ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მონტელა: ” “იუვეს” აგრესიული “კატანია” ელოდება “

“კატანიას” დამრიგებელი ვინჩენცო მონტელა იმ თეორიას უარყოფს, რომლის მიხედვითაც მსაჯები განზრახ აზარალებენ “იუვენტუსს”. შეგახსენებთ, იტალიელი სპეციალისტის გუნდი ხვალ ტურინში ადგილობრივ გუნდს ესტუმრება…

საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ მსაჯებზე უარყოფითს არაფერს ვიტყოდი. ისინი სამუშაოს კარგად ასრულებენ და არა მგონია განზრახ ცდილობდნენ “იუვენტუსის” პროგრესის შეფერხებას. ჯერ მსაჯებთან მოპყრობის კულტურა უნდა შეიცვალოს, ეს პირველი ნაბიჯია, შეცდომები ფეხბურთის ნაწილია და ეს ყოველთვის ასე იყო. ”

რაც შეეხება თამაშს, ჩვენი გუნდი “იუვენტუსთან” პირველი შეხვედრის შემდეგ საკმაოდ შეიცვალა. “იუვე” ბრწყინვალე ჩემპიონატს ატარებს და ტურინელები უდაოდ ქებას იმსახურებენ. ურთულესი შეხვედრა იქნება. ვხედავ, რომ “ბიანკონერებს” დიდი მოტივაცია და მიზანდასახულობა აქვთ. ჩვენ ჩვენი მიზნების ერთგული ვრჩებით და ქულების დაგროვების იმედით გავდივართ მოედანზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები მაინც “ნოვარასა” და “სიენასთან” იქნება.

ისევე აგრესიულად ვეცდებით თამაშს, როგორც ეს “რომასთან” გავაკეთეთ. ფრთხილად ვითამაშებთ, მაგრამ არც ბარიკადების აღმართვას ვაპირებთ. ” -აცხადებს მონტელა.

წყარო: football italia

29 thoughts on “მონტელა: ” “იუვეს” აგრესიული “კატანია” ელოდება “

  1. გუშინდელ ისტორიას გეტყვით და დარწმუნდებით რო იუვეს ღირსეული ფანები ყავს უმრავლესობა.პოკერს ვთამაშობდი და ერთს(ისევე როგორც მე იუვე ეწერა სახელად) ვსაუბრობდით გუნდზე და ერთმანეთს არ ვეთამაშებოდით,არ ვუგებდით,ბოლოს ისე მოხდა რო მაინც დავეჯახეთ,მომიგო 150 და 70 უკან დამიბრუნა რამოდენიმე დარიგების მერე..დასკვნა თქვენ გამოიტანეთ..

  2. ამას იუვენტუსი ჯენოა და ნოვარა ხომ არ გონია, ვისთან წავაგებთ სახლში კატანიასთან ტო ? :loool: არ გამაგიჟოთ..უეჭველი ერთიანია, აუცილებლად უნდა მოვიგოთ :))

  3. წავაგებთ . მაგრამ მგონი ეს წაგება უფრო ფსიქოლოგიურად დაგვეხმარება რომ ვიყოთ მობილიზებულები :yes: ფრეს წაგება მირჩევნია ხოლო ისე კცო მოიგონ :lool:

  4. შენ ერთ ადგილას უკბინე კონტეს :lool: სულ ჩვენთან რატო ცდება მერე? :forza: ხვალე კონტე ისეთს გაგიკეთებს რო სულ ვაი ვაის გაძახებიებს :lool:

  5. შეცდომები? და რაღა იუვესთან მოსდით ეს შეცდომები მსაჯებს? და ამ ბოლოს ყოველთვის… (თუმცა არ ვგულისხმობ პირლოს ეპიზოდს პარმასთან)…
    მაინც გავალთ ფონს…
    აი ამ თამაში ნამდვილად არ უნდა დავკარგოთ ქულები
    :juvee:

  6. ფრთხილად ვითამაშებთ, მაგრამ არც ბარიკადების აღმართვას ვაპირებთ.
    არადა ხო ვიცი რო 11-ვე კაცით ჩადგებიან საკუთარ საჯარიმოში :blin:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.