ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა: ” ტონი “ალ ნასრიში” მიდის “

ბეპე მაროტამ დღეს მნიშვნელოვან საკითხებს აჰხადა ფარდა. ჟურნალისტებმა სპორტულ დირექტორს ლუკა ტონისა და რაჯა ნაინგოლანის მომავლის შესახებ დასტყუეს ინფორმაცია. როგორც ჩანს, ვეტერანი იტალიელი ფორვარდი “ალ ნასრიში” გადაბარგდება, ნაინგოლანის შესახებ კი მოლაპარაკებების დაწყებას რამდენიმე ფაქტორი აფერხებს: ” ტონის “ალ ნასრიში” ტრანსფერს, ჯერჯერობით, ოფიციალური სახე არ მიუღია, მაგრამ, ვფიქრობთ, ყველაფერი უკვე ხვალ მოგვარდება. რაც შეეხება ნაინგოლანს, დიახ, ეს ფეხბურთელი ნამდვილად გვაინტერესებს. პრეზიდენტ მასიმო ჩელინოს ვესაუბრე, მაგრამ, ჯერჯერობით, ისეთი არაფერია, რასაც ნამდვილ სატრანსფერო მოლაპარაკებას დავარქმევდი. შევეცდებით ბელგიელი ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს გადმოვიბიროთ, მაგრამ გასათვალისწინებელი ბევრი რამაა, მათ შორის “კალიარის” სურვილიც. შევეცდებით ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, მაგრამ დღეს მას ვერ ვხედავ, მით უმეტეს, რომ გუნდი უკვე მარტინ კასერესისა და მარკო ბორიელოს ტრანსფერებითაც საკმაოდ გავაძლიერეთ. ” -აცხადებს მაროტა.

წყარო: football italia

9 thoughts on “მაროტა: ” ტონი “ალ ნასრიში” მიდის “

  1. მე რაჯას გუარინი მირჩევნია, სერიოზული იგროკია, უბრალოდ რაჯა იმით ჯობია, რომ იტალიაში თამაშობს. მე მაგრად გამისწორდება თუ ზაფხულში ფრედი გუარინს გადმოიყვანენ.

  2. მგონი ამ ეტაპზე თავი უნდა შეიკავონ კიდე ვინმეს დამატებისგან.. პირადად მე ერთი ფეხბურთელი მინდა (რეალური შანსები რაც არის)
    კოლაროვს თუ ოიყვანენ კი ბატონო, დანარცენი ზაფხულშიიიიი

  3. წარმატებები ლუკა და ბევრი ფული გეშოვოს :chuvak: :love: რაჯა თან მინდა რო მოიყვანონ და თან არა მარონეს მინდა მეტი სატამაშო დრო რო ქონდეს :forza:

  4. ამდენი თავდამსხმელი რა საჭიროა 4 კარგი საკმარისი, ტონის წარმატებები ბოლბოლო მსოფლიო ჩემპიონია :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.