ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი: ” ჩვენი შანსი მსაჯმა ვერ დაინახა”

ჯიჯი ბუფონმა თავის მატჩისშემდგომ ინტერვიუში არდანიშნული თერთმეტმეტრიანის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. შეგახსენებთ, “ბიანკონერებმა” დღევანდელ მატჩში “სიენასთან” ქულები გაივყეს: ” დღევანდელი შეხვედრა უდაოდ ხელიდან გაშვებული შანსი იყო. დიახ, ეს ჩვენი საუკეთესო თამაში არ ყოფილა, მაგრამ სამი ქულის გარანტია არც კარგი ფეხბურთია. ზოგჯერ ერთი ეპიზოდი წყვეტს ყველაფერს. მატჩის ბოლოს მოგვეცა შანსი, მაგრამ ის უბრალოდ ვერ დაინახეს. ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც ვგეგმავდით, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობთ და საკუთარი ძალების რწმენა არ გვაკლია. წნეხს არ ვგრძნობთ, რადგანაც უკვე ხმამაღალი სიტყვა ვთქვით, “სკუდეტოსათვის” ბრძოლაში ვართ ჩაბმული. ჩემპიონატში პირველ პოზიციას ვიკავებთ, ესეც დამატებითი მოტივაციის როლს თამაშობს. ” -აცხადებს ბუფონი.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

19 thoughts on “ბუფონი: ” ჩვენი შანსი მსაჯმა ვერ დაინახა”

  1. ბიჭებო შედით მილანის საიტზე ყველამ გამოკითხვას ატარებენ იუვე მოიგებს თუ მილანი თასზე და ავწიოთ იუვე რეიტინგში, გაგიჯდებიან :chuvak: :lool: :forza:

  2. ეგრე არ არი მილანმა სამით ნოლი მოუგო კალიარის და ძალიან უჟმური თამაშით. ინდივიდუალური ოსტატობით შეაგდეს და ისეთი მომენტებით “მსაჯმა რო ვერ დაინახა”. მოკლედ მსაჯები მაგრად გვიჭერენ, ჩვენზე ნაკლები პენალტი სერია აში არავის არ აქვს დარტყმული, ასეთი შეფარდება საერთოდ არავის არ აქვს ტფუიიიი მაინც გაგხევთ

  3. ისე რა გინდათ ვერ ითამაშეს და რო ლანძღავთ გუნდს პენალი 100% არ დაგვიდეს გრანდები მასე იგებენ როცა თამაში არ მისდით 1 მომენტით, არა გასაგებია რო გული შეგვტკივა მაგრამ სულ მაგრად ვერც ბარსა ვერ თამაშობს მაგრამ იგებენ მაინც დებილი თამაშით, როგორც მილანია რამდენი პენალი დაუდეს მილანს წელს უკვე? მაგრამ მილანი ჩემპიონია და იმიტო ალბათ ადრე 2000 იან წლებში ჩვენ ვიყავით ეგრე დელპოს სეზონში 10 პენალი გაკონდა მინიმუმ, ჩვენ კიდე ძველ ცოდვებს გვაზგვევინებენ ეს მსაჯები თუ რა არის 1 პენალი მარტო 21 თამაშში, მარა მთავარია პროგრესი გვაკ რეკორდს ვამყარებთ და ვამყარეBტ ამ თამაშით არ დაქცეულა ბიჭებო ყველაფერი, forza juveeeeeeeeeee

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.