ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესკონფერენცია

ანტონიო კონტე ფეხბურთელებს ხვალინდელი შეხვედრისათვის ფსიქოლოგიური კუთხით მომზადებისკენ მოუწოდებს. შეგახსენებთ, ხვალ “მილანი” “იუვენტუსს” იტალიის თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში უმასპინძლებს…

მატჩს სწორი განწყობით უნდა შევხვდეთ. ვფიქრობ, ფინალში გასვლა “მილანსაც” არანაკლებ სურს, ამიტომაც, მიზნის მისაღწევად ორივე შეხვედრაში მაქსიმუმს გავიღებთ. ცხადია, ყველანი ვისურვებდით, რომ ამ ეტაპზე ჩვენი მეტოქე სხვა უფრო სუსტი მხარე ყოფილიყო, ეს ჩვენს ფინალში გასვლის შანსებს გაზრდიდა. ახლა კი ვამბობ, რომ ორივე გუნდს ბოლო ეტაპზე თამაშის თანაბარი შანსები აქვთ.

რაც შეეხება ალეგრის, მას დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ, როგორც სპეციალისტს. ისიც “მილანში” მისვლამდე ჩემსავით ნელ-ნელა პროგრესირდა, როცა შანსი მიეცა კი უმალ მიაღწია წარმატებას. ”

მეკარე? იტალიის თასი მარკო სტორარის ჩემპიონატია, ამ საკითხზე კითხვის ნიშნები არ არსებობს. მინდა მისი პროფესიონალიზმი შევაქო. ბრწყინვალე მეკარეა, თამაშის სურვილს არასდროს კარგავს, თუმცა გუნდს მხოლოდ მოედანზე გასვლისას კი არა, თადარიგში ყოფნის დროსაც ეხმარება. თამაში სჭირდება იმ სამ ფეხბურთელსაც, რომლებიც სატრანსფერო აქტივობების შემდეგ შემოგვიერთდნენ, მათგან კარგ შედეგებს ველოდები. ისინი მხოლოდ შემადგენლობის ალტერნატივების მომატებისთვის კი არა, ყველანაირი გაგებით, მისი სრულყოფისათვის მოვიდნენ. ” -აცხადებს კონტე.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

29 thoughts on “ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესკონფერენცია

  1. ” მატჩს სწორი განწყობით უნდა შევხვდეთ. ვფიქრობ, ფინალში გასვლა “მილანსაც” არანაკლებ სურს, ამიტომაც, მიზნის მისაღწევად ორივე შეხვედრაში მაქსიმუმს გავიღებთ. ცხადია, ყველანი ვისურვებდით, რომ ამ ეტაპზე ჩვენი მეტოქე სხვა უფრო სუსტი მხარე ყოფილიყო, ეს ჩვენს ფინალში გასვლის შანსებს გაზრდიდა. ახლა კი ვამბობ, რომ ორივე გუნდს ბოლო ეტაპზე თამაშის თანაბარი შანსები აქვთ. ”

    ” რაც შეეხება ალეგრის, მას დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ, როგორც სპეციალისტს. ისიც “მილანში” მისვლამდე ჩემსავით ნელ-ნელა პროგრესირდა, როცა შანსი მიეცა კი უმალ მიაღწია წარმატებას. ”

    ” მეკარე? იტალიის თასი მარკო სტორარის ჩემპიონატია, ამ საკითხზე კითხვის ნიშნები არ არსებობს. მინდა მისი პროფესიონალიზმი შევაქო. ბრწყინვალე მეკარეა, თამაშის სურვილს არასდროს კარგავს, თუმცა გუნდს მხოლოდ მოედანზე გასვლისას კი არა, თადარიგში ყოფნის დროსაც ეხმარება. თამაში სჭირდება იმ სამ ფეხბურთელსაც, რომლებიც სატრანსფერო აქტივობების შემდეგ შემოგვიერთდნენ, მათგან კარგ შედეგებს ველოდები. ისინი მხოლოდ შემადგენლობის ალტერნატივების მომატებისთვის კი არა, ყველანაირი გაგებით, მისი სრულყოფისათვის მოვიდნენ.

  2. მილანის ფანების უმეტესობა იუვეს მიიჩნევს ფავორიტად და უხარიათ რომ ჯუვე ისევ მეორე სასტავით ითამაშებს…. :lool: :lool: :lool:

  3. ეტყობა კასერესი ძირითადში იქნება :up: და ლიხტა დაისვენებს :kenwvla: ხო ვამბობდი სტორარი იქნება კარებშI 100%-მეთქი? :chuvak: :kenwvla: აუ ვუჩინიჩი თუ ძირითადში იქნება დაერხა აბატეს და ეგ არი :lool:

      1. :lool: იქით ჯემალა თამაშობს მარკიზიო გაუშრობს სისხლს :lool: იმედია ელია იქნება ძირითადში თუ არა 20-30 ჭუთი მაინც ითამაშებს :juvee:

  4. ფინალში ვართ უეჭველი:twisted:
    ისე მილანის ფანკლუბს რატო აქვს ჩვენზე უკეთესი გვერდი?:shock:
    ვიცი რო ეს უპრო ახალგაზრდააა და რამე მაგრამ…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.