ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯაკერინი : “გადამწყვეტი თვე”

“ეს თვე გადამწყვეტია”. ემანუელე ჯაკერინი – ყოჩაღი ბიჭუნა, რომელიც სიმართლეს თვალს უსწორებს და აცხადებს, რომ მიმდინარე თვე ძალიან ბევრ რამეს გადაწყვეტს : “ორი გადადებული შეხვედრა, პლიუს იტალიის თასის მატჩი, მართლაც გადატვირთული გრაფიკია, თუმცა გადამწყვეტი”. იტალიელმა ნახევარმცველმა დღევანდელი ვარჯიშის მერე ინტერვიუ Sky Sport – ს მისცა.ბიანკონერებს “ბოლონიასთან” მატჩი უნდა გაემართათ, თუმცა დიდთოვლობის გამო იგი გაუქმდა : “უკვე გუშინ, “პარმასთან” დაპირისპირებისთვის მზადება დავიწყეთ.”

“უდინეზესთან” მოპოვებული სამი ქულით “მილანმა” ტურინის “იუვენტუსს” ორი ქულით გაასწრო, თუმცა ბიანკონერების ორი შეხვედრა თადარიგში აქვთ : “მატჩს ვუყურე და მინდა ავღნიშნო, რომ როსონერი ჩემპიონატის ღირსეული ფავორიტია.სიმართლე გითხრათ, მეტოქეები არ მაინტერესებს, მხოლოდ ჩემს კლუბზე ვფიქრობ.”

“ახლოვდება ის პერიოდი, როცა მაქსიმალურად უნდა გამოვავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები, გუნდი მზად არის.მწვრთნელი “იუვენტუსის” ნამდვილი ლიდერია, მისთვის ყველა ფეხბურთელი თანაბარი უფლებით სარგებლობს და თითოეულმა მათგანმა იცის, მთავარი გამარჯვებაა.ვფიქრობ, ეს მოედანზე უკეთ სჩანს, ფეხბურთელები, რომლებსაც ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდათ, ახლა წარმატებულად ასპარეზობენ.გუნდში ბევრი პროფესიონალია და მიუხედავათ მატჩების დიდი რაოდენობისა, “იუვე” დაკისრებულ მოვალეობებს წარმატებით ართმევს თავს.” – განაცხადა ჯაკერინიმ.

წყარო : Juventus.com

88 thoughts on “ჯაკერინი : “გადამწყვეტი თვე”

  1. ამას ვინ იძახის :)…ბუნდესლიგა სერა A ს ვერასოდეს აჯობებს…ეგ ვინა თქვაა :lool: :lool: …ბუნდესლიგას რო ლიგაზე უფრო მეტი ადგილი აქვს ეს ბერლუსკონის,მორატის და მოჯის ბრალია და არა იმისი რო უფრო ძლიერები არიან…:)…სერი A ბუნდესლიგას კი არა პრიმერასაც ჯობია და პრემიერლიგასაც უტოლდება…

  2. არა რო იძახით ბუნდესლიგა იტალიას ჯობიაო, რითი ის მაინც თქვით
    ჯერ 20 გუნდიანი გახადონ ჩემპიონატი და მერე შეგვედარონ :chuvak:
    1 იუვე
    2 მილანი
    3 ინტერი
    4 რომა
    5 ნაპოლი
    6 უდინეზე
    7 ლაციო
    8 პალერმო
    9 ფიორენტინა
    10 ჯენუა
    გერმანიიდან ჩამოწერეთ 10 ასეთი დონის გუნდი (გინდათ სახელებით გინდათ ტიტულებით და გინდათ ახლანდელი მდგომარეობით) და მერ ვილაპარაკოთ ვინ ვის ჯობია
    მარა ვერ ჩამოწერთ მარტივი მიზეზის გამო, იმიტორო არ არსებობს :chuvak: :chuvak: :chuvak:
    :italy: :achuu: :italy:

  3. რა შემიძლია ვთქვა გერმანულ ფეხბურთზე…იქ იშვიათად თამაშობენ მსოფლიო დონი ვარსკვლავები,მაგრამ ისინი ყოველტვის კარგ ფეხბურთს თამაშობენ,ძალისმიერ,აგრესიულ და თავდადებულ ფეხბურთ,თან არც თუ ისე იშვიათად სანახაობრივსაც…ნუ ბავარიას გარდა მსოფლიო გრანდი მართლა არა ყავთ ეს სიმართლეა

  4. Darja
    და შედეგი რა მაგითი? არ განადგურდება ბარსასტან ტორტმუნდი( თუ ვინცაა აღარ მახსოვს)
    რაოდენობა საერთოდ არ ნიშნავს ხარისხს
    წელს ნაპოლი ბავარიას გარდა ყველა გერმანული კლუბის ნაკრებს მოუგებს ერთად

  5. გლადბახი არ ვიცი და დორტმუნდის ბორუსიას რომას და ინტერს ნუ შეადარებთ…ცოტა ახლო წარსულში გადახედეთ ფეხბურთის ისტორიას და ნახავთ დორტმუნდი რა გუნდი იყო…ყოველშემთხვევაში ინტერს ყოველთვის ჯობდა…ცნობისათვის 1996-97 წლების სეზონში ლიგის ფინალში სწორედ დორტმუნდთან წააგო იუვემ 4-1

    1. დორტმუნდი ინტერთან ტიტულებით ახლოც ვერ მივა, ერთადერთხელ აქვს ლიგა მოგებული, ისიც იუვეს მოუგო ფინალში, ოღონდ 4:1 არა, 3:1, თან ცოტა საეჭვო თამაში იყო, მაშინვე ებრძოდნენ იუვეს ევროპაში, ინტერს მიუხედავად ჩვენი დამოკიდებულებისა, უფრო დიდი ისტორია აქვს ვიდრე დორტმუნდს და ნებისმიერ გერმანულ გუნდს, გარდა ბაიერნისა, საერთოდაც ბუნდესლიგაში რაც ყველა გუნდს აქვს მოგებული ევროტიტული, იმდენი მარტო მილანს აქვს მუზეუმში

  6. Darja
    დღეს ვუყურე ბოხუმის თამაშს და მაქედან გამახსენდა :chuvak:
    ხო მარა რაც არუნდა კაი ფეხბურთს თამაშობდნენ ბუნდესლიგაში, ლიგაზე მაინც გლადბახებად და დორტმუნდებათ რჩებია, მაგენს რომა და ინტერი მარტო იმითაც ჯობნიან რო რომა და ინტერი ქვიათ

  7. რაც არ უნდა წარმატებებს აღწევდეს ინტერი ლიგაზე მაინც ვერა რაა…გული ვერ მიდის მის საბალეშიკოდ…როცა იუვე არ იყო მილანზე მიგულშემატკივრია,რომას ბალეშიკიც ვყოფილვარ,ნაპოლს წელს ძაან ვგულშემატკივრობ…მაგრამ ინტერს არასოდეს

      1. Darja
        იუვეს ფანი კი ხარ მარა იუვე ცაში ხო არაა გამოკიდებული? რაღაცას ხო ეკუთვნის ხოდა მე იმ რაღაცის წარმატება მინდა საიდანაც უნდა დაიწყოს იუვეს წარმატება :roll: :chuvak:
        მოკლედ რო გითხრა და უფრო გასაგებად, მე მინდა ინტერის სწორად გამოყენება იმაში რო ბუნდესლიგაზე წინ დადგეს იტალია იმიტორო ეკუთვნის მეტი არაფერი
        და ამისთვის გულსემატკივრობაც მიწევს

  8. Darja
    მერე მე ვთქვი რო ღირსია? ინტერი როგორც კლუბი შეიძლება არა ღირსი და მისი ხელმძღვანელობა მარა გუნდში რო უძლიერესი ფეხბურთელებია შეკრებელი მაგაზე კამათი არ ღირს
    კაი გავიდა უდინეზე რა გააკეთა უშანსოდ წააგო დაშლილ არსენალთა, ინტერი მოუგებდა იმ გუნდს, მე მინდა რო 4 გუნდი დაბრუნდეს ლ;იგაზე და ამაში ინტერის ძალაც აუცილებელია ჩემი აზრით

  9. 1juve

    ბოხუმი მეორე ბუნდესლიგის მეცხრე ადგილზეა, გელაშვილი დაიმატეს ეხლა :)) რა შუაშია ლიგა მაგათთან, კაიზერსლაუტერნი მე – 16 ადგილზეა ეგეც ვარდება..

    ისე კი, არც ბორუსია, არც გლადბახი და მითუმეტეს არც ბავარია უდინეზეს, რომას, ნაპოლის, ინტერს არაფერს დააკლებენ..მე პირადად გაოცებული ვარ გლადბახის თამაშით წელს, შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ..ბორუსია უკომენტაროდ, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა მაგ გუნდმა ბოლო წლებია ბუნდესლიგაში, ბავარია ლეგენდარული კლუბია..

    შენ ზოგადად გერმანული ფეხბურთის მოწინააღმდეგე ხარ და ამიტომ აზრი არ აქვს შენთან ლაპარაკს, თორემ ბოლო წლებში ბუნდესლიგის პროგრესი და იტალიური ფეხბურთის რეგრესი ყველასთვის შესამჩნევია, გუნდებიც უკვე მეტი ჰყავთ ლიგაზე :))

  10. ინტერი ყოველთვის ანტიიტალიური გუნდი იყო და ეგრე რჩება…სანამ კალჩოპოლი მოხდებოდა ერთი უბრალოდ კარგი გუნდი იყო…დაახლოებით ისეთი დონის როგორიცაა ინგლისში ტოტენჰემი,ესპანეთში სევილია და ა.შ…გადაიარა კალჩოპოლმა,დაბრუნდა იუვე და ინტერი ისევ უბრუნდება ძველ მდგომარეობას

  11. 1juve

    კი, მაგრამ შენ ზოგადად იტალიური ფეხბურთის მომხრე ხარ, ამ საიტზე კი უმრავლესობას (97 %) ინტერი სძულს, ეს ის გუნდია რომელმაც წლების წინ იუვენტუსს ნათელი გზა შავად გაუნათა..ისეთი იტალიური ფეხბურთის წარმატებას რა ვუთხარი იუვე თუ არ იყო და ინტერი იყო, ჩვენ გვძულს ეგ ნერიაძური და მის ვერანაირ წარმატებას იტალიური ფეხბურთის წარმატებად ვერ აგვიქვამთ.. :blin: არ ჩამოვწერ ინტერს ლიგაზე გამსვლელებიდან, მაგრამ არ არის ღირსი ეგ ფაქტია, ლაციო და უდინეზე უფრო ღირსები არიან..

  12. Darja
    კი მეც მინდა ნაპოლის და რომას გასვლა მარა იქ რას უნდა ველოდეთ მაგენისგან, არამგონია ინტერზე მეტი გააკეთონ
    ასე თუ გაგრძელდა მალე 2 გუნდზე ჩამოვა სერია –ა, უ მაგდენი უკვე აღარ შეუძლიათ? :chuvak:
    ისე სერია ა_დან და პრემიერლიგიდან რა გუნდები ვერ გადის ლიგაზე, რომა, ინტერი, ნაპოლი, ლივერპული, ჩელსი, არსენალი და გერმანიიდან ბოხუმი და კაიზერსლაუტერნი უნდა გადიოდეს? :blin: :chuvak:

  13. nedvednedvednedved
    ვინ თამაშობს რა აზრი აქ? (ისე მეც არ მომწონს რო მარტო 1 იტალიელი ყავთ სასტავში) ყველა ხო ხედავთ რო ინტერს ლიგაზე მილანის და ჩვენ მერე, ყველაზე მეტი შანსი აქ რო რამე გააკეთოს?
    ინტერი უნდა იყოს ლიგაზე და წელსაც არაფერი არაა დაკარგული ის ფეხბურთელები ვინც გუნდშია ტრეინერი სულ რო არ ყავდეთ ისედაც უდიდეს ძალაა
    ძანეტი თანამედოვე ფეხბურთის ერთერთი უდიდესი ფეხბურთელია, კამბიასო თითქოს არც ისე ცნობილი და პოპულარული მარა მაგაზე უკეთესად ვინ აკეთებს მის საქმეს
    ინტერს ნურც ლიგიდან ჩამოწერთ ნაადრევად

  14. აბა რა, იტალიის ჩემპიონატში რომ თამაშობს ეგ იმას არ ნიშნავს იტალიური გუნდია, არცხვენენ იტალიას ტო მართლა :mad: ეხლა ინტერს რო გაუმართლოს და ლიგაზე გავიდეს, უდინეზე, ლაციო, ნაპოლი, რომა მაგრად შემეცოდება, უფრო ღირსნი არიან და იმიტო :))

  15. Darja
    ხო რაღაცაში მართალი ხარ მარა, იმაზეც უნდა შევთანხმდეთ რო მაურინიოს მერე ინტერს ტრეინერი არ ყოლია
    კლასი არააქ ცოტა გადამეტებულია, შეიძლება არ იმსახურებდეს ინტერი ცხრილში იუვეზე წინ ყოფნას მარა, მაინც დიდი გუნდია და ახლანდელი სასტავიც ძან სერიოზულია, მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო მეკარე ხო ყავს, საუკეთესო მარცხენა მცველიც ყავს, კამბიასო ძანეტი რო უდიდესი ფეხბურთელებია მაგაზეც არ ვკამათობთ ფორლანი რაცაა ყველამ ვიცით მილიტოს კლასიც ვნახეთ არაერთხელ პაცინიც ცდილობს,სმაიდერი ერთერთი საუკეთესო ნახევარმცველია უბრალოდ ერთი მინუსი აქვთ ბევრი ტრამვა, ფეხბურთელების უფორმობა და უმწვრთვნელობა

  16. 1juve

    მესმის რომ იტალიური ფებურთის გულშემატკივარი ხარ და გინდა რომ იტალიურმა გუნდებმა ევროასპარეზზე წარმატებას მიაღწიონ, მაგრამ ინტერი იტალიური გუნდის გარდა ყველაფერია : ) იტალიის სირცხვილია ინტერი, რაც მალე ამოწყდებიან მით უკეთესი : ) შესაბამისაად, ძალიან გამისწორდება თუ ლიგაზე ვერ გავლენ თავში ქვა უხლიათ : )

  17. fenomeno vero <3
    დიდად არც მე არ ვირევი მარა, ასეთ ინტერთან გამარჯვებას მირჩევნია კაპელოს ძლიერ ინტერს მოუგოს კონტემ
    აბა ყველა რო ნოვარას დონის იყოს სერია ა_ში და იქ მოგებულ სკუდეტოს რა ფასი აქ
    ნეტა მილანიც კიდე გაძლიერდეს, რომა ისედაც კარგ გზაზეა, ნაპოლი შვენიერი გუნდია, უდინეს ჯირდება 1–2 კაი ფეხბურთელი, პალერმო ნელნელა უმატებს, ინტერიც დადგება ფეხზე, ჯენოაც ასეთუისე ძლიერი მეტოქეა, ან 10 გუნდი არის რომელთანაც ომი მოგვიწევს მოედანზე, აქედანგამომდინარე ლიგაზე მალევე შეძლებს ეს გუნდი იმ სირთულეებთან შეჩვევას დაგამკლავებს
    ყველა უნდა გაძლიერდეს მარა ჩვენ მაინც მოვუგებთ :chuvak:
    :italy:

  18. 1juve

    შენ მართლა სწორს იძახი შემადგენლობასთან დაკავშირებით, მართლა ძალიან კარგი შემადგენლობა ყავს ინტერს, რომელი ერთს არ ისურვებდა ნებისმიერი ევროპული გრანდი, მაგრამ იცი რა ხდება ? ინტერი არის კალჩიოპოლით შეთითხნილი გრანდი, რომელიც წლების მანძილზე იუვენტუსსა და მილანს ქვევით იყო ყოველთვის, არც რომაზე მაღალი დონის გუნდი არ ყოფილა, ტოტი, ბატისტუტა, მონტელა და ა.შ..რა ფეხბურთელებიც არ უნდა ყავდეს ეხლა ინტერს ფაქტია კრიზისი ექნება, რომელიც უფროდაუფრო შესამჩნევი გახდება, მისი ტრადიციებიდან გამომდინარე, არ აქვს ამ გუნდს იმდენი კლასი რომ კრიზისს ისე დააღწიოს თავი, კალჩო ან მითუმეტეს ლიგა რომ მოიგოს :)) ბოლო წლებია ეს ბედის გუნდია, რომელიც წასაგებ თამაშებს იგებდა ხშირად მსაჯების და ხშირად მეტოქეთა უაზრო შეცდომების გამო, მაურინიომ დიდი ეპოქა შექმნა ნერიაძურიში, შეკრა ევროპაში საუკეთესო გუნდი შეიძლება არა ფეხბურთელების სახელებით, არამედ თამაშის სტილით და შრომისმოყვარეობითთ, ტიპი ეტოოს ნახევარდაცვაში ათამაშებდა როცა მეტოქე უტევდა მაშინ..ჯოზეს წასვლის შემდეგ ყველანაირად გაუჭირდა, რადგან რაიმე კონკრეტული ტაქტიკა არ აქვთ სათამაშო, ეხლა მწვრთნელის იმედად არიან, როგორ მოარგებს ფეხბურთელებს ტაქტიკას..ლეონარდომ ვერაფერი ქნა, გასპერინიზე არაფერს ვამბობ, იქ ბენიტესიც გაიჭედა და რანიერი ფაფხურობს რაღაცას, ლიგაზე რომ მოახერხოს გასვლა..შემადგენლობა ერთია, რეალობა მეორე :)) ტიპებმა ნოვარას სამი ქულა გაატანეს სან სიროდან, ვინ არ ჰყავდა ? მარტო მაიკონი :mda: მაგრამ ნოვარას კლასით ვერ მოუგეს ტო, განსხვავებით მილანისა და იუვესა, გუშინ მილანმა კლასით აჯობა უდინეზეს, იუვემ კლასით ლეჩეს მოუგო რამდენიმე კვირის წინ ;) სწორს ამბობ კიდე ერთხელ გეუბნები, მაგრამ ჩემი ნათქვამიც არ უნდა იყოს ლოგიკისგან შორს..

  19. gio_juventino
    ხო ცოტა გადაბერებული გუნდია კია მარა თვეში 2 თამაშს უმაღლეს დონეზე რო ჩაატარებს გეეჭვება შენ მაგი?
    ლაციოსთან აგებს 6 ქულას 6 ქულა რა არი ფაქტიურად არაფერი, ინტერი უეჭველი შევა ლიგის ზონაში, თუარადა ნაპოლი უნდა გავიდეს კიდე

  20. gio_juventino
    სეზარი, მაიკონი, ლუსიო, ძანეტი, კამბიასო, სნაიდერი, პოლი, პაცინი, ფორლანი, მილიტო, რომელია იდიოტი?
    და ამ სასტავისგან გაგიკვირდება ლიგის მოგება?
    ჩვენ ამაზე სახელოვანი ფეხბურთელები გვყავს გუნდში? შეიძლება ნაკლები სახელი არც ჩვენებს არააქ და ჯიჯი და ალექსას სახელი ყველას ერთად ჯობია მარა, ინტერის ჩამოწერა ნაადრევია
    ვინმეს გონია რო წელს ინტერი ლიგაზე ვერ გავა? კაი მაშინ წლის ბოლოს გავაგრძელოთ ლაპარაკი და მაშინ ვნახოთ
    :italy: :achuu: :italy:

    1. მაგ სასტავოდამ რაც ჩამოთვალე პოლის გარდა ყველას თამაშის დროს 1ტაიმის მერე წნევა უწევს . კაი ტოო მაგათ რო ლიგა მოიგონ მართლაც რომ სენსაცია იქნება. დაჟე ნაპოლის მოგება უფრო იქნება ლოიკური ვიდრე მაგათი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.