“კატანიასთვის” მზადება უკვე დაიწყო
გუშინდელი მატჩის შემდეგ ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელებს მხოლოდ საათები ჰქონდათ დასასვენებლად. ანტონიო კონტეს შეგირდებმა ვარჯიშები უკვე განაახლეს, რადგან გუნდს შაბათს “კატანიასთან” საშინაო დაპირისპირება ელის, მოსამზადებელი დრო კი ისედაც შეზღუდულია. “ბიანკონერის” ფეხბურთელები ვინოვოს საწვრთნელ ბაზაზე დილით შეიკრიბნენ და მომზადება დაიწყეს. ის მოთამაშეები, რომლებმაც “პარმასთან” დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღეს, მსუბუქად დაიტვირთნენ, გუნდის დანარჩენი ნაწილი კი ფიზიკურ ვარჯიშებს ასრულებდა. ამას მოჰყვა მინი-მატჩი და მუშაობა კარში დარტყმებზე. მთლიან ჯგუფს დაუბრუნდა სიმონე პეპე, რომელმაც დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა. დღევანდელ სამწვრთნელო სესიაზე მარცხენა თეძოში ტკივილი იგრძნო ლუკა მარონემ, რომელსაც სამედიცინო შემოწმების გავლა მოუწევს.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
კატანიას ყოველი ფეხბურთელი უნდა დავმარხოთ პირველივე ტაიმში !
წინაზეც ემზადებოდნენ ორი კვირა და 0-0 გვაჩუქეს
იმედია ეხლა უკეთესად მოემზადებიან
კუალიარელა დაიდოს ძირითადში
ფორცაააააააააააააააააააააააააააააააააააააა
იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
გრანდე იუვე
კატანიას უეჭველი უნდა მოუგოთ!
იმდენს შვებიან მაინც სანსიროზე გაირკვევა ჩემპიონის ვინაობა