პადოინი: ” საოცარი სიურპრიზია “
სიმონე პადოინი დღეს “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდა. როგორც “ატალანტას” ყოფილი ნახევარმცველი აღნიშნავს, “ბიანკონერების” გულშემატკივრებთან ერთად ამგვარი ტრანსფერი მისთვისაც სიურპრიზი იყო…
“იუვენტუსის” ფეხბურთელი სატრანსფერო ფანრჯის დახურვამდე ერთი დღით ადრე გახდი, ეს შენთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო?
“ საოცარი სიურპრიზია. ნამდვილად მოულოდნელი იყო, ყველაფერი ბოლო წამს გადაწყდა. როცა გავიგე, “იუვე” ჩემით ინტერესდებოდა “ატალანტას” დირექტორატს გაშვება ვთხოვე, ისინიც ჩემს გაყიდვას დათანხმდნენ, რადგან ეს უნიკალური შანსია. ბედნიერი ვარ, მინდა ბერგამოელებს ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადო. ახლა ახალი თავგადასავალი მელოდება, მის დაწყებას მოუთმენლად ველოდები. კონტესთან მიმუშავია, ვიცი, მისი მოთხოვნები. ვიცი უპირველესი მისთვის მაქსიმალური თავდადებაა. მზად ვარ, ამ მაისურისათვის ყველაფერი გავაკეთო. უპირატესობაა, რომ კონტეს აქამდეც ვიცნობდი. ”
“იუვენტუსს” უკვე იცნობ, 2010 წელს კანადისა და შეერთებული შტატების ტურზე ახლდი. როგორი მოგონებები დაგრჩა?
“ ბრწყინვალე მოგონებები. ყველაფერი შესანიშნავი იყო, ორი ამხანაგური შეხვედრა ჩავატარეთ “ფიორენტინასა” და “რედ ბულსთან”. ვესტუმრეთ ნიო იორკს და მოვინახულეთ ნიაგარას ჩანჩქერი. მართლაც საოცარი იყო და აქ დაბრუნება ძალიან მიხარია. ”
” როცა ამ სეზონში “იუვეს” წინააღმდეგ ვითამაშე, ამ გუნდმა ძალიან გამაკვირვა. კონტეს გუნდს გამორჩეული სათამაშო სტილი აქვს, ეს ერთიანი კოლექტივია. აქ უმაღლესი დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ, განსაკუთრებით, პირლოს გამოვყოფდი. აქ ყოფნა სიამაყით მავსებს. ”
რას ეტყოდი გულშემატკივრებს?
” ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავიღებ, რომ “იუვეს” ტიტულის მოგებაში დავეხმარო, რადგან აქამდე არასდროს არაფერი მომიგია. ამ გუნდის ფილოსოფია ყოველთვის გამარჯვებისთვის ბრძოლაა, მეც მაქსიმუმს გავაკეთებ ამისთვის. ”
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
ბოლო წუთების ინფორმაციით მდგომარეობა დადებითისკენ შეიცვალა, მუდმივი მუშაობა მიმდინარეობს სტადიონზე, გაიმართება ალბათ თამაში რა..გადადებას დიდი ხნით ადრე გამოაცხადებდნენ, ითამაშებენ ჩემი აზრით
არა არ გადაიდება.. თუ რამეა აქამდე დაასკვნიდნენ რომ ვერ შეძლებდნენ ამინდთან გამკლავებას.
რახან ოფიციალური განცხადება არ ყოფილა გადადებასთან დაკავშირებით ესეიგი გაიმართება მატჩი
რაც ამტამაშს ველოდები ეხა უნდა გადაიდოს მანდამაინც:Dარ დავეზებ წააგონ ოგონ მაყურებიონ:D:D:D:Dუეჩველი მოიგებს რაგაც დარწმუნებულივარ დელ პიერომ უნდა შეაგდოს დროა დაიწყოს გატანა რატქმაუნდა ტუ გამოუშვებს ბატონი კონტე მინდორზე
უუფ ნეტაი თქვეენ რა.. ფეხბურთელს შესტირით რომელსაც ხუთი წამი არ უფიქრია – ეგრევე ინტერზე გაგვცვალა.. გაუმარჯოს თავის გზაზე. ჩვენ კიდევ თამაშები გვაქვს მოსაგები, მაგისთვის არ გვცხელა
აუ პორტუში ჯეიმს როდრიგესი როა ეგ მევასება ნეტა დაითრიონ
ინტერს ფეხბურთელების ძებნა არ სჭირდება, იუვე ინტერესდება, მერე ტრანსფერი იშლება და ფეხბურთელები იქ მიდიან..
ფუ იმათი
გუარინზე კი მწყდება გული, მაგრამ ეგეც დიდი ნაგავი აღმოჩნდა, არ ელაპარაკა მაინც..პალომბო წასულიყოს კონტეს დიდი ბაბუის ბაბუას 
Tuttojuve წერს პარმას თამაში უნდა იუვენტუსი უარს აცხადებსო, რა შემთხვევაშიც ავტომატური წაგება ჩაეთვლება გუნდსო
ხო არ უბერავენ ესენი, გაიმართოს თამაში რაა
ჩემი აზრით, ამჯერად ტუტოიუვემ სულელური ინფო გამოაქვეყნა
xo ar uberaven egeni 9 metrian tov lshi itamashes lextan da exa ra ipranjebian
არა ეხა ეგრე ძალით წაგებას არ ჩაითვლიან მარა თუ რამეა გავლენ და თუ ამოჩდება რო თამაში შეუძლებელია შეწყვეტენ და ეგაა რა
”იუვენტუსი” დაუმარცხებელია, მათ 44 ქულა აქვთ, ”ბებერ ქალბატონებს” საუკეთესო დაცვა ყავთ, ისინი ახლა იტალიის ჩემპიონები არიან. naxet ხალხო ალეგრიმ როგორც იქნა გვახიარა ეს მისი სიტყვებია
ოფიციალურად ინტერმა გუარინი და პალომბო დაიტრია

არაუშავს : ) გუარინი ყოფილა გადამგდები : ) მანდაა მაგის ადგილი : )
ეხლა პარმას სტადიონის კადრებს ვუყურებ და გადაფარებულია სპეციალური დამცავი და ამ დამცავზე დევს დიდი თოვლი და წმინდავენ… როგორც ამბობენ ჯერ არ გადაწყვეტილა საბოლოოდ მაგრამ რახან წმინდავენ ალბათ დღეს ჩატარდება!!! მთავარია თამაშის დროს არ ითოვოს მაგრად და არ შეწყვიტონ…
ეგ ის არ იყო იტალიაში მარტო იუვეში ვითამაშებო რო თქვა
ინტერი კიდე
იუვე ვისზეც ჩალიჩობს იმათ თრეულობს 
დათკა რომელიღაც პერიოდს ხო არ გახსენებს
კალჩოპოლიმდე რაც იყო ისეა ეხაც : ) პანიკაში ჩავარდნილი მათხოვრობა არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს და ყიდულობს ფებხურთელებს იმის გამო რო იუვეს ან ვინმე სხვას წაართვას და არ ფიქრობს იმაზე სჭირდება თუ არა იმ რგოლში გაძლიერება
ტიპიური მათხოვრები, თავიანთ ადგილს უბრუნდებიან ნელ-ნელა : )
გუარინი ინტერშიგადავიდა
კეთილი იყოს შენი მობრძანება უდიდეს კლუბში! იმედია გაამართლებ!!
ბოლო შეხვედრა პარმას ხელმძღვანელობასა და სტადიონის ხელმძღვანელობას შორის თბილისის დროით ათის ნახევარზე გაიმართება, ანუ ამ წუთებში იწყება, რომელზეც გადაწყდება გაიმართება თუ არა მატჩი..მთელი დღეა საოცრად დაბალი ტემპერატურაა პარმაში, მაგრამ ტემპერატურის გამო თამაშს არავინ გააუქმებს, მთავარია თოვლმა არ შეუშალოს ხელი..2 საათი რჩება და აწი აღარ გადადებენ ალბათ, თან პარმას გულშემატკივრები უკვე შეუშვეს სტადიონზეო )) ე.ი კარგი მდგომარეობაა შედარებით
პარმას და იუვეს სტადიონებს მაინც ნუ ადარებთ, მსოფლიო სტანდარტებს აკმაყოფილებს იუვენტუს არენა, სად აქვთ დუკალებს ჩვენნაირი სტადიონი
გრაციე ;)
არ გვაქვს ჯერ ჯერობით არანაირი ინფორმაცია თამაშის გადადებასთან დაკავშირებით . გამომდინარე აქედან ჯერ ჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის , ანუ მატჩი ჩატარდება
http://juveforever.forumfree.it/?t=60022214 ვინც იტალიური კარგად იცით თარგმნეთ რა :)
აჰააა… ეხლა ყველაფერი გასაგებია.. ეს ჩვენ ვზივართ ჭურში, თორე კონტეს უმუშავია ამ კაცთან და იცის მისი შესაძლებლობები. და ისიც იცის როგორ გამოიყენოს. ასე რომ მივესალმები კონტეს სვლას, იმედი მაქვს კონტეს გაუმართლებს ჩუვაკი
ველქომ
პარმას არააქ მინდვრის საფარი? როგორც ჩვენ,

სერია ა_ში თოვლის გამო თამაშები წესით არ უნდა იდებოდეს