ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გვიყვარხარ, ალექს!

1993 წლის 12 სექტემბერი იყო, “ფოჯა” – “იუვენტუსი” 1-1 ერთი ჩვეულებრივი დღე, იტალიის ჩემპიონატის მეოთხე ტური. ბევრისთვს ეს თამაში დასამახსოვრებელი გახდა არა იმიტომ, რომ “დიდმა იუვენტუსმა” “ფოჯა” ვერ დაამარცხა, არამედ სწორედ ამ მატჩში გამოვიდა შეცვლაზე, რამდენიმე თვით ადრე “პადოვადან” ნაყიდი, იმ დროისთვის ყველასთვის უცნობი ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო…

შეხვედრის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე “იუვეს” მწვრთნელმა ჯოვანი ტრაპატონიმ სათადარიგოთა სკამისკენ გაიხედა და გაისმა სიტყვები: “ალექს, მოედანზე გადიხარ!” მას შემდეგ თვრამეტ წელიწადზე მეტი გავიდა, ის ახალგარდა შეცვლაზე შემოსული ბიჭუნა დღეს მთელ მსოფლიოში უყვართ და აფასებენ, როგორც უდიდეს ფეხბურთელს და პიროვნებას. . . “

ალესანდრო კონელიანო ვენტოში ერთ ჩვეულებრივ იტალიურ ოჯახში დაიბადა. მამა ელექტრიკოსი გახლდათ, დედა – დიასახლისი. მისი უფროსი ძმა პროფესიონალი ფეხბურთელი იყო, ფეხბურთის თამაში პატარა დელ პიეროსაც უყვარდა და შვიდ წლამდე ადგილობრივ “სან ვენდემიანოში” თამაშობდა, ალექსი ფიზიკურად სუსტი იყო და მეკარის პოზოციაზე განაწესეს. დედის აზრით, ასე უფრო დაცული იქნებოდა ტრავმებისგან. თუმცა, სტეფანო მალე მიხვდა, რომ უმცროს ძმას შეტევაში ჩართვა უკეთ ეხერხებოდა და ყმაწვილმა დელ პიერომაც მალე შიცვალა პოზიცია.

13 წლის ასაკში ალექსმა მშობლიური მხარე დატოვა და “პადოვაში” გადავიდა სათამაშოდ. პროფესიონალურ ფეხბურთში 1991 წელს შედგა ფეხი, როდესაც სერია ბ- ში, რამდენიმე მატჩი ჩაატარა. ამის შემდეგ კი დაიწყო დელ პიეროს ერა “იუვენტუსში”, სადაც მისვლისთანავე დიდი წვლილი შეიტანა გუნდის გაჩემპიონებაში. პინტურიკიო (მისი ზედმეტსახელი) გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. ლამაზი თამაშის, მნიშვნელოვანი და საუცხოო გოლების წყალობოთ იგი ტიფოზების საყვარელი ფეხბურთელი გახდა. “იუვესთან’ ერთად მოგებული “სერია ა”, “ჩემპიონთა ლიგა” იტალიის თასი, სუპერთასი და შემდეგ უმძიმესი ტრავმა,- ბევრი ფეხბურთელი ამ დროს ფეხბურთის თამაშს თავს ანებებს, ან ძველებურად ვეღარ აგორებს ბურთს, თუმცა დელ პიეროს შემთხვევაში ასე არ მომხდარა. . . 2007 წლის 13 თებერვალს შედგა ალექსის მიერ დაწერილი წიგნის პრეზენტაცია “10+, ჩემი სამყარო ჩემს ნომერში”, რომელშიც ასე იხსენებს იმ მომენტს: “სტადიონი “ფრიული” უდინეში, ჩვენ ვართ პირველ ადგილზე სატურნირო ცხრილში, ანგარიში 2-1 ჩვენს სასარგებლოდ. ახლა მე ყველაფერს ვხვდები, ვხვდები, რომ არ ყოფილა არანაირი საჭიროება იმ ბურთისთვის ბრძოლაში ჩაბმისა, რამეთუ ამით მატჩის მსვლელობა მაინც არ შეიცვლებოდა. თუმცაღა ფეხის ერთი მოძრაობა და ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. გაიყო ორ ნაწილად – მანამდე და მას შემდეგ. . . საავადმყოფოში ყოფნის დროს ბევრს ვფიქრობდი შევძლებდი თუ არა მომავალში თამაშს, მაშინ ძალიან დამეხმარნენ გულშემატკივრები, უამრავი წერილი მომდიოდა. ერთ-ერთში ეს ეწერა: “ალექს, შენ ჩემს შვილს ძალიან უყვარხარ, გაღმერთებს, უნდა დაბრუნდე. ის ჯერ ძალიან პატარაა და ნუ დასწყვეტ გულს.”

პინტურიკიო დაბრუნდა და ძველებურადაც ათამაშდა. კვლავ მოიგო ტიტულები “იუვესთან” ერთად, ამის გარდა იტალიის ნაკრების წამყვანი მოთამაშე გახდა, სადაც გულშემატკივრების საყვარელი ფეხბურთელი, რობერტო ბაჯო ჩაანაცვლა. ის იტალიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. როგორც თვითონ ამბობს, ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონობაა, რომლის ნახევარფინალში მასპინძელ გერმანიასთან გემახსოვრებათ, 120+1 წუთზე როგორი ლამაზი ბურთი გაიტანა.

იშვიათია ამდენი საქებარი სიტყვა მოისმინო ფეხბურთელის მიმართ, რამდენსაც ალექსზე ვისმენთ. “ზოგი ამბობს, რომ მსოლფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მარადონაა, ზოგი – პელეს ასახელებს… მე ყველა ჩამოთვლილ ფეხბურთელს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მათ შორის საუკეთესოდ დელ პიეროს ვაღიარებ,” – ასე შექაო დიდმა ფრანგმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა ერთ დროს მისი თანაგუნდელი. მას სხვადასხვა ინტერვიუში, ხშირად უთქვამს “იუვენტუსიდან” იმიტომ წავიდა, რომ იქ იყო მხოლოდ ერთი – დელ პიერო და სხვას არ შეეძლო მისი შეცვლა. ალექსს ახასიათებენ, როგორც კარგ ფეხბურთელს ასევე, როგორც კარგ პიროვნებას და ერთგულ ადამიანს. დღეს თანამედროვე ფეხბურთში ბევრია ვინც კარგი თამაშით თუ ვერა სკანდალური განცხადებებით ან ქმედებებით ამახსოვრებენ თავს ფეხბურთის მოყვარულებს. დელ პიეროს ეს არ ეხება, ის არ ჩანს, მაგრამ ყველას ახსოვს. მისი ერთგულება, კი მაშინ გამოჩნდა, როცა “კალჩიოპოლის” სკანდალის შემდეგ “იუვენტუსი” “სერია “ბ-ში” დააქვეითეს, მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელმა არ მიატოვა იმ მძიმე ჟამს გუნდი და მათ შორის იყო პინტურიკიო. მისმა კარგმა თამაშმა მეორე წელსვე დააბრუნა “იუვენტუსი” უმაღლეს ლიგაში, სადაც “ბებერმა ქალბატონმა” მე-3 ადგილი დაიკავა, შემდეგ კი იყო ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაც და დელ პიეროს საუცხოო ორი თამაში (3 გოლი გაიტანა) მადრიდის “რეალთან”.

დღეს ალექსი უკვე 37 წლისაა. “იუვენტუსის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ის, ბოლო სეზონს ატარებს შავ-თეთრების რიგებში. სავარაუდოდ ამერიკაში განაგრძობს კარიერას, თუმცა ბევრს ვერ წარმოუდგენია სხვა ფორმაში გამოწყობილი დელ პიერო, ვერც “იუვენტუსი” წარმოუდგენიათ დელ პიეროს გარეშე. ბევრი ხომ ამ გუნდს სწორედ პინტურიკიოს გამო გულშემატკივრობდა. ის ერთი და განუმეორებელი ნამდვილი “იუვენტინოა”.

მასზე საუბარს ერთ-ერთ საიტზე დაწერილი კომენტარით დავასრულებ: “ეს არის კაცი, რომელსაც ტაში დაუკრეს და ფეხზე წამოუდგნენ მოწინააღმდეგის ფანები. . . და ეს მოხდა სანტიაგო ბერნაბეუზე, კამპ ნოუზე, ოლდ ტრაფორდზე, ენფილდზე, ჰაიბერიზე, მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე, ვესტფალენშტადიონზე, ამსეტრდამ არენაზე და სან სიროზე… ამით ყველაფერი ნათქვამია. . . “

გიორგი ბაბუნაშვილი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

64 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
DeLpO
12 years ago

სიტყვები არ მყოფნის :((( დელპო უფრო მეტია ვიდრე ფეხბურთელი და ვიდრე ადამიანი.

d a v i d
12 years ago

იმედია ხელმძღვანელობა ერთ საჩუქარს გაგვიკეთებს და ერთი წლით კიდო დატოვებენ :love: ძაან მაგარი სტატიაა გენაცვალეეეთ :love: ფორცა იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე :love: :love: :love: :love: :love:

Vaxooo
12 years ago

უკომენტაროდ, რადგან ამ სტატიაში ყველაფერია ნათქვამი!!!
ალექს, შენ მუდამ იქნები ჩვენს გულებში :love:

Juve10
12 years ago
Reply to  Vaxooo

:D:D კი არ კვდება რაიყო ტოო )))) :forza: :forza:

საბა შიოშვილი
Reply to  Juve10

:facepalm:

Vaxooo
12 years ago

:euf: :buhee:

mesdel
12 years ago

ლეგენდარული პინტორიკიო სულ მემახსოვრება შენი ფენომენალური და შედევრული გოლები თუ გადაცემები ალექს დელპიერო (((((((

12 years ago

http://www.facebook.com/pages/Alessandro-Must-Stay-In-Turin/312414642110615
ეა 1. 000. 000-მდე რო ავა მაროტას უნდა დავახიო თავზე :lool:

12 years ago
Reply to 

უფრო სწორად ანიელის, მაროტა რა შუაშია :lool:

giorgi-10
12 years ago

:forza: ჩვენი ჩემპიონი :) აუ მილანელებთან რა დეპრესიაა :blin:

mishka gogrichiani
12 years ago

მართლაც რომამის გამო დაბუფონის გამო შემიყვარდა იუვე და იტალიის ნაკრები :forza: :italy:

snuff-juve
12 years ago

:up: :up:

lasha khvichia
12 years ago

დელ პიეროს და ბუფონის გამო იტალია
და ნედვედის გამო ჩეხეთი მვასებოდა მაგრად: ) ნუ უფრო ნედვედი მევასებოდა: ) :forza: :forza:

shot10
12 years ago

სანტიაგო ბერნაბეუზე, კამპ ნოუზე, ოლდ ტრაფორდზე, ენფილდზე, ჰაიბერიზე, მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე, ვესტფალენშტადიონზე, ამსეტრდამ არენაზე და სან სიროზე… ამით ყველაფერი ნათქვამია. . . “

მართლაც რომ ეგრეა! :love: “უბერებელი, მარად მებრძოლი ხარი”!

12 years ago

:love:

vako-10
12 years ago

grande ale :forza: :forza:

jjj jjj
12 years ago

:love: ალეეეეეეეე

NEDVEDA11..
12 years ago

:juvee:

G M
G M
12 years ago

:love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love:

gio lortkipanidze
12 years ago

აუ როგორ მიყვარს ეს კაცი .. არამგონია ამასავით ვინმემ შემაყვაროს თავი :love: :love: :love:

dito chanturia
12 years ago

jruantelma damiara gansakutrebit bolo sityvebis dros :forza: :forza: martla dznelia warmoidgino iuve depieros garshe da piriqit magram albat droa ro is wavides da 1-2 weliwadshi isev dagvibrundes

valeri tokhadze
12 years ago

აბა რაა N1 -ია უდავოდ

tabajuventino
12 years ago

:love: :love: :love: :juventus:

shalalo demuria
12 years ago

და კიდევ ტუტჯუვეზე წერია არ უნდათო კაპელოს დაბუნება ფანატესბ და ვიგაც ჟურნალისტი წერს კონტე გვინდა და არა კაპელო.. სათაური ესეთია : არა კაპელოს დაბრუნებას… მე მაგრად მინდა თქვენ რას ფიქრობთ ? ოგონდ მწვრტნელად არაა, რამის დირექტორად ან რამე.. მწვრტნეალდ კონტეს ხელი არ ახლონ თორეე გავგიჟდები :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad: :mad:

shalalo demuria
12 years ago

იუვეს გული,სული და საერთოდ მთელი იუვე. :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

ტუტოჯუვეზე ცერია შეიძლება გადაიდოსო ბოლონიასტან თამაში, რამე პოსტი დადეთ რა.. და ჩემი კომენტარები რატო იშლება ? ? ?

fenomeno vero <3
12 years ago

zidanes vetanxmebi,del piero N 1 fexburtelia :love: :love: :love: yvelaze magrad miyvars :love: kai statiaa :up: :modee:

12 years ago

მაგარია

merke
12 years ago

ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი…

Di Francesco # 1
12 years ago

ალექსა :love: :juventus:

Gio Darja
12 years ago

“ეს არის კაცი, რომელსაც ტაში დაუკრეს და ფეხზე წამოუდგნენ მოწინააღმდეგის ფანები. . . და ეს მოხდა სანტიაგო ბერნაბეუზე, კამპ ნოუზე, ოლდ ტრაფორდზე, ენფილდზე, ჰაიბერიზე, მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე, ვესტფალენშტადიონზე, ამსეტრდამ არენაზე და სან სიროზე… ამით ყველაფერი ნათქვამია. . .“

:love: :love:

TATO asanidze
12 years ago

ალექსანდრე დელ პიერო უდიდესია!!!!!

| Newsphere by AF themes.
64
0
Would love your thoughts, please comment.x