ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯაკერინი : “გადამწყვეტი თვე”

“ეს თვე გადამწყვეტია”. ემანუელე ჯაკერინი – ყოჩაღი ბიჭუნა, რომელიც სიმართლეს თვალს უსწორებს და აცხადებს, რომ მიმდინარე თვე ძალიან ბევრ რამეს გადაწყვეტს : “ორი გადადებული შეხვედრა, პლიუს იტალიის თასის მატჩი, მართლაც გადატვირთული გრაფიკია, თუმცა გადამწყვეტი”. იტალიელმა ნახევარმცველმა დღევანდელი ვარჯიშის მერე ინტერვიუ Sky Sport – ს მისცა.ბიანკონერებს “ბოლონიასთან” მატჩი უნდა გაემართათ, თუმცა დიდთოვლობის გამო იგი გაუქმდა : “უკვე გუშინ, “პარმასთან” დაპირისპირებისთვის მზადება დავიწყეთ.”

“უდინეზესთან” მოპოვებული სამი ქულით “მილანმა” ტურინის “იუვენტუსს” ორი ქულით გაასწრო, თუმცა ბიანკონერების ორი შეხვედრა თადარიგში აქვთ : “მატჩს ვუყურე და მინდა ავღნიშნო, რომ როსონერი ჩემპიონატის ღირსეული ფავორიტია.სიმართლე გითხრათ, მეტოქეები არ მაინტერესებს, მხოლოდ ჩემს კლუბზე ვფიქრობ.”

“ახლოვდება ის პერიოდი, როცა მაქსიმალურად უნდა გამოვავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები, გუნდი მზად არის.მწვრთნელი “იუვენტუსის” ნამდვილი ლიდერია, მისთვის ყველა ფეხბურთელი თანაბარი უფლებით სარგებლობს და თითოეულმა მათგანმა იცის, მთავარი გამარჯვებაა.ვფიქრობ, ეს მოედანზე უკეთ სჩანს, ფეხბურთელები, რომლებსაც ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდათ, ახლა წარმატებულად ასპარეზობენ.გუნდში ბევრი პროფესიონალია და მიუხედავათ მატჩების დიდი რაოდენობისა, “იუვე” დაკისრებულ მოვალეობებს წარმატებით ართმევს თავს.” – განაცხადა ჯაკერინიმ.

წყარო : Juventus.com

88 thoughts on “ჯაკერინი : “გადამწყვეტი თვე”

  1. მაგი სხვა საქმეა მე ვიძახი რო ლიგაზე მესამე გუნდად ინტერი უნდა გავიდეს, იმიტორო სხვას არცერთ არ შეუძლია ინტერზე მეტი გააკეთოს ამ ეტაპზე

    1. კალჩოპოლის დამსახურებაა ახლა ინტერს 18 რო უწერია სკუდეტოების რაოდენობა და ლიგა 3 კიდე და ჩვენ რო 5 წელი დაგვჭირდა გუნდს დავსგავსებოდით

      ამის შემდეგ ინტერზე მეტად ცხოვრებაში რო არაფერი არ მეზიზღება და მაგათ ამოწყვეტას რო ველოდები ყოველდღიურად და ერთი სული მაქვს სერია დ/1-ში როდის დავინახავ, რა არის მაგაში გასაკვირი

      თუმცა ამ ეტაპზე მათი ლიგაზე ვერგასვლაც სასვებით დამაკმაყოფილებს

  2. 3 გუნდი რო გადის წელს ლიგაზე იტალიიდან უნდა გაგვიხარდეს, იუვეს არ ეხება ხო? მე კიარა ბუფონი და დელპიერო უგულშემატკივრებს იტალიურ ნებისმიერ გუნდს ლიგაზე და ჩემგან რა გიკვირს?

  3. 1juve

    და ლიგაზე შანსები რო აქვთ მერე ჩვენთვის რა არის ეგ, არც არაფერი. მე იუვენტუსის გულშემატკივარი ვარ, დანარჩენი იტალია საერთოდაც არ მაინტერესებს, მითუმეტეს ინტერი

  4. ბუნდესკვერცხებს ვერ ვიტან და ვერც პრინტერს მაგათ სანათესაოს გადაურბინა ტიტველმა დელპიერომ :mad:
    ფორზა იუვე :forza: ფორზა იტალია :italy: ფორზა პეპე :lool:

  5. all_you_need_is_love
    გლადბახს უყუროს პლატინიმ :lool: მე მაგის ყურებას არ ვაპირებ თუ მანდამაინ ფინალში არ გავია :lool: იქნება ვინმე სხვაც ნორმაულური და იმას ვუყურებ

    1. ვერაფერს ვერ მიაღწევენ ბუნდესლიგელები…უბრალოდ ლიგაზე 4 ადგილის დაბრუნება ასე უბრალოდ არ წყდება…ამას ალბათ 4-5 წელი დაჭირდება

  6. დღეს მარტვილის მერანიც კი უგებს დინამოს მარა არ გამოდის მარტვილი და არ იძახის დინამოს ვჯობივარო, იგივე უნდა გააკეთოს ბუნდესლიგამაც, დროებითია 4 გუნდი ლიგაზე

  7. მე უბრალოდ ის აღვნიშნე რომ დორტმუნდი მართლა დიდი გუნდია,ნუ მართალია იუვეს და მილანის დონის არა მაგრამ…ინტერზე და რომაზე მეტი ნამდვილად ააქვს მიღწეული

  8. all_you_need_is_love
    ის ათი გუნდი ვინც ჩამოვწერე, ბუნდესლიგს ჯობია თავის ისტორიიან მომავლიანად :chuvak:
    ჯერ მარტო სახელები და ტიტულები უნდა შეადარო როცა შედარებას იწყებ, აბა რა არი სხვა ფეხბურთი ეს ორი რაღაცაა მთავარი სახელი და ტიტული
    ამ საკითხში ბუნდესლიგა მინიმუმ 2 საუკუნე ვერც გაეკარება იტალიას საკლუბო დონეზე, სანაკრებოზეც ორივეს ღირსეული ნაკრებები ყავს მარა იტალია ჯობია თან ბევრად

  9. აქ ამას ამტკიცებენ რო ბუნდესლიგა ჯობიაა?…სისულელეა….ნაპოლი,პალერმო,უდინეზე,ჯენოა,ფიორენტინა…ამათ ჰანოვერი და ჰოფენჰაიმი მოუგეებს? :lool: :lool: :lool: :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.