დონადონი : “მოტივაცია აუცილებელია”
“პარმას” მთავარი მწვრთნელი, რობერტო დონადონი თვლის, რომ მისი გუნდი მზადაა, საკუთარ მოედანზე ტურინის “იუვენტუსს” ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს : “თამაში სკუდეტოსთვის მებრძოლი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს.ბებერ ქალბატონთან შეხვედრა ჩემი შეგირდებისთვის დიდი გამოცდაა, თუმცა უდიდესი სტიმული, რათა წარმატებით ვიასპარეზოთ.”
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ფიქრობს, რომ ბიანკონერების წინააღმდეგ სასურველი შედეგის მისაღწევად რუსობლის დიდი მოტივაცია და ბრძოლა სჭირდება : “ვიცით, რომ ძალიან რთული მატჩი გველის, მაგრამ დიდი გუნდების წინააღმდეგ მოპოვებულ ქულებს ორმაგი მნიშვნელობა აქვთ.როცა მოედანზე “იუვესთან” სათამაშოდ გადიხარ, საკუთარ თავში რწმენა თუ არ გაქვს, არაფერი გამოგივა.ანტონიო კონტეს განკარგულებაში შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, მაგალითად პირლო, მატრი და ბარძალი, მათთან ბრძოლა ადვილი საქმე არავისთვის არ არის.ჩვენ პარმაში ვთამაშობთ და ვალდებულნი ვართ, მაქსიმუმი გავიღოთ. “
aa xo nasvam iviyavi da prandelishi ameria uceb :D
ალბათ ეს უკვე აღარ გადაიდება

ჰეი ჯამაათნო ტუტოიუვეს ინფორმაციით იუვე 4 ტრანსფერებში დახარჯული ფულით ევროპაში 92.5 მილ ევრო.. პირველზეა პსჟ 2.ჩელსი 3.სიტი. 5.რომა 10.ნაპოლი.. და ნუ წუწუნებ მაროტა რაა..
ვერ გიშველით ვერაფერი 1-3 მოვიგებთ
ეს ნაკრების მწვრთნელი არიყო ?? ? :D
კი, ნაკრების მწვრთნელი იყო 2008 წლის ევროპაზე, მაგრამ როგორც ფეხბურთელი უფრო მაგარი იყო, მილანში თამაშობდა, 80-90–იან წლებში, ძაან მაგარი ნახევარმცველი იყო
თამაში არ გადაიდოს თორე გავაფრენ რა იუვეს გარეშე ვერ ვძლებ რა ვქნა
თქვენ სისხლს დავლევთ