ესტიგარიბია: ” პიროვნული ძალა ვაჩვენეთ “
მარსელო ესტიგარიბიამ გუშინდელ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების გამო კმაყოფილება გამოთქვა. პარაგვაელი “მილანის” წინაააღმდეგ ნახევარფინალში ძირითად შემადგენლობაში ირიცხებოდა და საკმაოდ კარგი ფეხბურთის ჩვენებაც შეძლო: “ურთულესი მატჩი იყო ურთულეს სტადიონზე. მაგრამ ჩვენ ერთიანი, ძლიერი გუნდის სახე და პიროვნული ძალა ვაჩვენეთ. ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან ვპროგრესირდი, ამისთვის მინდა ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს დიდი მადლობა გადავუხადო, პირადად მეც ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე. ჯერაც მჭირდება სრულყოფა, თუ მომავალში სერიოზული მიზნის მიღწევა მსურს. კასერესი? მისი ტიპის ფლანგელისთვის გუნდში ადაპტაცია რთული არაა, ძლიერი ხასიათი აქვს და თანაგუნდელთა დასახმარებლად ყოველთვის მზადაა. გასახდელში უაღრესად ბედნიერი ჩანდა, გოლის გატანა თავის პირველ შეხვედრაშიც შეძლო 2009 წელს, ახლა კი საერთოდ დუბლი შეასრულა. ” -აცხადებს ესტიგარიბია.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
შრომისმოყვარეა. შეუძლია დაამტკიცოს რომ გამოსყიდვა ღირს, ვნახოთ რას იზამს

მამენტ წინა თამაშში კონტეს ელია უნდა შემოეყვანა მეორე ტაიმში ამის მაგივრად
ჩემი იუვე:)
ესტიგერიბია
უნდა გამოვისყიდოთთთთთთთთთთთთთ
ძალიან შრომისმოყვარეა და ბევრს ცდილობს…მე მჯერა მისი
ეს მაგარი კაცია :)