ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესკონფერენცია

ანტონიო კონტე მომავალი ორი კვირის განმავლობაში ფიზიკური კონდიციების სტაბილიზაციისთვის შემადგენლობის როტაციას გეგმავს. “პარმასთან” მატჩის გადადებამ კონტეს გუნდს საქმე კიდევ უფრო გაურთულა, “ბიანკონერები” ორი კვირაზე ნაკლებ დროში ხუთ შეხვედრას ჩაატარებენ…

აუცილებელია, ეს ურთულესი პერიოდი მაქსიმალურად კარგად დავიწყოთ. “სიენას” ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, საკმაოდ უხერხული მეტოქეა. 13 დღეში წინ ხუთი მატჩი გველოდება. საბედნიეროდ, ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან, რაც ვარირების საშუალებას მაძლევს. მთელი შემადგენლობა დამჭირდება. ფეხბურთელები ტექნიკური, ტაქტიკური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური კუთხით უნდა შევაფასო. რაც შეეხება მარტინ კასერესს, იმედია, “სიენასთან” შეხვედრაში ჩემს განკარგულებაში იქნება.

ტურინში ცივი და სუსხიანი ამინდია ნავარაუდები. პირადად მე, რუმინეთში “სტიაუა ბუქარესტის” წინააღმდეგ მინუს 18 გრადუსზეც მითამაშია. არცერთ ქვეყანაში ამაში პრობლემას ვერ დაინახავდნენ, მაგრამ იტალიაში სირთულეები გვექმნება. გუნდების სამასპინძლოდ საჭირო გარემო არ არსებობს, ეს უნდა შეიცვალოს. საბედნიეროდ, ჩვენ ჩვენი საკუთარი არენა გვაქვს, მიწისქვეშა გათბობით და სანახაობას საფრთხე არ ემუქრება.

მინდა მედიას ჩვენი “სერია ა” -ს ფავორიტად გამოცხადებისათვის მადლობა გადავუხადო. პრესის მიხედვით, ივნისსა და ივლისში შესრულებული სამუშაო საშინელება იყო: არც უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჩამოსულან და არც მწვრთნელი იყო სათანადო დონის. საოცარია იმის ხილვა, თუ როგორ იცვლება აზრები სულ რაღაც ექვს თვეში. ამასთან მინდა აღვნიშნო, ჩემპიონატის უდავო ფავორიტად “მილანს” მივიჩნევ. ” -აცხადებს კონტე.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

72 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

მიდი კონტე მილანი დაამარცხე და ყველა დაივიწყებს სიენას)))

Di Francesco # 1
12 years ago

ika1993
მომავალი არა მარა უახლოვესი მომავლის დაცვის ლიდერი კი იქნება

ika1993
12 years ago

არა ლიდერი ნამდვილად არის დღესაც, თუნდაც წინა თვეები გავიხსენოთ, ჯეონა 3 მცველით რო თამაშობდა, და ცენტრში მარტო კალაძე რო ყავდა. ეგ იმას ნიშნავს რო ლიდერი არის დაცვის, ცენტრში მარტოს ათამაშებდა მწვრთვნელი :forza: :italy: ვივა კალადზე :D

ika1993
12 years ago

1juve გეთანხმები სავსებით შესაძლებელია, კალაძეს აქვს კაპიტნის თვისებები, მაგრამ როგორც შენ აღნიშნე 2 წელი არ არი დიდი დრო რო მასზე ააწყონ მომავალი, ყოველშემთხვევაში ეგრე თუ იქნება ჩემზე კმაყოფილი არამგონია იყოს ვინმე.

lasha naxucrishvili
12 years ago

ეგრე გააგრძელე ლაციო :lool:

12 years ago

ლაციომ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა :chuvak: :chuvak: :chuvak: :blin: :blin: :blin:

lasha goshadze
12 years ago

ntvsporti achvenebs mgoni

lasha naxucrishvili
12 years ago

დღეს 1 2 გოლს რო შეუგდებთ სიენას ელია შემოიყვანოს რა !!!!!!
არანაირ შანს არ აძლევს !!! ვერ ვიტან ესეთ რაღაცეებს რა :mad: :mad: :mad:

აკაკი მეტრეველი

GMG არ აჩვენებს პირდაპირ ტრანსლაციას

10 საათზე საღამოს იქნება რელაივი

valeri elisabedashvili
12 years ago

sp

| Newsphere by AF themes.
72
0
Would love your thoughts, please comment.x