ბარძალიმ “იუვეს” ყველა მატჩში 90 წუთი ითამაშა
კონტემ ანდრეა ბარძალი არც გუშინდელ შეხვედრაში დაასვენა, რითაც იტალიელმა მცველმა კიდევ 90 წუთი მიუმატა აქამდე “ბიანკონერების” რიგებში ჩატარებულ მატჩებს. მარტინ კასერესის მოსვლას ზოგი ბარძალის დასვენების წინაპირობად მიიჩნევდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მთავარ მწვრთნელს სხვა აზრები ჰქონდა: ურუგვაელი კონტემ ფლანგზე გამოიყენა, ცენტრში კი ბონუჩი-ბარძალის დუეტი ირჯებოდა. “ვოლფსბურგის” ყოფილმა მცველმა “იუვენტუსში” უკვე 21 “სერია ა”-ს და სამი იტალიის თასის შეხვედრა ითამაშა, ანუ გუნდის მიერ გამართულ აბსოლუტურად ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და თითოეულში 90 წუთი დაჰყო მოედანზე. ამ სტატისტიკით მეორე პოზიციას 22 გამართული შეხვედრით შტეფან ლიხტშტაინერი, ანდრეა პირლო და ჯიორჯიო კიელინი იყოფენ.
უნიკალურ თამაშს აჩვენებს ანდრეა.. ევროპაზე უეჭველი უნდა წავიდეს
მსოფლიოს კიდევ ერთი დიდი მცველი შეემატა და ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს იმიტომ რომ იგი იუვეს ბირთვია
ერთ-ერთი საუკეთესო მცველია იტალიაში

თასზე 90 წუტს დაუმეტოთ დამატებული 30 წუთი :D
boloniaსთან
ძმებო ეხლა სიენა ნაპოლიში გამარჯვებული ეტაკება ფინალში იუვეს? ტუ ეს მეოთხედ ფინალები იყო?
ნახევარფინალი იყო, ნაპოლი-სიენას გამარჯვეულიც ფინალში გადის
ორმატჩიანია ნახევარფინალი
ყოჩაღ ბარძალის, მართლა მაგარი მცველია, მე გუშინ მარტო პირველი ტაიმი ვნახე, მაგრამ იქვე ეტყობოდა რომ მილანს მეორე ტაიმში ძალიან გაუჭირდებოდა, რასაც ქვია გუდავდა იუვე, ჩანასახშივე უსპობდნენ შეტევის სურვილს, ეგ კი არა, გუშინ ტელეტექსტზე გაეძრო მგონი ვიარეჯოს თასის თამაშების შედეგები და ადმინებს ვთხოვ, იქნებ მოიძიონ ინფორმაცია, იუვეს პრიმავერას ქონდა რაღაც თამაშები მოგებული
იტალიის საუკეთესო მცველი
ეს კაცი არის უდიდსი აღმოჩენა, მე თავიდან მახსოვს ეს კარგი იყო, მარა მერე ყველსათვის გასაკვირვად ვოლფსბურგში გადავიდა და დაიკარგა, ეხლა კიდე არ ვიცი რამდენად ობიექტური ვარ, მარა ამ ფორმით თუ ვიმსჯელებთ მსოფლიოში პირველია..
ise atalantasTvis 9 qula ro ar daeklot axla me7ze iqnebodnen 32 qulit :D
გიჟია იმენა ანდრეა საღოლ!!! ჯერ კიელინიმ და მერე ამან არ გაახარეს იბრა … საღოლ ჩვენს დაცვას რა!