ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლეგროტალიე: “”იუვე” ამჟამად საუკეთესოა “

ნიკოლა ლეგროტალიე ყოფილი კლუბის სატრანსფერო კამპანიას აფასებს. იტალიელი მცველის მტკიცებით, გუნდმა საჭირო შენაძენები გააკეთა, თუმცა მნიშვნელოვან ცვლილებებს ახალწვეულები ვერ შეიტანენ: “ იანვრის დამატებები გუნდის ბალანსს ვერ შეცვლიან. სეზონის განმავლობაში უდაოდ შეიტანენ თავიანთ წვლილს, მაგრამ ის ხალხი, ვისაც გუნდისთვის გამარჯვება მოჰქონდა, იგივე დარჩება. “მილანის” მარცხმა “ბიანკონერებს”, შესაძლოა, დიდი უპირატესობა მისცეს. მილანელებს მეტი ქულების დაკარგვის უფლება არ აქვთ, რადგან “იუვე” ერთ მუშტად მოქმედებს. “იუვენტუსი” ნამდვილი კოლექტივია. ამჟამად “იუვე” ყველა მეტოქეზე ბევრად ძლიერად მიმაჩნია. ამ გუნდთან ქულების აღება ნებისმიერისთვის ურთულესი ამოცანა იქნება, მით უმეტეს, როცა მეტოქეებს “ბებერი ქალბატონი” სახლში მასპინძლობს. ” -აცხადებს ლეგროტალიე.

წყარო: football italia

15 thoughts on “ლეგროტალიე: “”იუვე” ამჟამად საუკეთესოა “

      1. ლიდერთა ჯგუფს ნამდვილად არ განეკუთვნებიან. ვინც ლიდერებში ითვლება : ინტერი, უდინესთან ორივე ვითამაშეთ, ნაპოლი, რომა, ლაციო სახლში გვაქვს სათამაშო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.