ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი: ” რწმენა დავიბრუნეთ “

ბუფონმა ტრადიცია არ დაარღვია და გუშინდელ მატჩშიც შეუდარებელი იყო. იტალიელი მეკარე სიცილიელებთან შეხვედრას აფასებს: ” სამი სასიცოცხლო ქულა. ვაგრძელებთ “მილანთან” კონკურირებას და როგორც იქნა დავიბრუნეთ “პატარა” გუნდებთან ფრედ დასრულებული მატჩების გამო დაკარგული საკუთარი ძალების რწმენა. ბარიენტოსის გოლის დროს განვრისხდი, რადგან აქამდე უკვე ოთხჯერ მიეცათ ჩვენი კარისკენ დარტყმის უფლება. ჩანდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო, როგორც საჭიროა, შესაძლოა, კონცენტრაცია დაიკარგა ან ფსიქოლოგიური ფაქტორი იყო. თანაც ჩვენი მეტოქეები მხოლოდ დაცვაზე არ ფიქრობდნენ და სახიფათოდაც შეგვიტიეს რამდენჯერმე. ალმირონის ეპიზოდი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მეკარემ ამ დროს უნდ იცოდეს, რა ქნას. რაც შეეხება “მილანს” ეს გუნდი ჩემპიონატში უძლიერესია, მაგრამ ჯერ არცერთ მატჩში არ გავსულვართ მოედანზე მსხვერპლების როლში და ამას არც 25 -ში გავაკეთებთ. უკვე ორჯერ შევძელით მათი დამარცხება და ამით პატივისცემა და რიდი მოვიპოვეთ. ასეა თუ ისე, ყველა მატჩი განსხვავებულია. “კატანიასთან” გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, რადგან ყოველი სამი ქულა საკუთარი ძალების რწმენას გმატებს. ” -აცხადებს ბუფონი.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

12 thoughts on “ბუფონი: ” რწმენა დავიბრუნეთ “

  1. ჯუვეს ვენაცვალე .ეს რო არ მოეგოთ კონტეს ვერ გადაურჩებოდნენ :D ბუფონმა კი რამდენჯერმე იხსნა კარი გოლისგან და ძალიან კარგი თამაში აჩვენა ,ბუფონი N1 მეკარეა მსოფლიოში , :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :italy: :achuu: :wow: :juventus:

  2. უუძლიერესი ხარ ჯიჯი :love: ალმირონზე რომ არ აეღო არავინ იცის როგორ გაგრძელდებოდა მატჩი, საოცარი სეივი გამოაცხო :))

  3. ჯიჯი უძლიერესი ხარ :love: :love:
    თამაშის დროს დაცვის ლიდერიც, მწვრთნელიც და მამაც

    ხომ ვერ მეტყვით სად შემიძლია ვნახო ჩატარებული თამაშების სტატისტიკური მონაცემები? რომელ საიტზეა?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.