ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი: ” “იუვენტუსი” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს “

ცოტა ხნის წინ იტალიაში ჭორები გაჩნდა, რომ “იუვენტუსში” გადმობარგებიდან სულ რაღაც ექვსი თვის შემდეგ “ბებერი ქალბატონი” მზადაა ანდრეა პირლოს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. ამ საკითხზე კომენტარი იტალიელი ნახევარმცველის აგენტს, ტულიო ტინტის სთხოვეს: “ ახლა შვებულებაში ვარ, “იუვენტუსთან” არანაირი შეხვედრა არ დანიშნულა. კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი ამჟამად უსაფუძვლოა. ” -შეგახსენებთ, პირლო “იუვენტუსში” გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმობარგდა და წლიურად 3.5 მილიონ ევროს იღებს. ამჟამინდელი კონტრაქტი 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონს გუნდთან 2014 წლის ივნისამდე აკავშირებს.

წყარო: football italia

9 thoughts on “აგენტი: ” “იუვენტუსი” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს “

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.