ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ღამის სიგარეტთან ნაფიქრალი

კომპიუტერის ქვედა, მარჯვენა კუთხეში 05:02 წერია, უკვე 6 საათი დაიწყო, გათენებამდე კიდევ უკლია ცოტა. არ მეძინება, საქმეები მაქვს ბევრი და მეფიქრება. ფეოლა მახსენდება “რა დროს ფეხბურთია პატივცემულო ბონდო?!” მართლაც რა დროს ფეხბურთია, მაგრამ როგორია, როდესაც გუშინ ასეთი მოლოდინით ელოდებოდი პარმასთან მატჩს, გულში ათასგვარ რამეს ფიქრობდი, იძახოდი: ძალით ხომ არ ნიშნავენ იუვეს თამაშებს მილანზე წინ?! დღეს კი… გაიხაროს სოპკასტის მომგონმა, შეგიძლია კომპიუტერში შენი საქმეც აკეთო და თან ამავე დროს კუთხეში პატარაზე გახსნა და უყურო…

ბოროტი ხომ არ ვარ? ასე რატომ მიხარია სხვა გუნდების დამარცხება? ინტერი 4-4. რომა საერთოდ აგებს, აქ კი რა სასიამოვნოა, ბებერი როკი და ყველაფერი გადაწყვეტილია… არ გავს მილანი დღეს საღამოს 2 გოლის გამტანს. ჭეშმარიტად ბრწყინვალე საჩუქარია. ეხლა ყველაფერი ჩვენ ხელშია. მოუგებ პარმას და მშვიდად ხარ, მაგრამ მაინც არ უნდა მოდუნდე… წარმოდგენაც არ მინდა სან სიროზე იუვეს სტუმრობის… მეშინია ამ თამაშის… არა იმდენად, მილანის, უბრალოდ პირველი წაგების მეშინია… იცით რატომ? რომელიღაც გუნდი მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, რომელიღაც გუნდი უეფას, ზოგი ესპანეთის ჩემპიონატს, ზოგი ევროპის ჩემპიონატს… მე კი ვიტყვი ჩემს გუნდს არ წაუგია… არც ერთი თამაში! შესაბამისად ჩემპიონიც ისეთია, როგორიც არ ჰყოლია იტალიას, თვით იუვენტუსიც კი! მსიამოვნებს, რომ ის ხალხი რომელიც ერთი წლის წინ ირონიული ღიმილით მეუბნებოდნენ “იუვეს ერთი 5 წელი არაფერი ეშველება”, “იუვე პარმასავით გუნდი გახდება”, “ვახ რა მაგარი გუნდი გყავთ, ტრანსფერებიც..” დღეს ისინი სხვანაირად ლაპარაკობენ, უფრო სწორად საერთოდ არ ლაპარაკობენ, ჩუმად არიან… რა აქვთ სათქმელი.

მახსოვს ერთად ვუყურეთ მე და ჩემმა მილანისტმა მეგობარმა “იუვე – მილანს”. დაახლოებით ისეთი შეგრძნებით ვუყურებდი თამაშს, წარმოიდგინეთ, 90 იან წლებში როგორ უყურებდნენ ერთად თამაშს მხედრიონელი და მოხუცი პროფესორი :) ანუ როდესაც მთელი ძალაუფლება მილანის ხელშია და შენ ბებერ სინიორას მიუხედავად იმისა რომ ყველაზე ტიტულოვანია რაც კი ჰყავთ იტალიაში, როგორც უნდათ ისე გააგდებენ ხან მეორე ლიგაში, ხან ქულებს დააკლებენ, ხან მატჩს ჩაუწყობენ და ამასაც შენ დაგაბრალებენ… პირველი ქვაც იმან მესროლოს ვინც ჩემზე უცოდველიაო… არ ვიცი, გახსოვთ თუ არა მარადონას ცრემლიანი ინტერვიუ, სადაც იძახის ნუთუ იტალიაში ჩემს გარდა კოკაინს არავინ ყნოსავდაო? რას ვიზამთ, ასეთი ქვეყანა ყოფილა იტალია, რაღაცით საქართველოსაც გავს… მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, მარადონა შენთან ბურთაობს, პატარა ლამაზ იტალიურ გუნდ “ნაპოლის” ახარებს, ამ დროს მოვა ბოროტი დიდი გუნდის ბებერი შეფი და მარადონას ამხელს… წავა მარადონაც იტალიიდან და… თქვენც ნახეთ რამდენი ხანი დასჭირდა ნაპოლის… ამიტომ მიხარია ამ გუნდის წარმატებები… ეხლა რა? ისევ სხვები ქმნიან ჭაობს, უცებ მათ თავზე ლამაზად მობურთავე თეთრ შავები ჩნდებიან… ჩნდებიან იმიტომ რომ გარდა იუვეს მომატებისა და იმ წელს მოჯის ბრწყინვალე მუშაობისა, სხვა კონკურენტებმა იმდენად დაიწიეს დონით, რომ შესამჩნევი გახდა ის რამაც გული გაუხეთქა იმ წლის “შემომქმედებს”. და რა მოხდა? მე არ ვიძახი რომ მოჯი სუფთა კაცია, მაგრამ დავუშვათ მე და კიდევ რომელიმე ორი ან სამი ადამიანი ვამბობთ, ეს დასაშვებია, ეს სჭირდება იტალიურ ფეხბურთს და ვიწყებთ რაღაც შავი საქმეების კეთებას, ამაზე შეთანხმებულები ვართ ყველა, მაგრამ ამაშიც ჭკუა არ ყოფნის სხვებს, მე კი მომყავს იბრაჰიმოვიჩი, ვიეირა, მუტუ, ემერსონი, კანავარო… მსოფლიოში ყველაზე ძლიერ გუნდს ვაკეთებ და ხვდებიან ამ დროს ის ჭკუა თხელი მაგრამ გაიძვერა ადამიანები რომ მე მათ ამაშიც ჭკუაში ვაჯობე და სასწრაფოდ მასამართლებენ, იმაზე რაც მათ არ გამოუვიდათ ასეთ მასშტაბებში.

კარგი ბატონო, მე თანახმა ვარ ახლა, მიხარია რომ იუვე გავარდა 1 წლით, მიხარია რომ ასე იტანჯებოდა ამ წლამდე.მოვინანიეთ არა საფეხბურთო შეცდომები, მოვიხადეთ ბოდიში ტიფოზების, იტალიის, ფეხბურთის წინაშე, ავაშენეთ ახალი ყველაზე კარგი იტალიური სტადიონი, მცირე ბიუჭეტით შევარჩიეთ კადრები, ფეხბურთელები, ვენდეთ ყოფილ კაპიტანს ვისი გულიც მგონი შავ-თეთრია და დავიწყეთ ახალი იუვენტუსის შექმნა კი არა! (იუვე დიდი ხნის წინ შეიქმნა) იმ დიდებული გუნდის დაბრუნება, შენება… გუნდისა რომელიც პირველ ადგილზეა… აქვე კი… ახლა ვის დააბრალონ ბერლუსკონიმ და მორატიმ ეს ყველაფერი? მოჯი მოიცილეს, იუვეს ვეღარ ერჩიან, ეს თავიანდი ცოდვილობით, შავი ფულით და გარიგებებით აწყობილი გუნდები (ვაღიარებ ისეთივე როგორიც იუვე იყო მაშინ) ვერ თამაშობენ შედეგიან ფეხბურთს… “ეს რა გავიგე, რაული, რონალდუ, გუტი და ტევესი მაფიასთან ყოფილან შეკრულიო” ეს ისე გამახსენდა. ხოდა გამოვა ეს შენი ძალიან სიმპატიური ნაპოლი ან უდინეზე და პირწმინდათ უგებს თამაშს მილანს და ინტერს… ის ორი ბიძიაც ხან სტადიონიდან გარბის, ხან თამაშს არ უყურებს ბოლომდე… რა ქნან, ვის დააბრალონ? აღარ არის ეს მოჯი! ხოდა მეც გუშინდელი ტურის შემდეგ, რაღაც ჩემპიონობის სუნი მეცა… მილანმა და ინტერმა კი ჯერ (ისევე როგორც ჩვენ) ცოდვები მოინანიონ…

თხოვნა მექნება ჩვენი საიტის თითოეულ წევრთან, მართალია და დარწმუნებული ვარ იუვეს ფეხბურთელები WWW.FORZAJUVE.GE – ზე არ შემოდიან, მაგრამ ჩვენი მხრიდან მაინც, მაქვს სურვილი თითოეულ ახალ მოსულ ფეხბურთელს, ყოველთვის მხარდაჭერა გამოვუცხადოთ, არ გავაკრიტიკოთ ფეხბურთელები რომლებიც ცუდ პასს გააკეთებენ, ან არასწორად ჩააწოდებენ… ისინი რა თქმა უნდა გარდა ხელფასისა (ეს ძალიან სენტიმენტალური რომ არ გამოვიდე) 24 საათი ვარჯიშობენ და წვალობენ იმისთვის რომ თითოეული ჩვენთაგანი გაახარონ, ისინი ხომ ისეთივე ადამიანები არიან როგორც ჩვენ… ამიტომაც ჩემი მხრიდან ! სრული მხარდაჭერა იუვეს მთელ კოლექტივს ! ისე მიდის იტალიაში საქმე მგონი ბორიელოს და კასერესის ტრანსფერები წლის ტრანსფერებად შეირაცხება, აბა შარავეი და მუნტარი ვერაფერ დიდ ტრანსფერად ვერ მიმაჩნია…

მთელი ღამე, ანუ ამ წუთამდე როცა ამას ვწერ, აცმილან.გე ზე ვკითხულობდი კომენტარებს, ერთი ჩემთვის სასიამოვნო ფაქტი აღმოვაჩინე, ჩვენი საიტის წევრები გაცილებით მაღალ IQ და ინტელექტის მატარებლები არიან… :) მსიამოვნებს შემოსვლა და წაკითხვა კომენტარების, ზოგი ტაქტიკას არჩევს (შეიძლება ცუდად მაგრამ მაინც) ზოგი ტრანსფერებს განიხილავს, ზოგი ისტორიას იხსენებს… მოკლედ კარგები ხართ, ჯობია ჩვენ როგორც ადამიანებიც გავიზარდოთ, და ეს საიტი ნამდვილად დაგვეხმარება ამაში, არ გჯერათ? სხვა თუ არაფერი ურთიერთობას ვისწავლით დამატებით, ერთმანეთთან საუბარს და ლამაზ და კეთილ სიტყვებს, ვისწავლით დაკვირვებას, ანალიზს, მოსმენას, საუბარს… თორემ ზრდილობა და აღზრდა არც ერთს გვაკლია. და თხოვნა მექნება, ეს ხომ რაღაც ჩვენი მყუდრო სახლივითაა, ხომ ვღიზიანდებით როდესაც შემოვარდებოდა აქ მილანის ან რომელიმე გუნდის გულშემატკივარი, დაგვიწერდა ცუდ კომენტარებს და გარბოდა… ჩვენ ასე ნუ მოვიქცევით, პატივი ვცეთ მოწინააღმდეგეს და მივხვდეთ რომ ისინი ისეთივე გულშემატკივრები არიან, როგორც ჩვენ… ოღონდ სხვა გუნდის… როდესაც იუვე აგებდა აქ ყოველთვის შემოდიოდა ვიღაც უცხო და წერდა აი ეგრე გინდათ და ა.შ… გუშინ გამიხარდა რომ არც ერთი იუვენტუსელი არაა დარეგისტრირებული აცმილანზე იმიტომ რომ მათი დამარცხებები თავისი კომენტარებით უფრო ჩაუშხამოს და მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ამისთვის…

დასასრულისთვის გეტყვით რომ…
აბა ვინ მიხვდება რას ვიტყვი?

რა თქმა უნდა

FORZA! :)

ავტორი : სანდრო ელოშვილი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

93 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
აკაკი მეტრეველი

ჩვენ ასე ნუ მოვიქცევით, პატივი ვცეთ მოწინააღმდეგეს და მივხვდეთ რომ ისინი ისეთივე გულშემატკივრები არიან, როგორც ჩვენ… ოღონდ სხვა გუნდის… როდესაც იუვე აგებდა აქ ყოველთვის შემოდიოდა ვიღაც უცხო და წერდა აი ეგრე გინდათ და ა.შ… გუშინ გამიხარდა რომ არც ერთი იუვენტუსელი არაა დარეგისტრირებული აცმილანზე იმიტომ რომ მათი დამარცხებები თავისი კომენტარებით უფრო ჩაუშხამოს და მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ამისთვის…

!!!

გაიხარე ავტორ ძალიან მაგარია :kiss: :kiss:

Arancia Meccanica
12 years ago

დათკა ძალიან ამაღელვებელი და ჩემთვის ობიექტური სტატიაა..
გუნდი ხო ლეგენდაა მაგრამ, ასეთი გულშემატკივრებიც და სტატიის ავტორებიც.. გიორმაგებს ენთუზიაზმს გულშემატკივრობის, აქ შემოსვლის და თქვენთან შავ-თეთრ საზოგადოებასთან საუბრის..
დათკა
შავ-თეთრი გული არ შენ გაკლია მეგობარო, გაიხარე მადლობა საინტერესო სტატიისთვის!!!
ფორცა იუვე.. ვამაყობ ასეთი გულშემატკივრობით..
:juvee:

saba tsertsvadze
12 years ago

ჩვენ აქ მართლა ერთი ოჯახივით ვართ..! ფორცა..! დაა ელ შაარავი კიდე საუკეთესო ფეხბურთელი არ გვგონიაა :D

NEDVEDA11..
12 years ago

მადლობა ასეთი სტატიისთვის.

ფორცა იუვე :juvee:

G M
G M
12 years ago

საღოლ ავტორ ჯიგარი ხარ :juvee:

dito chanturia
12 years ago

bravo avtor magari statiaa…. imedia yvela ertad gaxarebuli vivlit seazonis bolos ise rom tasic chveni iyos da ertadert daumarcxeblebadac davrchet FORZA JUVE

shalalo demuria
12 years ago

მართლა მაგარი სტატიაა, მადლობა ავტორს. ეს სტატია კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ჩვენ, აქ, ყველანი ნამდვილი იუვენტინოები ვართ და ეს მახარებს. ეს საიტი თოთქოს გვკრავს და ერთ გუნდად გვაქვცევ, მადლობა მის შექმნელებს და ყველას ვინც ამ საიტით სარგებლობს და მხარს უჭერს თავის საყვარელ გუნდს, იუვენტუსს.
:forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

jjj jjj
12 years ago

მაგარი სტატიააააააააააა :forza:

snuff-juve
12 years ago

სგ ავტორ მაგარი სტატიაა :love: :love: კომპს რო ვრთავ უკვე ინსტინქტურად აქ შემოვდივარ :lool: რო იქნებ რამე ახალი გავიგო საყვარელ გუნდზე თუმცა არააქ მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა ახალი სტატია იქნება თუ არა შემოვალ და ისევ ძველ სიახლეებს გადავავლებ ხოლმე თვალს ან კიდევ ერთხელ ტიტულებს გადავხედავ გუნდის ისტორიას და ა.შ.:)) ერთი სიტყვით აქ შემოსვლა მსიამოვნებს და არცაა ეგ გასაკვირი ეს ხომ მსოფლიოში საუკეთესო გუნდის საიტია საუკეთესო გულშემატკივრებთან ერთად :love: :love: :forza:

12 years ago

საგოლ კაი იკო.მთელი ცხოვრება შავ თეთრი ვიკნები მე პირადად და 2006 წლიდან დაწკებული ტკივილი წელს მაისის ბოლოს დიდი გამარჯვებით დამთავრდება მე ამის მართლა მჯერა. ფორზაააააააააააააააა :forza: :forza:

d a v i d
12 years ago

თქვენ გენაცვალეთ, კარგი სტატიააა :up: და რა თქმა უნდა ფორცა იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე :love: :love: :love:

gura gvinjilia
12 years ago

კარგი სტატიაა ;) რაც მთავარია გული იგრძნობა ;) მუნტარი მართლა კიდე სკამის ჭიაა და რად უნდა გრანდს ამდენი ჩამშლელი.. არ ვიცი და ისე ელ შაარავი მართლა კარგია.. ეგ უბრალოდ განათხოვრებული ყავდათ და დაიბრუნეს.. მაგრამ Bianconero მაინც სხვაა.. მაინც ჩვენია :) უბრალოდ მიხარია.. ყოველი თამაშის დაწყების წინ მეშინია რომ რაღაც მოხდება მაგრამ იწყება თამაში და ყველაფერი თავის ადგილას დგება.. Juve დომინირებს.. სხვა უკან მისდევს.. ეს მეც მომწონს :)
Forza Juve!!!:):):) :forza:

demetre kutalia
12 years ago

ავტორს ვეთანხმები, იუვეს ფანებში მართლაც განსხვავებული ინტელექტი იგრძონობა. თან forzajuve.ge უკვე ყველასთვის მთავარი საიტი გახდა. დღეში რამოდენიმეჯერ შემოვდივარ და ვკითხულობ როგორც სტატიებს ასევე კომენტარებს. დრო ცოტა მაქვს და კომენტარებს იშვიათად ვტოვებ, მაგრამ არც ერთი სტატია არ გამომიტოვებია.
:forza:

shot10
12 years ago

:up:

bacho kochlashvili
12 years ago

ძაან მაგარი სტატიაა მარა ბოლოში რო ეწერა გამიხარდა არცერთი იუვენტუსელი მილანის საიტზე არ ამწარებდა მილანსო ლაციოსთან რო წააგესო ოოო (გულმა ვერ მომითმინა და რა მექნა) :oops: :lool:

shot10
12 years ago

:up: :up: :up:

12 years ago

იცი რა, ძაან მაგარი იყო, აზრები ჩემიც ემთხვევა და მიხარია იუვეს ესეთი მხარდამჭერები რო ყავს აქ ჩვენთან, ოცნება ხომ ყველას შეუძლია და ყველას აქვს ამის უფლება, ფეხბურთელი ვარ, მე იმედს ვიტოვებ, რომ ოდესმე ამ გუნდის რიგებში ჩავეწერები და მეცოდინება, იუვეს როგორი ფანები ყავს ყველგან და განსაკთრებით აქ ჩვენთან, ერთი ბრძენის ნათქვამია, იმედის მოკვლა ყველაზე ცუდია რაც შეიძლება ადამიანს დაემართოსო, ასე რომ ჩემი ოცნებაა და იმედი მაქვს, რომ ოდესმე იუვეში თუ არა, იუვეს მაინც შეხვდები სხვა კლუბის მაისურით, აი მაშინ კი ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება :forza: :juvee: :forza: :juvee:

shota xucishvili
12 years ago

საგორ კაი სტატია დძმა, რამხელა სტატია იყო ამდენი რო მეკიტხა სკოლაში ეხლა კაბინეტში ვიჯდებოდი :lool: :lool: :juvee: :juvee:

12 years ago

დათკა

კარგი სტატიაა, ყოჩაღ სანდროს… მაგრამ სანდრო რომელია არ ვიცი

Nachke
12 years ago

:up: ასეთი სტატიაა :kiss:

lasha tkeshelashvili
12 years ago

საღოლ რა ძმაო,ამის დაწერილ სტატიებზე ბუშტი მეჩხირება ყელში,
მიყვარს ეს გუნდი,მიყვარს ამ გუნდის ყველა გულშემატკივარი,
ჩემთვის ვფიქრობდი და ვადარებდი იუვეს ფანებს სხვა გუნდის ფანებთან,მართლაც ძაან განვსხვავდებით რა,თიოთოეულში თითქოს ჩემს თავს ვხედავ,თითქოს ერთი მთლიანი ორგანიზმი ვართ,ერთხელ ერთმა მირჩია რათომ გულშემატკივრობ იუვეს,რას მიაკვდი მაგ გუნდს,ხომ ხედავ მეშვიდეს ვერ ცილდება,სხვა აირჩიეო.ესეთ ხალხს არ უნდა ესაუბრო საერთოდ არა მარტო იუვეზე არამედ ფეხბურთზეც კი,ამათ არ ესმით შავ-თეთრები რა ფენომენია,რა შემთხვევაა,ეს ჩემი და ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.ყველა მიყვარხართ და ყველას გაფასებთ,ასე ერთად დავიბრუნებთ იმას რაც გვეკუთვნის.
FORZA J U V E !!!

Gio Darja
12 years ago

ვააჰ რა ჯიგარი სტატიაა ტოო, საღოოოლ :love: :juventus: ურთულესი კალენდარი აქვს მილანს და ამით უნდა ვისარგებლოთ ბიანკონერებოო :kiss:

Forza !

Ladika
12 years ago

კარგი სტატიაა, გაიხარე :) როგორ მიხარიააააა იუვენტუსის გულშემატკივარი რომ ვარ და ახალ ეპოქას ვუყურებთ ერთად ყველა :)

kirsona
12 years ago

გახარე სანდრო, ნამდვილად კარგად დაწერილია :up: ჩვენ იუვენტუსს გაუმარჯოოოოოოოოოოსსსსსსს!!!!! :forza:

12 years ago

საღოლ სანდრო :forza: :forza: კაი სტატიაა. დავუჯეროტ ამ კაცს ფორზა იუვე . ჩემპიონები ვართ წელს :forza:

12 years ago

ფორცა იუვე!!! ფორცა სანდრო!!! :forza: :forza: :forza:

93
0
Would love your thoughts, please comment.x