ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

” იუვენტუსი” – ” კატანია ” ( ფეხბურთელების შეფასებები )

” იუვენტუსმა ” ” კატანია ” საკუთარ მოედანზე 3-1 დაამარცხა, რითაც სატრუნირო ცხრილს კიდევ ერთხელ ჩაუდგა სათავეში. სრულიადში გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს.

ბუფონი 7 – ნადვილი კედელი ! არაადამიანური რეაქცია გამოავლინა ბერხესიოს დარტყმის დროს. შემდეგ ერთი-ერთზე საოცარ ბურთს უღებს ალმირონს. გოლში ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ.

ბარძალი – 6. სწრაფია. ერთი მეორეს მიყოლებით ართმევს გომესს ბურთს, მხოლოდ ერთხელ დაუშვა, რომ არგენტინელი მას გაცდენოდა.

ბონუჩი -7
. თავიდან დაიბადა. მართავს დაცვას, როგორც ვეტერანი, რისკი მინიმუმამდე დაჰყავს, დასწრებაზე შეუდარებლად თამაშობს. წინა წელს იგი „ ახალ ბეკენბაურეთან“ ( რანოკია) შედარებით  მახინჯი იხვის ჭუკი იყო. შესაძლებელია, გუნდში არსებული სიტუაციის გამოც.

კიელინი -7 . ცვლის თამაშის მიმდინარეობას. მეორე გოლი სეზონში, რომელიც „ იუვეს“ ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს. დაცვაში როგორც ყოველთვის საიმედოა.

პადოინი -5,5. კონტემ იგი ალბათ დაბადების დღის აღსანიშნავად დააყენა ძირითადში, რომელიც იტალიელს გასულ კვირას ჰქონდა. სერია ა -ში „ბიაკონერის“ მაისურით პირველად თამაშობს, მაგრამ მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე „ატალანტას“ ექს- ნახევარმცველი პირველად არ იდგა.

პეპე ( 61 წუთი ) -5,5
. არაზუსთი ჩაწოდებები. გოლის აღნიშვნის დროს, სტორარიმ მას ცხვირი გაუტეხა – მხოლოდ ამით დაგვამახსოვრდა იტალიელი.

ჯიაკერინი – 6. უნივერსალი. თავიდან დაბნეული იყო, და რამოდენიმე შეცდომაც დაუშვა. უკეთესი იქნება იგი თავდამსხმელებთან ახლოს თუ იასპარეზებს. კონტე მას მარცხენა ფლანგზეც წევს, მაგრამ მას იქ თამაში არ ეხერხება.

პირლო – 7,5. ბერლინელი. ტავიანის ( იტალიელი რეჟისორი – ძმები ) მესამე ძმა. იგი სცენარსაც თვითონ წერს, მთვარ როლსაც თვითონ ასრულებს და გადაღებასაც დირიჟორობს. სწორედ, მან გაიტანა პირველი გოლი საჯარიმოდან, შემდეგ გაატანინა კიელინის და ბოლოს კვალიარელასაც შეაგდებინა. ბოლო გოლში მას მეკარე დაეხმარა.

მარკიზიო – 5,5. უბრალო მოკვდავი, რომელიც ხანდახან ცოცხლდება. მისი თამაში წინა წელს გაცილებით თვალისმომჭრელი და ლამაზი იყო.

დე ჩელიე – 6,5.  გამოურთავი. თავდასხმაში მუდამ ჩართულია. მშვენიერი ჩწოდებებით გვართობს.

ვუჩინიჩი ( 67 წუთი ) -6. გარღვევები, როგორც ყოველთვის წარმატებული, მაგრამ დარტმები? დარტყმები კარის მიმართულებით ?

ბორიელო – 6.5. სანდოა. მესამე მატჩი ძირითად შემადენლობაში, პირველი – ჩემპიონატში. ხშირად ეხსნება პარტნიორებს, ბოლომდე იბრძვის.

ლიხტშტაინერი ( 77 წუთი ) – შეფასების გარეშე

კვალიარელა – 7. შემაშფოთებელი. ზოგჯერ მოქმედებს ისე, როგორც  ჩვეულებრივმა თავდამსხმელმა უნდა იმოქმედოს – ეგოისტურად. ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ერთ-ერთი მისი დარტყმული ძელს მოხვდა. მოტას გაძევების შემდეგ კონტე 4-3-3 სქემაზე გადავიდა. ფაბიო ცენტრში ჯაკერინი მარცხნივ და პეპე თავის ჩვეულ პოზიციაზე. ამ ტაქტიკამ ფაბიოს კიდევ ერთი გოლი მოუტანა და თამაშში საბოლოო წერტილიც დასვა.

კონტე -7 . ცივსისხლიანი.  დისციპლინით და თამაშში ჩართულობით გამოირჩევა. პიველ წუთებზე გაშვებული გოლის მიუხედავად, იგი მაინც მშვიდად არის და თამაშის მიმდინარეობს ნადმვილი ოსტატივით კარნახობს. მატჩი გამარჯვებამდე მიყავს.

წყარო : La Stampa

121 thoughts on “” იუვენტუსი” – ” კატანია ” ( ფეხბურთელების შეფასებები )

  1. juventino 1897

    კაი დაიკიდე მეგობარო ;) წარმატებებს გისურვებ ეგრე გაგეგრძელებინოს და ჩემპიონი გაგეხადოს ჩვენი იუვე, შენც გაგეხარდება და მეც..

  2. juventino 1897 ძმა მილანის ეგრე ნუ გეშინია ყავდათ სასტავი მარა ვერ მოგვიგეს :chuvak: მეორე სასტავით გავედიტ ვერ მოგვიგეს ასე რო ჩვენ კი არა მათ უნდა ეშინოდეთ :buhee:

  3. juventino 1897

    აუ შენ რა პესიმისტი ხარ ტოო, ჯერ კარგი კომენტარი არ დაგიწერია..ყველგან მაროტას სატრანსფერო სვლებს აპროტესტებ, აქ ვაგებთ, იქ ვაგებთ, რას გვწყევლი ჯერ რაც არ მომხდარა იმაზე რაღას გვატირებ აქ..ზლატანის გარეშე მუნტარებით და მესბებით არ გვეშინია ძმაო ჩვენ მილანის, შენ თუ გეშინია შეგიძლია იყო ეგრე და უარყოფითი კომენტარებისგან თავი შეიკავო, თხოვნაა..

    1. ჯიგარ ვინმე გავალედებულებს რო ყველა კომენტარს გამოეხმაუროოო თუ არ მოგწონს ძმაო გაატარე რა კატანიას ძლივს უგებენ სასტავ დაბრუნებულ მილანთან რო გაგვიჭირდება მაგრად რა არ იციი არც მე მინდა ვინმეზე ნაკლებად რო მოიგონ , ესეთი უარყოფითი კომენტარები მიმართლებს ყოველთვის იგებენ ნოვარსათანაც და ჩეზენასთანაც გუშინაც ეგრე იყო ხოდა მაცალე რა

  4. მარკიზიოს მართლა რა ჭირს მეც ვერ გავიგე, ხანდახან ასე მგონია სტადიონზე არ არსებობს. არადა მაგარია ეგ უბრალოდ ამ ბოლო დროს ძინავს სტადიონზე რატო არ ვიცი :forza:

  5. მარკიზიო არ მომწონს ნამეტნავიი : (( რა ჭირს მაგას შეყვარებული ხომ არ არის.. ხანდახან ისეთ სასწაულებს აკეთებს მომიხნავს ალგეთის ველები.. ამ დროს უამრავ სხვა თამაშებში ჯაკომაციზე ოდნავ დაბალი დონის ფეხბურთს თამაშობს : ((

  6. 1juve

    მერე ვინ უკარგავს კაცო, შეცდომები მოსდიოდა ბოლო მატჩებში და ფიზიკურადაც რაღაც ვერ იყო ჯანზე, თორე ცენტრში რო უდიდეს სამუშაოს ასრულებს ყოველთვის ლაპარაკიც ზედმეტია მაგაზე რა თქმა უნდა :up:

  7. ამ შემადგენლობით აპირებს მილანი ჩვენთან თამაშს ? მილანი მილანია, მაგრამ ბონერათი, მუნტარით და მესბათი დიდი ვერაფერი დაგვაკლოს, ზლატანი არ ეყოლება მითუმეტეს..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.