ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გვიყვარხარ, ალექს!

1993 წლის 12 სექტემბერი იყო, “ფოჯა” – “იუვენტუსი” 1-1 ერთი ჩვეულებრივი დღე, იტალიის ჩემპიონატის მეოთხე ტური. ბევრისთვს ეს თამაში დასამახსოვრებელი გახდა არა იმიტომ, რომ “დიდმა იუვენტუსმა” “ფოჯა” ვერ დაამარცხა, არამედ სწორედ ამ მატჩში გამოვიდა შეცვლაზე, რამდენიმე თვით ადრე “პადოვადან” ნაყიდი, იმ დროისთვის ყველასთვის უცნობი ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო…

შეხვედრის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე “იუვეს” მწვრთნელმა ჯოვანი ტრაპატონიმ სათადარიგოთა სკამისკენ გაიხედა და გაისმა სიტყვები: “ალექს, მოედანზე გადიხარ!” მას შემდეგ თვრამეტ წელიწადზე მეტი გავიდა, ის ახალგარდა შეცვლაზე შემოსული ბიჭუნა დღეს მთელ მსოფლიოში უყვართ და აფასებენ, როგორც უდიდეს ფეხბურთელს და პიროვნებას. . . “

ალესანდრო კონელიანო ვენტოში ერთ ჩვეულებრივ იტალიურ ოჯახში დაიბადა. მამა ელექტრიკოსი გახლდათ, დედა – დიასახლისი. მისი უფროსი ძმა პროფესიონალი ფეხბურთელი იყო, ფეხბურთის თამაში პატარა დელ პიეროსაც უყვარდა და შვიდ წლამდე ადგილობრივ “სან ვენდემიანოში” თამაშობდა, ალექსი ფიზიკურად სუსტი იყო და მეკარის პოზოციაზე განაწესეს. დედის აზრით, ასე უფრო დაცული იქნებოდა ტრავმებისგან. თუმცა, სტეფანო მალე მიხვდა, რომ უმცროს ძმას შეტევაში ჩართვა უკეთ ეხერხებოდა და ყმაწვილმა დელ პიერომაც მალე შიცვალა პოზიცია.

13 წლის ასაკში ალექსმა მშობლიური მხარე დატოვა და “პადოვაში” გადავიდა სათამაშოდ. პროფესიონალურ ფეხბურთში 1991 წელს შედგა ფეხი, როდესაც სერია ბ- ში, რამდენიმე მატჩი ჩაატარა. ამის შემდეგ კი დაიწყო დელ პიეროს ერა “იუვენტუსში”, სადაც მისვლისთანავე დიდი წვლილი შეიტანა გუნდის გაჩემპიონებაში. პინტურიკიო (მისი ზედმეტსახელი) გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. ლამაზი თამაშის, მნიშვნელოვანი და საუცხოო გოლების წყალობოთ იგი ტიფოზების საყვარელი ფეხბურთელი გახდა. “იუვესთან’ ერთად მოგებული “სერია ა”, “ჩემპიონთა ლიგა” იტალიის თასი, სუპერთასი და შემდეგ უმძიმესი ტრავმა,- ბევრი ფეხბურთელი ამ დროს ფეხბურთის თამაშს თავს ანებებს, ან ძველებურად ვეღარ აგორებს ბურთს, თუმცა დელ პიეროს შემთხვევაში ასე არ მომხდარა. . . 2007 წლის 13 თებერვალს შედგა ალექსის მიერ დაწერილი წიგნის პრეზენტაცია “10+, ჩემი სამყარო ჩემს ნომერში”, რომელშიც ასე იხსენებს იმ მომენტს: “სტადიონი “ფრიული” უდინეში, ჩვენ ვართ პირველ ადგილზე სატურნირო ცხრილში, ანგარიში 2-1 ჩვენს სასარგებლოდ. ახლა მე ყველაფერს ვხვდები, ვხვდები, რომ არ ყოფილა არანაირი საჭიროება იმ ბურთისთვის ბრძოლაში ჩაბმისა, რამეთუ ამით მატჩის მსვლელობა მაინც არ შეიცვლებოდა. თუმცაღა ფეხის ერთი მოძრაობა და ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. გაიყო ორ ნაწილად – მანამდე და მას შემდეგ. . . საავადმყოფოში ყოფნის დროს ბევრს ვფიქრობდი შევძლებდი თუ არა მომავალში თამაშს, მაშინ ძალიან დამეხმარნენ გულშემატკივრები, უამრავი წერილი მომდიოდა. ერთ-ერთში ეს ეწერა: “ალექს, შენ ჩემს შვილს ძალიან უყვარხარ, გაღმერთებს, უნდა დაბრუნდე. ის ჯერ ძალიან პატარაა და ნუ დასწყვეტ გულს.”

პინტურიკიო დაბრუნდა და ძველებურადაც ათამაშდა. კვლავ მოიგო ტიტულები “იუვესთან” ერთად, ამის გარდა იტალიის ნაკრების წამყვანი მოთამაშე გახდა, სადაც გულშემატკივრების საყვარელი ფეხბურთელი, რობერტო ბაჯო ჩაანაცვლა. ის იტალიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. როგორც თვითონ ამბობს, ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონობაა, რომლის ნახევარფინალში მასპინძელ გერმანიასთან გემახსოვრებათ, 120+1 წუთზე როგორი ლამაზი ბურთი გაიტანა.

იშვიათია ამდენი საქებარი სიტყვა მოისმინო ფეხბურთელის მიმართ, რამდენსაც ალექსზე ვისმენთ. “ზოგი ამბობს, რომ მსოლფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მარადონაა, ზოგი – პელეს ასახელებს… მე ყველა ჩამოთვლილ ფეხბურთელს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მათ შორის საუკეთესოდ დელ პიეროს ვაღიარებ,” – ასე შექაო დიდმა ფრანგმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა ერთ დროს მისი თანაგუნდელი. მას სხვადასხვა ინტერვიუში, ხშირად უთქვამს “იუვენტუსიდან” იმიტომ წავიდა, რომ იქ იყო მხოლოდ ერთი – დელ პიერო და სხვას არ შეეძლო მისი შეცვლა. ალექსს ახასიათებენ, როგორც კარგ ფეხბურთელს ასევე, როგორც კარგ პიროვნებას და ერთგულ ადამიანს. დღეს თანამედროვე ფეხბურთში ბევრია ვინც კარგი თამაშით თუ ვერა სკანდალური განცხადებებით ან ქმედებებით ამახსოვრებენ თავს ფეხბურთის მოყვარულებს. დელ პიეროს ეს არ ეხება, ის არ ჩანს, მაგრამ ყველას ახსოვს. მისი ერთგულება, კი მაშინ გამოჩნდა, როცა “კალჩიოპოლის” სკანდალის შემდეგ “იუვენტუსი” “სერია “ბ-ში” დააქვეითეს, მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელმა არ მიატოვა იმ მძიმე ჟამს გუნდი და მათ შორის იყო პინტურიკიო. მისმა კარგმა თამაშმა მეორე წელსვე დააბრუნა “იუვენტუსი” უმაღლეს ლიგაში, სადაც “ბებერმა ქალბატონმა” მე-3 ადგილი დაიკავა, შემდეგ კი იყო ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაც და დელ პიეროს საუცხოო ორი თამაში (3 გოლი გაიტანა) მადრიდის “რეალთან”.

დღეს ალექსი უკვე 37 წლისაა. “იუვენტუსის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ის, ბოლო სეზონს ატარებს შავ-თეთრების რიგებში. სავარაუდოდ ამერიკაში განაგრძობს კარიერას, თუმცა ბევრს ვერ წარმოუდგენია სხვა ფორმაში გამოწყობილი დელ პიერო, ვერც “იუვენტუსი” წარმოუდგენიათ დელ პიეროს გარეშე. ბევრი ხომ ამ გუნდს სწორედ პინტურიკიოს გამო გულშემატკივრობდა. ის ერთი და განუმეორებელი ნამდვილი “იუვენტინოა”.

მასზე საუბარს ერთ-ერთ საიტზე დაწერილი კომენტარით დავასრულებ: “ეს არის კაცი, რომელსაც ტაში დაუკრეს და ფეხზე წამოუდგნენ მოწინააღმდეგის ფანები. . . და ეს მოხდა სანტიაგო ბერნაბეუზე, კამპ ნოუზე, ოლდ ტრაფორდზე, ენფილდზე, ჰაიბერიზე, მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე, ვესტფალენშტადიონზე, ამსეტრდამ არენაზე და სან სიროზე… ამით ყველაფერი ნათქვამია. . . “

გიორგი ბაბუნაშვილი

64 thoughts on “გვიყვარხარ, ალექს!

    1. ჯერჯერობით არცერთი პრესტიჟული გამოცემა და სანდრო წყარო მაგ ინფორმაციას არ ადასტურებს, ამ ეტაპზე ჭორის დონეზეა ეგ ამბავი მარა საფუძველს მოკლებული ნამდვილად არაა, უახლოეს მომავალში ყველაფერი გახდება ცნობილი

  1. მე მრავალჯერ მითქვამს და ახლა კიდევ ერთხელ ვიტყვი!!!

    დაახლოებით 9 ცლის ვიყავი ფეხბურთის ყურება რომ დავიწყე სერიოზულად და მაშინ 94 წელი იყო და იუვე ძაან სერიოზული გუნდი იყო დ ამ სერიოზულ გუნდში გამოჩნდა სერიოზული ახალგაზრდა ტალანტი დელპოს სახით, მან და იუვემ მთლიანად დაიპყრო ჩემი სიყვარული ამ გუნდის მიმართ და დელპო კი არ ვიცი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს რა თქმა უნდა ფეხბურთში, და მე ძალიან ძალიან მტკივა გული იუვედან ასე დაუფასებლად უშვებენ ამ ლეგენდას იგი ხომ ამ გუნდის სისხლი და ხორცია. მოკლედ მე ერთი რამ ვიცი დღეს რომ ფეხბურთი სიგიჟემდე მიყვარს ეს არის ალექსის დამსახურება და მადლობა მას ამ უდიდესი სიამოვნების მონიჭებისთვის.
    ალექს შენ სადა არ უნდა წახვიდე და რომელ გუნდშიც არ უნდა ითამაშო არა მარტო იუვენტუსის არამედ მთელი მსოფლიოს ლეგენდა ხარ.

  2. სკუდეტოოო და თასი უნდა მოიგოს ალემ იუვესთან ერთად ბოლო სეზონში და ისე წავიდეს :)

    ძალიან მოგვენატრება :(

  3. ადამიანს რომელსაც კლუბის ისტორიში ყველაზე მეტი რეკორდი აქვს ამდენი რეკორდი ერთ გუნდში არც ძანეტის, არც მალდინის, არც გიგზს, არც ჰენტოს და არც არავის არ აქვს
    1) ყველაზე მეტი სეზონი – 19
    2) ყველაზე მეტი მატჩი – 693
    3) ყველაზე მეტი გოლი – 287
    4) ყველაზე მეტი ტიტული – 17
    5) ყველაზე მეტი მატჩი კაპიტნით –
    6) ყველაზე მეტი გოლი კაპიტნით –
    7) ევრო ტურნირების რეკორდსმენი მატჩებით – 130
    8) ევრო ტურნირების რეკორდსმენი გოლებით – 55
    9) ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი მატჩებით – 92
    10) ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი გოლებით – 45
    11) ევრო ტურნირების ფინალებში გატანილი გოლებით – 5
    12) ყველაზე მეტ გუნდს სერია ა-შ გაუტანა გოლი – 37
    13) ყველაზე მეტი დუბლი – 42
    14) ყველაზე მეტი გატანილი პენალტი – 50
    15) ყველაზე მეტი გოლი + პასი –
    16) ყველაზე მეტჯერ ევრო ტურნირების მონაწილე – 16
    17) ყველაზე მეტი ქულა იუვეში –
    18) ყველაზე მეტი ქულა სერია ა-ში –
    19) 9 და მეტი გოლი ერთ გუნდს გაუტანა – 7
    20) ყველაზე მეტი წუთი მოედანზე – 48 500
    21) რაც იუვეში ირიცხება გუნდმა ჩაატარა ყველაზე მეტი მატჩი – 930
    22) რაც იუვეში ირიცხება გუნდმა მოიგო ყველაზე მეტი მატჩი – 512
    23) რაც იუვეში ირიცხება გუნდმა გაიტანა ყველაზე მეტი – 1595
    24) ყველაზე დიდი ხნით ატარებს კაპიტნის სამკლავურს – 1999 წლიდან
    25) ტრეზეგესთან ერთად სერია ა-ს რეკორდსმენი სეზონში 41 გოლი.
    ამის გარდა კიდევ აქვს დამყარებული რამოდენიმე რეკორდი ასევე მასვე ეკუთვნის ევროპის ჩემპიონატებზე იტალიელ მოთამაშეთა შორის ყველაზე მეტი 13 მატჩი.

  4. სგსგ და უდიდესი მადლობა ავტორს, ამ კაცის გული შავთეთრია და სადაც არ უნდა წავიდეს მაინც შავთეთრი დარჩება, ის ყოველთვის იქნება იუვეს ლეგენდა და სადაც არ უნდა ითამაშოს თუ გააგრძელოს სამწრთვნელო კარიერა მაინც მეყვარება. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ავტორს :forza: :forza: :forza: :forza:

  5. http://www.youtube.com/watch?v=zw1QyoW9PTE&feature=related
    ეს გოლი არასდროს დამავიწყდება, რეალი ყველაზე მეტად არ მევასება და ამ დღეს ვინც შემხვდა 100% დან 90% მეუბნებოდა რეალი მოიგებსო და მეორე დღეს უნდა ენახეთ, ისე დავდიოდი, როგორც იმპერატორი სენასტში :mrgreen:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.