნიუკალშI ელიან :lool: ისე მაგრად მიკვირს სად დაიკარგა რაა მემგონი მართლა გაუშვებენ ან თვითონ გაიქცეს შეიძლება :lool: :lool: :lool:

  11. ისე კრასიჩს თუ არ ათამაშებს მართლა ჯობია რომ გაუშვას..
    თადარიგში ცოდოა, თან ზენიტს მოუხდება )))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.