ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” მთავარი არდანიშნული პენალტი არაა”

ანტონიო კონტე დღევანდელ შეხვედრას აფასებს. “სიენასთან” დაკარგული ქულების გამო მთავარი მწვრთნელი აშკარად გაწბილებული ჩანდა…

ბრწყინვალე შანსი მოგვეცა და ამ ტურისგან მეტი უნდა მიგვეღო. სამწუხაროდ, გამარჯვება ვერ მოვახერხეთ, ეს, მეტწილად, “სიენას” დამსახურებაა, ჩვენი სტუმრები თავს შესანიშნავად იცავდნენ. პირველ ნახევარში ტემპი აშკარად გვაკლდა, ნავსის გასატეხად ინდივიდუალური ოსტატობა გვჭირდებოდა. ყოველ მატჩს ისე უნდა მივუდგეთ, როგორც ცალკეულ გამოწვევას, უნდა ვგრძნობდეთ როგორც ჩვენს უპირატესობებს, ისე სისუსტეებს. “

” რაც შეეხება თერთმეტმეტრიანს, ვიდეო-ჩანაწერში ყველაფერი ნათლად ჩანს და აქ ჩემი კომენტარი ზედმეტია. ეპიზოდის სწორად შეფასებისათვის მხოლოდ პატიოსნებაც კმარა. თანაც კერძო ეპიზოდებზე საუბარი არ მსურს, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ უცნაურია, 21 შეხვედრის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დავარტყით თერთმეტმეტრიანი, როცა ჩვენს კარში სამი დაინიშნა. ეს მონაცემები ყურადსაღებია მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩემპიონატის დასაწყისიდან პირველ ადგილს ვიკავებთ. “

” მიუხედავად ყველაფრისა, აღვნიშნავ, რომ მსაჯმა კარგი სამუშაო შეასრულა. მთავარი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშია და არა ერთი კონკრეტული მომენტი. დღეს, მიუხედავად უამრავი მცდელობისა, “სიენას” დაცვითი “კედლის” გარღვევა ვერ მოვახერხეთ.

წყარო: football italia ; tuttosport

151 thoughts on “კონტე: ” მთავარი არდანიშნული პენალტი არაა”

  1. ბარძალი არა თოხლოკვერცხი სიენას და ლეჩეს ფეხბურთელს პატკატში ბურთს წაართმევს და აღარ იცით რა ქნათ ან ის ცხვირა კიელინი კიდე რა უშნო და დებილია ტიპი :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

    1. არა სკუდეტო რომელსაც წელსვე მოვიგებთ არც ისე არა საქმე როგორც ჩვენ გამოვიყვანეთ ბაზარი არაა მაგრამ მაგრად დამწყდა გული იმაზე უფრო არა 2 ქულით მეტი 16 ტურით ადრე იტალიაში არაფერი არაა უფრო იმაზე დამწყდა რო მოჯის სიტყვები ახდა რო მილანმა შეილება ვერ ითმაშოს მაგამ მოიგოსო და იუვეს თუ ჩააგდო თამაში მოგება არ შეუძლიაო მოკლედ ჯერ კლასი მაინც გვაკლია და ეს გამიტყდა

  2. ეს მსაჯები იუვეს არასდროს წყალობდნენ რა! ! ! საღოლ ბიჩებს,ბოლომდე ბრძოლობდნენ,მაგრამ როცა 11 კაცია დაცვაში არც თუ ისე ადვილია გოლის გატანა.

    1. უეჭველი! რა პონტია გუნდს ბალეშიკობ და იმენა პესიმიზმით უჟღინთები, თუ არ მოგწონს და არ გსიამოვნებს რა თავს იკლავ

  3. იტალიური ფეხბურთი ტაქტიკაზე და დაცვაზე აწყობილი. ყველა გუნდის მოგება ძალიან ძნელია თუ ჩიკეტა, თუნდაც ბოლო ადგილზე იყოს.

  4. შემდეგ ტამაშში მილანი გაირღვევა იმენა 100 % იტ ვარ დარწმუნებულიიიი
    0-3 იქნება ეგ ტამაში. მერე ბოლონიასთან ტრადიციულად ფრეს ვითამაშებთ მილანი კი უდინესთან წააგებს აი ასე იქნება.
    არ მკითხოთ ეხა ლელა კაკულიას ვინ ხარო, ეგ ქალი სიაფანტია მე ვარ რაც ვარ :lool: :forza: :forza: :forza: :forza:

  5. სანამ ანიელების კლანი არსებობს იუვეს არავის მიჰყიდიან მაგაში დარწმუნებული ვარ და მაგათ არაბებზე ნაკლები ფული არა აქვთ.არაბების ნაყიდი გუნდების ტიტულები მე ჯერ არ მინახავს.

  6. აბა ლარნახევრად ნაყიდი ბორიელოთი და ხურდაში დატოვიილი ჯიაკერინით შორს ვერ გაფრინდები ფული უნდა ჩაიდოს ამათმა კიდე იჯარის მეტი არაფერი იციან მოიყვანენ ერთ ნაგავს არ გაამართლებს 6 თვის მერე გააგდებენ მერე სხვა ნაგავს მოათრევენ არც ის გაამართლებს გააგდებენ :blin:

    1. რატომ ვერ ხვდებით რომ ასეთ გუნდში დიდი ვარსკვლავი არ მოვა, ლიგაზე უნდა გავიდეთ ლიგაზე, მერე ეს არენდიანები დაახვევენ საიდანაც მოსულან და მოვა სერიოზული ხალხი

  7. Nachke
    :mrgreen: გასაგებია იმედია ყველას არ მიაწერ პესიმიზმს.. ხალხნო ადვილი არ არი ყველა თამაშის მოგება.. ამაში მეთანხმები???!!! და საკუთარ თავს დაუსვით კითხვა: 22 თამაშის წაუგებლობა? თუ ეს უკვე აღარაფერია?!

  8. Pinturicch10
    კაი რა არაბი? ტიტულის ხამები კი არ ვართ სიტივით
    არაბების მოგებული არც სკუდეტო მინდა და არც ლიგა
    აგერ მოვიდა კაცი თავის პოლიტიკით:D და უმაღლეს დონეზე აკეთებს თავის საქმეს, იმ გუნდში რომლის ლიდერადაც ნახევარმილიონიანი ბარძაგლი აქცია

  9. მერამდენე დამთხვევააა ვერ იგებენ ჩვენი კონკურენტები ვერც ჩვენ ვერ ვიგებთ, ყველანი გავიძახით აი ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ და ბრაახ ვერც ჩვენ ვიგებთ ძააან ბევრჯერ იყო ეგეთი შემთხვევა.
    რა თქმა უნდა წლევანდელი იუვე წინა წლების იუვეს ჯობია ეს ნამდვილად მასეა :forza:

    1. მეც ძალიან მინდოდა ელიას ნახვა მაგრამ კონტეს ეგ ვარჯიშბზე ყავს მაგრამ ეტყობა ვერ თამაშობ ისე რო მოედანზე ღირდეს მისი გამოყვანა

        1. ხოდა სწორედ მაგიტომაცაა ვარჯიშები პეპე რამდენიმე თამაში ჩააგდო მაგრამ დაინახ კონტემ ვარჯიშებზე რო შეეძლო და ათამაშა ეტყობა ვერ ხედავს ელიაში და არც გამოყავს

  10. მხოლოდ პოზიტივი მეგობარო თუ შავ-თეთრი გული გაქვს როგორც დათკა წერდა თავის შედევრში ამ თამაშსიც დაინახავდი კაცი წინსვლას..
    მაქსიმუმი აი რას ითხოვენ გულშემატკივრები, თუმცა მისაღებია ეს ხომ იუვეააააააააა!!!
    :forza:

  11. ერთი რომელიმემ მითხარით როდის გახსოვთ იუვესგან გოლების ფეიერვერკები? გუნდი ყოველთვის შედეგზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობდა. დღეს ვითამაშეთ ფრე მერე რა მოხდა? პირველზე ხმ დავრჩით, ეხლა არ დამიწყოტ მომავალ წელს ლიგაზე გაგვარღვევენ და ასე შემდეგ. მომავალ წელს რა იქნება არავინ ვიცით და დავტკბეთ რა დღევანდელი დღით მითუმეტეს რომ იუვე მაინც პირველზეა, ბოლოს რამდენი წლის წინ ნახეთ ასეთი სურათი

  12. კაი ვთქვათ მაროტას ამ ზაფხულზე ეყიდა
    ფერდინანდი ვიდიჩი ალონსო ხავი ინიესტა იგუაინი და რუნი, ვინ ფიქრობს რო მილანთან სხვაობა უფრო დიდი იქნებოდა ვიდრე ახლაა და იუვეს წაგება არ ექნებოდა
    კონტე იმიტოა უძლიერესი ტრეინერი რო სასვალო კლასის ფეხბურთელებით უმაღლესი კლასის ფეხბურთს თამაშობს, აბა გვარდიოლა რა ტრეინერია :chuvak: მესის ხავის და ინიესტასრათ უნდა ტრეინერი :lool:

  13. ეგ არაფერი მტავარია ისევ პირველები ვართ + ამას 1 თამაშით ნაკლები გვაქ ჩატარებული ასე რომ ყველაფერი კარგადაა :juvee:

  14. Pinturicch10
    პირლოს და მარკიზიოს გარეშეც მშვენივრად ვითამაშეთ ერთადერთი შეუცვლელი ვინც არი ამ გუნდში ბარძალია დანარჩენების არცეტი არაა მემგო ისეთი როვთქვათ რო ის რო არა იუვე თამაშებს ვერ მოიგებდაო

  15. ეეჰ რა უყოთ რაც იყო იყო :forza:
    რაც შეეხება მილანს უდინეზესთან გასვლაზე მაგრად გაუჭირდებათ იბრაც არ ეყოლებათ მგონი ვერ მოუგებენ და ეგ შანსი უეჭველი უნდა გამოვიყენოთ !!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.