ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა: ” ზოგჯერ შეუძლებელია, ჩუმად იყო “

ბეპე მაროტა გუშინდელი შეხვედრის მსაჯობით აღშფოთებულია. სპორტული დირექტორი არბიტრებისგან მეტ პატივისცემას მოითხოვს: “ ამაზე მედიით საუბარი არ მსურს, მაგრამ  ისინი კრძალავენ მსაჯების გამნაწილებლებთან ნებისმიერ კავშირს და ხედავთ, რაც ხდება სინამდვილეში. ამასთან ჩვენი უფლებაა საკუთარი გუნდის ღირსება დავიცვათ და ხმა ავიმაღლოთ. “იუვენტუსი” მეტ პატივისცემას იმსახურებს, უსამართლობა იქნებოდა, დაკარგული ქულები მხოლოდ ფეხბურთელებისთვის დაგვებრალებინა. ყველამ ნახა, რომ აშკარა თერთმეტმეტრიანი არ დაგვინიშნეს, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ეს უკვე დიდი ხანია გრძელდება. მთელი სეზონია მხოლოდ ერთი პენალტი დაუნიშნეს ჩვენს მეტოქეებს. მხოლოდ და მხიოლოდ მეტ პატივისცემას ვითხოვთ. ძალიან ადვილია იმის გაგება, რომ “სერია ა” -ს ლიდერის შეხვედრას მსოფლიო დონის არბიტრი უნდა უძღვებოდეს, რომელსაც საერთაშორისო გამოცდილება აქვს. “იუვენტუსში” ბრალდებების წაყენება არ უყვართ, მაგრამ ზოგჯერ შეუძლებელია მოითმინო, როცა სასიცოცხლო მნიშვნელობის ქულებს გართმევენ. ” -აცხადებს მაროტა.

წყარო: football italia

54 thoughts on “მაროტა: ” ზოგჯერ შეუძლებელია, ჩუმად იყო “

  1. ანუ გამოდის რომ, ამის მერე მილანს სახში მივიღებთ ხო???

    და მე2 ნახევარფინალისტები ნაპოლი-სიენაა

    ასე რომ მილანი უნდა გავაგდოთ და თასი ავიღოთ…
    მერე სკუდეტო მივაყოლოთ და აგვისტოში თუ ივლისში პეკინში სუპერ თასიც მოვიგოოოთ და ჰეთრიკსაც შევასრულეეეეეეეებთ :forza:

  2. მიმოხილვას ვუყურე და საკმარისია ნახო ეს ეპიზოდები და თქვა ერთი სიტყვა:

    სიენას ბედმა გაუღიმა!!!
    ბრავო და ქება მათ მეკარეს!!!
    ბრავო ჩვენს ბიჭებს ასეთი უამრავი მომენტის შექმნისთვის… უბრალოდ ბურთს არ უნდოდა კარის ხაზი გადაეკვეთა…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.