კასერესი : “მეოთხე ნომრით თამაში ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა”
შედარებები მარტინ კასერესს არ აშინებს.ჩირო ფერარას “იუვენტუსში” ასპარეზობისას ურუგვაელი მცველი მეორე ნომრით გამოდიოდა, ამჯერად კი კასერესს 4 ნომერი ერგო.ბუნებრივია, ამ ციფრის ხსენებისას ნებისმიერ გულშემატკივარს ერთ-ერთი ლეგენდის, პაოლო მონტეროს მიერ ჩატარებული შესანიშნავი მატჩები გაახსენდება.დღეს გამართულ პრესკომფერენციაზე ამ თემაზე თავად კასერესმა ისაუბრა : “პაოლო ბიანკონერების მაისურს წლების განმავლობაში, წარმატებით ატარებდა.დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ყველაფერს გავიღებ ვიასპარეზო ისე, როგორც მონტერო ასპარეზობდა.ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი, მინდა გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.”
მარტინ კასერესი ბებერ ქალბატონში წელიწადნახევრის შემდეგ დაბრუნდა.ამ პერიოდში შეიცვალა როგორც ურუგვაელი მცველი, ისე ტურინული გრანდი.კლუბსა და ფეხბურთელს ახლა გამარჯვებისადმი სწრაფვა აერთიანებთ : “იმ იუვესგან, რომელშიც პირველი სეზონი ჩავატარე, მხოლოდ ხუთი ფეხბურთელი შემორჩა.ფიზიკურად კარგ ფორმაში ვარ.გუნდთან ერთად უკვე რამდენიმეჯერ ვივარჯიშე და მოედანზე გასვლას მოუთმენლად ველი.ჩემი პოზიცია ? – დაცვის ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია თამაში, მაგრამ ბუნებრივია, უპირატესობას ცენტრალურ ზონას ვანიჭებ, ყველაფერს მწვრთნელი გადაწყვეტს.ჩემი მიზანია გუნდს საკუთარი თავი დადებითი თვისებებით წარმოვუჩინო.”
ლაციოს ფანი ვაარ….მოუგოს უნდა მილანს

პაციენცა
ახალგადასულია იუვედან და უკვე იქ ძირითადშია :)
სისემაც გაიტანა :D
პაციენცამ შეაგდო
საღოლ მიკელე 
დინატალემ კი არა პაციენცამ გაიტანა…ეს მგონი ჩვენი პაციენცაა….
აზრზე ხართ ? :D პაციენცამ ბურთI გაიტანა მეორე წუთზე :D:D
დი ნატალემ უკვე გაიტანა
დი ნატალემ არა პაციენცამ გაიტანა.
არადა თავიდან ლაივსკორზე დი ნატალე ეწერა
წარმატებები, მარტინ
შემდეგი თამაშI შაბათს გვაქ თუ კვირას? სიენასთან მგონი იქნება ეს ძირითადში
რა დროს პაოლო მონტეროა, 4 ნომრით ფილიპე მელო ასპარეზობდა :D ;D ეს ისე ხუმრობით. სხვათაშორის მელომ დღეს გოლი გაიტანა. პენალტით :)
წარმატებები ჩუვაკ

ორმაგად გაძლიერდა დაცვა.ყველას კონკურენტია ეს.მევასება ესეთი უნივერსალები
რაგაც არ მგონია გაამატლოს,კარგი კი არის მაგრამ ტუ მოერგო ჩვენ სქემას რაააა,თუ ჩაჯდა და ააწკო ტამაში მაგარი ნიჩიერიაა
კიიი კაი ფეხბურთელია ეს კაციიი
მალე ათამაშოს კონტემმმ (
დრეს სამი თამაში უკვე გადაიდო და შეიძლება სხვებიც არ ჩატარდეს. ასე რომ, ტური სანახევროდ ჩაიშალა.
კასერესზე ახალი რა ვთქვათ? კარგი მოთამაშეა და გამოგვადგება