ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო : “კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი”

ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანი, ალესანდრო დელ პიერო “მილანის” წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებას კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს.შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს ანტონიო კონტეს შეგირდებმა იტალიის მოქმედ ჩემპიონს მილანში სძლიეს და საპასუხო მატჩის წინ სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს : “როსონერის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საკუთარ ძალებში დარწმუნებულნი ვართ.სან სიროზე წარმატების მიღწევა ნებისმიერი გუნდისთვის რთულია, მაგრამ წინ მეორე შეხვედრაა და ამიტომ ვთვლი, რომ ჯერ მხოლოდ გზის ნახევარი გვაქვს გავლილი.საქმის დასრულება საკუთარ მოედანზეა საჭირო, სტუმრად 1-2 დიდ გარანტიებს არ იძლევა.რა თქმა უნდა, სერიოზული განაცხადი გავაკეთეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მიზნამდე დიდი მანძილია.ახლა საკუთარი თავში რწმენა გაიზარდა, რადგან სან სიროზე ღირსეულად ვიასპარეზეთ.” – აცხადებს ბიანკონერების კაპიტანი თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

წყარო : Football Italia

7 thoughts on “დელ პიერო : “კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.