ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შინ ” პარმა ” კერკეტი კაკალია …

საკუთარი 24 ქულით , მოკრძალებული პარმა , სატურნირო ცხრილის შუაში ” დაცურავს ” . აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს მათი ასპარეზობა გასვლით მატჩებში . რაც შეეხება შინაურ კედლებში დაგროვებულ ქულებზე , სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება : ენნიო ტარდინიზე გუნდმა 18 ქულა დააგროვა , გაიმარჯვა რა ხუთ შეხვედრაში , სამში ფრედ დაასრულა მატჩი და მხოლოდ ორჯერ დამარცხდა . გასვლაზე კი ჯიოვინკომ და კომპანიამ მხოლოდ 6 ქულა დააგროვეს …

საკუთარი გულშემატკივრის წინაშე , ” პარმამ ” კარგად დაიწყო . ჯიოვინკოს დუბლით ” კალიარი ” იქნა დამარცხებული , მაგრამ უკვე მომდევნო შეხვედრაში , პაბლო ოსვალდოს ერთადერთი ზუსტი დარტყმით , ” პარმამ ” კაპიტულაცია გამოაცხადა . მიუხედავად ამისა , რეაბილიტირებას დიდი ხანი არ დასჭირვებია . 3-1 , ჯიოვინკოს მორიგი დუბლი და ამჯერად მსხვერპლი ” ჯენოა ” იყო .

მორალესის ორმა ბურთმა პარმას მორიგი მარცხი აგემა ” ატალანტასთან ” , მაგრამ ისევე როგორც ზემოთხსენებულ შემთხვევაში , გუნდმა რეაბილიტირება მალევე მოახერხა , რეგიონალურ დერბიში ” ჩეზენას ” წინააღმდეგ . ენნიო ტარდინიზე გოლები პარმას მცველებმა პალეტიმ და ლუკარელიმ გაიტანს – შედეგად 2-0  . ეს ანგარიში მომდევნო მატჩშიც დაფიქსირდა ” უდინეზესთან ” – გოლები ჯიოვინკომ და ბიაბიანიმ გაიტანეს .

შემდეგ დადგა ფრეების რიგი . არც თუ ისეთი სანახაობრივი დაპირისპირება ” პალერმოს ” წინააღმდეგ 0-0 . მას მოჰყვა საფეხბურთო სპექტაკლი ლეჩესთან 3-3 . ანგარიში ფლოკარიმ გახსნა , თუმცა სტუმრებმა მოახერხეს წინ გაჭრა 3-1 ზე . ბოლო წუთებზე , პარმელთა მასირებულმა შეტევებმა სასურველი შედეგი გამოიღო და ჯერ პელემ , ხოლო შემდეგ გალოპიმ საბოლოო შედეგი დააფიქსირეს ტაბლოზე . რაც არ უნდა გასაოცრად გამოიყურებოდეს , ეს ანგარიში მომდევნო შეხვედრაშიც დაფიქსირდა ” კატანიას ” წინააღმდეგ . განსხვავება მხოლოდ ის იყო , რომ ამ მატჩში 3-1 ს უკვე პარმა იგებდა . გოლები ბიაბიანიმ , მოდესტომ და ფლოკარიმ გაიტანეს .

დონადონის სამუშაო სტილი …

ერთადერთი შეუცვლელი ფიგურა გუნდში არის ბიაბიანი . ორივე მთავარი მწვრთნელი ფრანკო კოლომბა და ეხლა უკვე რობერტო დონადონი , აქტიურად იყენებს შავ კანიან ფორვარს . ტრიოს : პალეტა – ძაკარდო – მორონეს , თითო მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული .

გუნდის საუკეთესო ბომბარდირი სებასტიან ჯიოვინკოა რვა გატანილი ბურთით . ატომურმა ჭიანჭველამ პირადი რეკორდი გაუუმჯობესა . შეგახსენებთ , რომ გასულ სეზონში სებამ ” პარმას ” მაისურით 7 ბურთის გატანა მოახერხა . ჯიოს უკან ბიაბიანი სამი ბურთით და ფლოკარი ორი გატანილი ბურთით მოსდევს .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

21 thoughts on “შინ ” პარმა ” კერკეტი კაკალია …

  1. ეხლა გვაქვს ყველაზე კარგი სანსი მილანის გასწრების..მილანის კალენდარი:ლაციო,ნაპოლი,უდინეზე,არსენალთან ორი თამაში,ჯუვესთან ორი თამაში თასზე…ჩვენ პარმა,სიენა,ბოლონია,კატანია… თუ სკუდეტო გვინდა ამათ სუყველას უდნა მოვუგოთ:))

  2. იუვენტუსმა პადოინი გადმოიყნავა ატალანტადან…. არ მომწონს რა ესეთი უაზრო ტრანსფერები, იტალიის ჩემპიონატს ძალიან დიდი ხანია ვუყურებ, არ ვუყურებ არასდროს სახელებს, ახალგაზრდული ასაკიდან მევასებოდა მატრი და აქუაფრესკა, მატრიმ გაამართლა, აქუაფრესკა ვერ გაიზარდა… ამით იმის თქმა მინდა რო სახელებს არასდროს არ ვუყურებ, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ ტრანსფერს კოშმარულად მივიჩნევ 27 წლის პადოინის მოყვანა დიდი სისულელეა, თუნდაც ზამენისთვის..

  3. ყველანაირად უნდა შევეცადოთ და ეს თამაში უნდა მოვიგოთ მთელი სული და ფული უნდა ჩააქსოვონ რადგან ასეთი კარგი სანსი რომ მილანს გადავასწროთ ქულებით და თან ლაციოც ჩამოვიტოვოთ შეიძლება აღარ გვქონდეს ამიტომ ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა იყვნენ და ყოველი მომენტი 100 პროცენტით უნდა იქნას გამოყენებული აქ შეცდომის დაშვება შეუძლებელია მე მჯერა კონტესი მთავარია ბიჭებმა გაითავისონ რომ სკუდეტოს მოგება რეალურია
    დღეს მარკიზიო ან დელ პიერო გაიტანს ჩემის აზრით.

  4. მელო რა ) ნახა ტიპმა რო ჯერ კუალიარელა მოგვიკლეს , მერე დელ პიეროს ურტყამდნენ წამ და უწუმ ფეხებში , ადგა და სანამ საერთოდ მოგიკლით ჩემი გუნდი , მე მოგკლავთო :lool:

  5. დათკა
    მაგაში მთლად ვერ დაგეთანხმები მარა კონტესთან შედარებით რო 0_ია მაგას არ უნდა ბევრი ლაპარაკი :chuvak:
    მე ყველაზე მეტად ჯოვინკოსი მეშინია ისე თუ ნამუსი აქ რომც შეეძლოს მოგება არ უნდა მოგვიგოს , :chuvak: ბოლოს მაინც ჩვენიანი გახდება, თუმცა მე სულ ჩვენიანად ვთვლიდი
    მოკლედ ვიგებთ რა ხვალ და ოთხშაბათ ლაციოს არ წაგება ჩემზეა :lool:
    :italy: :achuu: :italy:

  6. კულაიარელა აგდებს, უეჩველიიიიიიიი

    ბანდხი ეძახე და შარშან კი ამოგვტენა 4გოლი….ეს თამაში იყო ხო მელომ რომ მოკლა ვიგაც?? :lool: :bicho:

  7. წინა თამაში მართლა ვერ გავიგე პარმასი, რას თამაშობდა.. თითქოს ერთადერთი კრეატიული ფეხბურთელი სება იყო, წესით დაბალი პასები უნდა ეკეტებინათ და ჯოვინკო მოემარაგებინათ. ამ დროს მაღალ ჩაკიდებებს აკეთებდნენ და რა თქმა უნდა სება ხელ-ფეხ შეკრული იყო.. იმედია ასევე გააგრძელებს დონადონი და მისი გუნდი :lool:

  8. დონადონის ჩაკეტილი თამაშის :blin:

    ერთადერთი რაზეც ვფიქრობ არის ის , რომ როტაცია უნდა გააკეთოს კონტემ , თორე შეიძლება ვერ მოესწროთ ძალების აღდგენა უდინეზეს მერე წამყვან ფეხბურთელებს .

  9. არა ხვალ უეჭველი მოგება გვინდა
    პარმა ბურთის ფლობაში უსუსტესია მთავარია სებას კონტრშეტევებზე არ მივცეთ შანსი და გოლი უნდა შევაგდოთ 1 მაინც
    დონადონის ეხერხება თამაშის ჩაკეტვა და ისე ადვილად ვეღარ შევაგდებთ როგორც 1 თამაშში

  10. პარმას წინა თამაშს ასე თუ ისე მივადევნე თვალი და ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ..

    სავარაუდოდ ეგ გუნდი ვერ გაუწევს იუვენტუსს კონკურენციას.. ძალიან მცირე შანსი აქვთ.
    თან სამი თამაში არ წაუგიათ.. მეტს ვერ გაქაჩავს ეს გუნდი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.