ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესკონფერენცია

ანტონიო კონტე მომავალი ორი კვირის განმავლობაში ფიზიკური კონდიციების სტაბილიზაციისთვის შემადგენლობის როტაციას გეგმავს. “პარმასთან” მატჩის გადადებამ კონტეს გუნდს საქმე კიდევ უფრო გაურთულა, “ბიანკონერები” ორი კვირაზე ნაკლებ დროში ხუთ შეხვედრას ჩაატარებენ…

აუცილებელია, ეს ურთულესი პერიოდი მაქსიმალურად კარგად დავიწყოთ. “სიენას” ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, საკმაოდ უხერხული მეტოქეა. 13 დღეში წინ ხუთი მატჩი გველოდება. საბედნიეროდ, ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან, რაც ვარირების საშუალებას მაძლევს. მთელი შემადგენლობა დამჭირდება. ფეხბურთელები ტექნიკური, ტაქტიკური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური კუთხით უნდა შევაფასო. რაც შეეხება მარტინ კასერესს, იმედია, “სიენასთან” შეხვედრაში ჩემს განკარგულებაში იქნება.

ტურინში ცივი და სუსხიანი ამინდია ნავარაუდები. პირადად მე, რუმინეთში “სტიაუა ბუქარესტის” წინააღმდეგ მინუს 18 გრადუსზეც მითამაშია. არცერთ ქვეყანაში ამაში პრობლემას ვერ დაინახავდნენ, მაგრამ იტალიაში სირთულეები გვექმნება. გუნდების სამასპინძლოდ საჭირო გარემო არ არსებობს, ეს უნდა შეიცვალოს. საბედნიეროდ, ჩვენ ჩვენი საკუთარი არენა გვაქვს, მიწისქვეშა გათბობით და სანახაობას საფრთხე არ ემუქრება.

მინდა მედიას ჩვენი “სერია ა” -ს ფავორიტად გამოცხადებისათვის მადლობა გადავუხადო. პრესის მიხედვით, ივნისსა და ივლისში შესრულებული სამუშაო საშინელება იყო: არც უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჩამოსულან და არც მწვრთნელი იყო სათანადო დონის. საოცარია იმის ხილვა, თუ როგორ იცვლება აზრები სულ რაღაც ექვს თვეში. ამასთან მინდა აღვნიშნო, ჩემპიონატის უდავო ფავორიტად “მილანს” მივიჩნევ. ” -აცხადებს კონტე.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

72 thoughts on “ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესკონფერენცია

  1. fenomeno vero <3
    კი უნდა მოუგოს მარა ბოლონიასთან და კიევოსთან რატო ვითამაშეთ მაში ფრე? ესეიგი დღესაც შეიძლება რო ნიჩია ვითამაშოთ და ზედმეტი ექსპერიმენტები არ ღირს
    2 კაცი დაწერე და რაღა მანდამიანც ალექსას მიადექი, ელიაზე გითხარი მე

  2. bero-juve10
    შეიძლება 3 მცველით ითამაშოს მარა ფეხბურთელებს მაინც არ შეცვლის :chuvak:
    თუ ითამაშა 3 მცველით პეპეს შემოწევს შუაში და ლიხშტაინერს აწევს
    უჩინიჩი მაინც არაა თავდამსხმელი
    დღეს გუნდში არი 4 თავდამსხმელი
    1 ალექსა რომელსაც სათამაშო დრო არააქ
    2 ბორიელო რომელიც თავის შანსს ელოდება
    3 კვალი რომელიც ნებისმიერ მომენტში გააძლიერებს გუნდს
    4 მატრი გუნდის მთავარი ძალა შეტევაში

  3. tabajuventino
    კასერესი შეიძლება სკამზეც არ დასვას
    დეჩელიე ბონუჩი ერთერთი სასტავში უნდა იყოს აუცილებლად
    მითუმეტეს კასერესის მარცხნივ დაყენება ზედმეტი ექსპერიმენტი იქნება უკვე, ცენტრში კიდე შეიძლება მარა იქ კონკურენციას ვერ გაუძლებს, ლიხშტაინერის ზამენობა მოუწევს მაგას და 70 წუთის მერე შემოვა მოგებულ თამაშში

    1. სიენა რთული გუნდია ხომ ამბობს კონტე მაგრამ ხომ შეიძლება 1 მეკარე 3 მცველით 1 ჩამშლელით 4 ნახევარ მცველით და 2 თავდამსხმელით რომ ვითამაშოთ
      ანუ აი ასე
      ბუფონი
      ლიხშტაინერი ბარცალი კიელინი
      ვიდალი
      პეპე პირლო მარკიზიო ჯაკერინი
      მატრი ვუჩინიჩი.

  4. tabajuventino
    სად არაა?

    გუშინ ვიღაცეები წერდნენ თამაში 10 საათზეაო და 10_ზე აჩვენებს GMG ჩანაწერს და ლაივი არის 6 საათზე, ოღონდ GMG ლაივს არ აჩვენებს

  5. bobo-92
    6 საათზეა, კრასიჩი არააგანაცხადში და ამიტო ვერ ათამაშებს, ელია არის განაცხადში მარა არ ათამაშებს :chuvak:

    —————————–ჯიჯი—————————-

    ლიხშტაინერი———–ბარძალი—–ბონუჩი—————-კიელინი

    პეპე————-პირლო——-ვიდალი——მარკიზიო———მირკო

    ——————————მატრი—————————

    1. ისე არ შეიძლება მატრი ვუჩინიჩი ჯაკერინი ერთად რომ ათამაშოს
      აი თუნდაც ასე
      ბუფონი

      ლიხშტაინერი ბონუჩი ბარცალი კიელინი

      პირლო

      ჯაკერინი ვიდალი მარკიზიო

      ვუჩინიჩი

      მატრი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.