ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესკონფერენცია
დღევანდელ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მომავალი შეხვედრისა და გუნდის განწყობის შესახებ ანტონიო კონტემ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. რამდენიმე სიტყვით სპეციალისტი ბოლო დღეების მთავარ თემას, “იუვენტუსის” მიმართ მსაჯების მოპყრობასაც შეეხო…
” ტარდინიზე მსაჯების შესახებ ზოგადად ვისაუბრე და კონკრეტულ ინცინდენტებს არ შევხებივარ. არც დახმარება მითხოვია ვინმესთვის, უბრალოდ თანასწორობა გვჭირდება. ”
” რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, მინდა გულშემატკივრებს ბილეთების ყიდვა და სტადიონზე მოსვლა ვთხოვო. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია იუვენტუს არენა ჩვენთვის და რაოდენ საჭიროა გულშემატკივართა გვერდში დგომა. ”
“ რაც სეზონი დაიწყო მუდმივად სახლის აშენებისა და ფუნდამენტის ჩაყრის მაგალითი მომყავდა. ვიტყოდი, რომ ეს სახლი შედარებით სწრაფად შენდება. ის ფაქტი, რომ ახლა “სკუდეტოსათვის” ბრძოლაში “მილანის” მეტოქეები ვართ, სიამაყითა და კმაყოფილებით გვავსებს. ჩვენი შემადგენლობის ფეხბურთელთა უმრავლესობისათვის ასეთი რამ პირველად ხდება. კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად დიდი ენთუზიაზმი, ადრენალინის მაღალი დონე დაგვჭირდება. ”
ჟურნალისტებმა ბოლო მატჩებში შედარებით ცოტა გოლის გატანის შესახებაც ჰკითხეს, ბოლო ორი მატჩია ტურინელები სტადიონს უგოლოდ ტოვებენ: “უფრო დანაღვლიანებული ვიქნებოდი, ხელში რომ სტატისტიკა არ მქონდეს. “სერია ა” -ში მეტოქის კარის მიმართულებით ყველაზე ხშირად ვურტყამთ და მეტოქეთა ნახევარზე ბურთის ფლობით “მილანსა” და “რომასთან” ერთად პირველები ვართ. ”
” ეს მნიშვნელოვანი მონაცემებია, რომლებიც ამტკიცებს, რომ სისტემა მუშაობს, გუნდი ორგანიზებულია და ფეხბურთელებიც იმას აკეთებენ, რაც ევალებათ. სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში შეტევის ლოგიკურად დასრულებას ვერ ვახერხებთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ესეც მოგვარდება. ჩემი ფეხბურთელების მჯერა, ისინი საოცარ სამუშაოს ასრულებენ. ”
” რაც შეეხება რანიერის სიტყვებს, როგორც იქნა, საუბარში ჩაერია. ასე თქვა, იმედია, ვიღაცის ხმამაღალი სიტყვა მსაჯების გადაწყვეტილებაზე გავლენას არ იქონიებსო. რანიერის გავლენის ეშინია, მაშინ ისმის კითხვა, არსებობს კი ის? მისი სიტყვები შეკითხვას ღიად ტოვებს. ხვალ დიდი ბრძოლა გველოდება და უძლიერესი გაიმარჯვებს. თუ 90-ე წუთზე “კატანიას” სასარგებლოდ პენალტი იქნება, მსაჯმა ის უნდა დანიშნოს, ასევე “იუვენტუსის” შემთხვევაშიც, სიმშვიდისა და თანასწორობისათვის. რა არ მომეწონა? როცა კულტურაზეა საუბარი, არა მგონია, ვინმესგან გაკვეთილების მიღება მჭირდებოდეს. ყველას თავისი გზა აქვს. (შეგახსენებთ, დღეს ვინჩენცო მონტელამ კონტეს საქციელი და კულტურა დაუწუნა, იხილეთ ბმული). ”
” გულშემატკივართა წაქეზება არ მსურს. ჩემი საფეხბურთო კარიერა ისე გავატარე, რომ მუდამ დაუცხრომელი, დაუოკებელი, მაგრამ სამართლიანი ვიყავი. მოდით ეს საუბრები გვერდით დავტოვოთ, მოედანზე გავიდეთ და იქ გამოჩნდეს საუკეთესო. მაშინ ყველა თავის დასკვნას გამოიტანს. მსურს კიდევ ერთხელ მოვუწოდო გულშემატკივარს, რომ მოედანზე მოვიდნენ და ჩვენს არენაზე დაგვიჭირონ მხარი. ” – აცხადებს კონტე.
წყარო: football italia ; “იუვენტუსის” ოფიციციალური ვებ-გვერდი
საოცრება ხარ, ანტონიო

giogio8428
ვისთან?
ბაიერნი
ხვალ მოვიგებთ ვალენსიასთან უეჭველი.უკვე დღეს 12 ს გადაცდა

1juve 6კაცი ვიყავით სამწუხაროდ წავაგეთ
არაუშავს ხვალ მოვიგეთ :D
აუ რა მაგარი კაცია კონტე სულ სწორს ობს
ფიორენტინა იოვეტიჩს 30 მილიონად აფასებსო,ამაური და 25 მილიონი ეყოფათ მოითხოვე ეგ ბიჭი კონტე
სღ კონტე იმენა ტრენერების ქურდია რაა
კონტე იმედია მოვიგებთ : )
300 ოტახში ვარ და ვის ვეთამაშო?
giogio8428
რანდენი კაცია ჩვენგან?
საცოდავი კატანია :twisted:
ააბა ბიჭებო ბილიარდში თამაში გვაქ დღეს 300 ოტახი 22:00 საათი ვისაც გსურთ გვიბალეშიკეთ
ისე და რანიერი რა შუაშია აქ? მანაც შემოგვიტია როგორც კონტემ?
კონტე კარგად იყოს და მონტელამ
წარმომიდგენია ხვალე კატანიას რა ელის

მონტელას ჯინაზე წარმომიდგენია რა დღეც დაატყდება ხვალ კატანიას….სავარაუდოდ დიდი ანგარიშით უშანსოდ აპირებს კონტე თამაშის მოგებას…იმედია იღბალი ცოტათი მაინც ჩვენსკენ იქნება თორე რამდენ შემთხვევაში არ გავიდა გოლი…არ გვიმართლებს ძაან ზოგჯერ.
ნეტავ მე ვიყო ტურინში, ვინ დამასწრებდა ბილეთის ყიდვას, რამხელა ბედნიერება აქვთ და არ იყენებენ
უნდა მოვიგოთ რა

დინამოს თამაშზე წადი და აინაზრაურებ ბედნიერებას :D
FOREVER DINAMO

ეტყობა ბილეთები ვერ გაიყიდა
მონტელას უფრო მეტიოს თქმა ეკუთვნოდა, ეგ ბრტყელი სახე უნდა მოუღუნო მაგას. ხვალ მარტო მაგ სიტყვების გამო ეკუთვნის ნადგური