ღამის სიგარეტთან ნაფიქრალი
კომპიუტერის ქვედა, მარჯვენა კუთხეში 05:02 წერია, უკვე 6 საათი დაიწყო, გათენებამდე კიდევ უკლია ცოტა. არ მეძინება, საქმეები მაქვს ბევრი და მეფიქრება. ფეოლა მახსენდება “რა დროს ფეხბურთია პატივცემულო ბონდო?!” მართლაც რა დროს ფეხბურთია, მაგრამ როგორია, როდესაც გუშინ ასეთი მოლოდინით ელოდებოდი პარმასთან მატჩს, გულში ათასგვარ რამეს ფიქრობდი, იძახოდი: ძალით ხომ არ ნიშნავენ იუვეს თამაშებს მილანზე წინ?! დღეს კი… გაიხაროს სოპკასტის მომგონმა, შეგიძლია კომპიუტერში შენი საქმეც აკეთო და თან ამავე დროს კუთხეში პატარაზე გახსნა და უყურო…
ბოროტი ხომ არ ვარ? ასე რატომ მიხარია სხვა გუნდების დამარცხება? ინტერი 4-4. რომა საერთოდ აგებს, აქ კი რა სასიამოვნოა, ბებერი როკი და ყველაფერი გადაწყვეტილია… არ გავს მილანი დღეს საღამოს 2 გოლის გამტანს. ჭეშმარიტად ბრწყინვალე საჩუქარია. ეხლა ყველაფერი ჩვენ ხელშია. მოუგებ პარმას და მშვიდად ხარ, მაგრამ მაინც არ უნდა მოდუნდე… წარმოდგენაც არ მინდა სან სიროზე იუვეს სტუმრობის… მეშინია ამ თამაშის… არა იმდენად, მილანის, უბრალოდ პირველი წაგების მეშინია… იცით რატომ? რომელიღაც გუნდი მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, რომელიღაც გუნდი უეფას, ზოგი ესპანეთის ჩემპიონატს, ზოგი ევროპის ჩემპიონატს… მე კი ვიტყვი ჩემს გუნდს არ წაუგია… არც ერთი თამაში! შესაბამისად ჩემპიონიც ისეთია, როგორიც არ ჰყოლია იტალიას, თვით იუვენტუსიც კი! მსიამოვნებს, რომ ის ხალხი რომელიც ერთი წლის წინ ირონიული ღიმილით მეუბნებოდნენ “იუვეს ერთი 5 წელი არაფერი ეშველება”, “იუვე პარმასავით გუნდი გახდება”, “ვახ რა მაგარი გუნდი გყავთ, ტრანსფერებიც..” დღეს ისინი სხვანაირად ლაპარაკობენ, უფრო სწორად საერთოდ არ ლაპარაკობენ, ჩუმად არიან… რა აქვთ სათქმელი.
მახსოვს ერთად ვუყურეთ მე და ჩემმა მილანისტმა მეგობარმა “იუვე – მილანს”. დაახლოებით ისეთი შეგრძნებით ვუყურებდი თამაშს, წარმოიდგინეთ, 90 იან წლებში როგორ უყურებდნენ ერთად თამაშს მხედრიონელი და მოხუცი პროფესორი :) ანუ როდესაც მთელი ძალაუფლება მილანის ხელშია და შენ ბებერ სინიორას მიუხედავად იმისა რომ ყველაზე ტიტულოვანია რაც კი ჰყავთ იტალიაში, როგორც უნდათ ისე გააგდებენ ხან მეორე ლიგაში, ხან ქულებს დააკლებენ, ხან მატჩს ჩაუწყობენ და ამასაც შენ დაგაბრალებენ… პირველი ქვაც იმან მესროლოს ვინც ჩემზე უცოდველიაო… არ ვიცი, გახსოვთ თუ არა მარადონას ცრემლიანი ინტერვიუ, სადაც იძახის ნუთუ იტალიაში ჩემს გარდა კოკაინს არავინ ყნოსავდაო? რას ვიზამთ, ასეთი ქვეყანა ყოფილა იტალია, რაღაცით საქართველოსაც გავს… მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, მარადონა შენთან ბურთაობს, პატარა ლამაზ იტალიურ გუნდ “ნაპოლის” ახარებს, ამ დროს მოვა ბოროტი დიდი გუნდის ბებერი შეფი და მარადონას ამხელს… წავა მარადონაც იტალიიდან და… თქვენც ნახეთ რამდენი ხანი დასჭირდა ნაპოლის… ამიტომ მიხარია ამ გუნდის წარმატებები… ეხლა რა? ისევ სხვები ქმნიან ჭაობს, უცებ მათ თავზე ლამაზად მობურთავე თეთრ შავები ჩნდებიან… ჩნდებიან იმიტომ რომ გარდა იუვეს მომატებისა და იმ წელს მოჯის ბრწყინვალე მუშაობისა, სხვა კონკურენტებმა იმდენად დაიწიეს დონით, რომ შესამჩნევი გახდა ის რამაც გული გაუხეთქა იმ წლის “შემომქმედებს”. და რა მოხდა? მე არ ვიძახი რომ მოჯი სუფთა კაცია, მაგრამ დავუშვათ მე და კიდევ რომელიმე ორი ან სამი ადამიანი ვამბობთ, ეს დასაშვებია, ეს სჭირდება იტალიურ ფეხბურთს და ვიწყებთ რაღაც შავი საქმეების კეთებას, ამაზე შეთანხმებულები ვართ ყველა, მაგრამ ამაშიც ჭკუა არ ყოფნის სხვებს, მე კი მომყავს იბრაჰიმოვიჩი, ვიეირა, მუტუ, ემერსონი, კანავარო… მსოფლიოში ყველაზე ძლიერ გუნდს ვაკეთებ და ხვდებიან ამ დროს ის ჭკუა თხელი მაგრამ გაიძვერა ადამიანები რომ მე მათ ამაშიც ჭკუაში ვაჯობე და სასწრაფოდ მასამართლებენ, იმაზე რაც მათ არ გამოუვიდათ ასეთ მასშტაბებში.
კარგი ბატონო, მე თანახმა ვარ ახლა, მიხარია რომ იუვე გავარდა 1 წლით, მიხარია რომ ასე იტანჯებოდა ამ წლამდე.მოვინანიეთ არა საფეხბურთო შეცდომები, მოვიხადეთ ბოდიში ტიფოზების, იტალიის, ფეხბურთის წინაშე, ავაშენეთ ახალი ყველაზე კარგი იტალიური სტადიონი, მცირე ბიუჭეტით შევარჩიეთ კადრები, ფეხბურთელები, ვენდეთ ყოფილ კაპიტანს ვისი გულიც მგონი შავ-თეთრია და დავიწყეთ ახალი იუვენტუსის შექმნა კი არა! (იუვე დიდი ხნის წინ შეიქმნა) იმ დიდებული გუნდის დაბრუნება, შენება… გუნდისა რომელიც პირველ ადგილზეა… აქვე კი… ახლა ვის დააბრალონ ბერლუსკონიმ და მორატიმ ეს ყველაფერი? მოჯი მოიცილეს, იუვეს ვეღარ ერჩიან, ეს თავიანდი ცოდვილობით, შავი ფულით და გარიგებებით აწყობილი გუნდები (ვაღიარებ ისეთივე როგორიც იუვე იყო მაშინ) ვერ თამაშობენ შედეგიან ფეხბურთს… “ეს რა გავიგე, რაული, რონალდუ, გუტი და ტევესი მაფიასთან ყოფილან შეკრულიო” ეს ისე გამახსენდა. ხოდა გამოვა ეს შენი ძალიან სიმპატიური ნაპოლი ან უდინეზე და პირწმინდათ უგებს თამაშს მილანს და ინტერს… ის ორი ბიძიაც ხან სტადიონიდან გარბის, ხან თამაშს არ უყურებს ბოლომდე… რა ქნან, ვის დააბრალონ? აღარ არის ეს მოჯი! ხოდა მეც გუშინდელი ტურის შემდეგ, რაღაც ჩემპიონობის სუნი მეცა… მილანმა და ინტერმა კი ჯერ (ისევე როგორც ჩვენ) ცოდვები მოინანიონ…
თხოვნა მექნება ჩვენი საიტის თითოეულ წევრთან, მართალია და დარწმუნებული ვარ იუვეს ფეხბურთელები WWW.FORZAJUVE.GE – ზე არ შემოდიან, მაგრამ ჩვენი მხრიდან მაინც, მაქვს სურვილი თითოეულ ახალ მოსულ ფეხბურთელს, ყოველთვის მხარდაჭერა გამოვუცხადოთ, არ გავაკრიტიკოთ ფეხბურთელები რომლებიც ცუდ პასს გააკეთებენ, ან არასწორად ჩააწოდებენ… ისინი რა თქმა უნდა გარდა ხელფასისა (ეს ძალიან სენტიმენტალური რომ არ გამოვიდე) 24 საათი ვარჯიშობენ და წვალობენ იმისთვის რომ თითოეული ჩვენთაგანი გაახარონ, ისინი ხომ ისეთივე ადამიანები არიან როგორც ჩვენ… ამიტომაც ჩემი მხრიდან ! სრული მხარდაჭერა იუვეს მთელ კოლექტივს ! ისე მიდის იტალიაში საქმე მგონი ბორიელოს და კასერესის ტრანსფერები წლის ტრანსფერებად შეირაცხება, აბა შარავეი და მუნტარი ვერაფერ დიდ ტრანსფერად ვერ მიმაჩნია…
მთელი ღამე, ანუ ამ წუთამდე როცა ამას ვწერ, აცმილან.გე ზე ვკითხულობდი კომენტარებს, ერთი ჩემთვის სასიამოვნო ფაქტი აღმოვაჩინე, ჩვენი საიტის წევრები გაცილებით მაღალ IQ და ინტელექტის მატარებლები არიან… :) მსიამოვნებს შემოსვლა და წაკითხვა კომენტარების, ზოგი ტაქტიკას არჩევს (შეიძლება ცუდად მაგრამ მაინც) ზოგი ტრანსფერებს განიხილავს, ზოგი ისტორიას იხსენებს… მოკლედ კარგები ხართ, ჯობია ჩვენ როგორც ადამიანებიც გავიზარდოთ, და ეს საიტი ნამდვილად დაგვეხმარება ამაში, არ გჯერათ? სხვა თუ არაფერი ურთიერთობას ვისწავლით დამატებით, ერთმანეთთან საუბარს და ლამაზ და კეთილ სიტყვებს, ვისწავლით დაკვირვებას, ანალიზს, მოსმენას, საუბარს… თორემ ზრდილობა და აღზრდა არც ერთს გვაკლია. და თხოვნა მექნება, ეს ხომ რაღაც ჩვენი მყუდრო სახლივითაა, ხომ ვღიზიანდებით როდესაც შემოვარდებოდა აქ მილანის ან რომელიმე გუნდის გულშემატკივარი, დაგვიწერდა ცუდ კომენტარებს და გარბოდა… ჩვენ ასე ნუ მოვიქცევით, პატივი ვცეთ მოწინააღმდეგეს და მივხვდეთ რომ ისინი ისეთივე გულშემატკივრები არიან, როგორც ჩვენ… ოღონდ სხვა გუნდის… როდესაც იუვე აგებდა აქ ყოველთვის შემოდიოდა ვიღაც უცხო და წერდა აი ეგრე გინდათ და ა.შ… გუშინ გამიხარდა რომ არც ერთი იუვენტუსელი არაა დარეგისტრირებული აცმილანზე იმიტომ რომ მათი დამარცხებები თავისი კომენტარებით უფრო ჩაუშხამოს და მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ამისთვის…
დასასრულისთვის გეტყვით რომ…
აბა ვინ მიხვდება რას ვიტყვი?
რა თქმა უნდა
FORZA! :)
ავტორი : სანდრო ელოშვილი
ერთეხელ ფეხბურთზე ვკამათობდთ და ასე მითხრეს იუვეს რა პონტში უნდა უქომაგოო, გეკითხებით და მიპასუხეთ ასეთებს ფეხბურთზე შეიძლება ეკამათო აწი?
მე არ ვქომაგობ ორ, სამ ან კიდევ ათ გუნდს, მე იუვე მიყვარს
საღო საღო
როცა მილანს სახლში ვხვდებოდით სადგაც გულის სიღრმეში მეშინოდა რომ არ წაგვეგო და ალბათ თქვენც ასე, თუმცა თამაში დაიწყო და მივხვდი რო ისევ ის ძველი იუვეა და ის თამაში რომც წაგვეგო(შემთხვევით) მე მაინც ვიამაყებდი და დგეს უკვე ვხვდები რო ეს ისევ ის ძველი იუვეა უბრალოდ ახალი სახით :) და მინდა ისიც დავამატო რო მილანს გადავუვლით მილანშI და მერე უნდათ კალედარს დააბრალონ და უნდათ ტრამვებს

ბრავო ძმაო, ზუსტად ის რასაც მე ვფიქრობ უკვე 2 წელია, ამ სეზონამდე ყოველ შემთხვევაში. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი საყვარელი კლუბი ამხელა წარმატებას აღწევს, ეს ხომ უკვე წარმატებაა, როდესაც საკუთარ 60 წლის წინდელ რეკორდს იმეორებ, მე მჯერა იუვესი! მახსოვს როდესაც ჩვენს გენერალურ დირექტორს ჯუზეპე მაროტას, ნახევარი საიტის მემბერები აკრიტიკებდნენ, და ბევრიც უწმაწური სიტყვებით მოიხსენიება ბეპეს, მაგრამ ვთვლი რომ ამაზე საუბარი და ჩემი კრიტიკა და გარჩევა ამ საკითხის უკვე ძალიან ზედმეტია, ერთი მარტივი მიზეზის გამო, იმ მიზეზის რასაც შავ-თეთრი გული ქვია, და რომელიც დღევანდელი იუვეს თითოეულ წევრს აქვს, პერსონალიდან დაწყებული მოთამაშეებით გაგრძელებული და მწვრთნელით და ხელმძღვანელობით დამთავრებული და მათ ეს დაამტკიცეს და… Read more »
მაგარი სტატიაა ადმინ საღო !!! ამდენი სკოლაში არმიკიტხია :)))))) და კიდევ ერთს დავამატებდი …. იუვეს სერია B ში გაგდებამ დააზარალა იტალიური ფეხბურთი და 3 გუნდით რო გავდივართ ლიგაზე კალჩოპოლის დამსახურებაა… მაგრამ ჩვენ დავბრუნდით და დავუბრუნებთ იუვეს და იტალიას ძველ დიდებას…. ფორცა იუვეეეე !!!!!!!!!!!
საღოლ ავტორს მართლა ძალიან მაგარი სტატიაა
საგოლ ბრატ
, მე როგორც კი კომპი ვიყიდე ერთერთი რაც გავაკეთე ის იყო რომ ეგ საიტი მოვძებნე და საერთოდაც იუვე ჩემთვის ზოგადად ფეხბურთზე მეტს ნიშნავს და ყოველთვის კომპის ართვისას პირველ რიგში აქ შემოვდივარ და ვკიტხულობ სტატიებს და ჩვენი ბიჭების კომენტარებს და ეგ ყველაზე მაგრად მისწორებს(იშვიათი გამონაკლისების გარდა
)

მარა მაინც გამოჩდება სხვა გუნდის “გულშემატკივარი” და ამ სტატიაზეც დაწერს რამე ცუდს )) უეჭველი )) და რატო ? იმიტორო არც 1 სიტეზე არ ყოფილა ასეთი დიდი სიყვარულით გუნდის მიმართ დაწერილი სტატია და ვერც იქნება იმიტორო ეს იუვეა http://WWW.FORZAJUVE.GE არაჩვეულებრივად და დაუზარავად მუშაობთ და დიდი მადლობა ყველა user ისგან :*************

საღოლ! სხვა რა უნდა თქვა ! “ერთი წლის წინ ირონიული ღიმილით მეუბნებოდნენ “იუვეს ერთი 5 წელი არაფერი ეშველება”, “იუვე პარმასავით გუნდი გახდება”, “ვახ რა მაგარი გუნდი გყავთ, ტრანსფერებიც..” დღეს ისინი სხვანაირად ლაპარაკობენ, უფრო სწორად საერთოდ არ ლაპარაკობენ, ჩუმად არიან… რა აქვთ სათქმელი.” ეს მძიმე წარსული იყო რომელიც იმედია არასდროს დაბრუნდება. ყველა იუვეს ტიფოზი ასეთ მდგომარეობაში ვიყავით , მაგრამ ჩვენი დროც დადგა )) ძაან მაგარი სტატიაა
ლექსიკონი დავკარგე კითხვის დროს და სიტყვები არ მყოფნის…
forzaaaa

ჩემი პირველი კომენტარია ამ საიტზე… მეგობრებო ყოველ დღე აქ ვარ ვკითხულობ კომენტარებსაც სტატიებსაც ძაან გაფასებთ და პატივს გცემთ მეც თქვენსავით იუვეს ფანი ვარ 2000 წლიდან დავიწყე ძირითადად ფეხბურთის ყურება და მას შემდეგ დელპო და იუვე ჩემთვის პირველია ისევე როგორც იტალიის ნაკრები ავტორ ძალიან კარგი სტატია იყო ვეღარ მოვითმინე და კომენტარს ვწერ მადლობა პირველ რიგში შენ ამ სტატიისთVის… მართლაც იუვეს ფანები ყველაზე გამორჩეულები და პირველები უნდა ვიყოთ არამგონია ჩვენსავით (კალჩოპოლის შემდეგ) ვინმემ იცოდეს წაგების ფასი შესაბამისად მოგებისაც… წელს იმედია კონტე და ბიჭები გაგვახარებენ და სერია ას თასთან ერთად მოიგებენ… წაუგებლად ალბათ ვერა მაგრამ მაინც(ღმერთმა ქნას წაუგებლად იყოს) ადმინი ვინც არის ამ… Read more »
ჩვენს მეილზე გამოუშვი და ვნახავთ
გამოვაგზავნე მეგობარო და ნახეთ…
საიდან გამოაგზავნე ბაგრატ? არ ჩანს :(
მაილ.რუდან :( სკაიპში რო გამოვაგზავნი არ გამოვა ან ფეისზე?
purposefulpawn სკაიპი
დაგიმატე და არ ხარ …შემო და გამოგიგზავნი
არავის არ გიცნობთ ახალი დარეგისტრირებული ვარ იმის და მიუხედავად რო სულ ამ საიტზე შემოვდიოდი და შემოვდი ვარ, მართლა საღოლ და მართლა forzaaa !!! წარმატეტბები იუვეს და ყველას იუვეს წელი ყოფილიყოს ! მიხარია რო ესეთი გულშემატკივრები ყავს იუვეს ;)
ჩემს გადამკიდე დედაჩემიც და ჩემი დაც იუვეს ფანები გახდნენ
იუვეს თამაშებს არ ტოვებენ ჩემთან ერთად უყურებენ
დედაჩემს მატრი მოწონს ჩემ დას ბუფონი
მაგარია საგოლ შენ 2006 წელს მარტლაც მაგარი გუნდი დაგვიშალეს . მაგრამ იმგუნდსაც ქონდა მინუსები ვერდერტან მატჩი გავიხსენოტ როგორ გავედიტ მომდევნო ეტაპზე ვისემ რო დაუგორა ემერსონს ბურტი მერე არსენალიც ახალგაზდა ბიჩუნა ვერ გააჩერეს რომელიც ეხა ვარსკლავია ფაბრეგასსზე ვამბობ გოლი გაგვიტანა და ანრისაც გაატანინა მაგ დროს კარგი გუნდი გვყავდა მაგრამ კაპელოს ტაკტიკა და ფეხბურტელების დაყენება არასწორად მიმაჩნდა ლიპი რო ყოპილიყო ესეც არმოგვივიდოდა
სტატია კარგია მომეწონა, სადგაც ჩემი თავიც დავინახე. ყოჩაღ ავტორს
იუვეს გარეშე მართლა არ წარმომიდგენია ფეხბურთი :X
ვიცი აქ არ უნდა ვწერდე და არც სტატიის გაOFFება არ მინდა, უბრალოდ მინდა ადმინისტრატორებს ვთხოვო რომ თუ შეიძლება, თუკი არის ამის შაშუალება საიტის დიზაინი ცოტათი დახვეწონ. დიდი მადლობა ))

წელს თასსაც მოვიგებთ და მესამე ვარსკვლავი აენთება გულზე
ისე ოფიციალურიათუ არაოფიციალური ხო იქნება 30-ე სკუდეტო და მეოთხე ვარსკვლავს ვერ დააკრავენ ფორმას?
კარგი ხარ დათკ :*

დილით წავიკითხე და ვერ მოვიფიქრე რა დამეწერა.
საღოლ საღოლ . forza juventinoo

შენ ძმაო მგონი ყველას გულში რაც ტრიალებს ის დაწერე…საღოლ:DDDD…
ჯიგარი ხარ. გაიხარე.
საღოლ ავტორს სწორედ ნაფიქრალი და განალიზებული სტატიაა
კაი სტატიაა.
გულიანი, ჩვენ ქართველებს რომ გვიყვარს
მართლა სახლივითაა ეს საიტი. გაიხარე ავტორ

ყოჩარ ავტორ მაგარი სტატიააა ყველაფერში გეთანხმები
ხო რაც შეეხება ბოლო ფრაზეს უნდა გეთქვა ჩვენ ღირსეული გუნდის ღირსეული გულშემატკივრები ვართ

მართლა კაი სიტყვები წავიკითხე სტატიაში და დადებითი განწყობა შემექმნა… მიხარია, რომ კარგ გუნდ კარგი ხალხი ვქომაგობთ, დაე წესიერი საქციელითაც შევეჯიბროთ სხვა გუნდებს…
პასუხად მხოლოდ ერთს გეტყვი :
Forza !!!