ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მონტელა: ” “იუვესთან” თამაში ადვილი არაა “

ვინჩენცო მონტელა თავისი ფეხბურთელების მიერ გაფუჭებულ მომენტებს იხსენებს და ფიქრობს, რომ მისი გუნდი გუშინდელ მატჩში მეტს იმსახურებდა. შეგახსენებთ, სიცილიელებმა ანგარიში გახსნეს, მაგრამ შემდეგ საკუთარ კარში სამი უპასუხო გოლი მიიღეს: “ ნამდვილად არაა ასეთ სტადიონზე თამაში ადვილი გუნდთან, რომელიც ძლიერია, როგორც ინდივიდუალურად, ისე მენტალიტეტითა და ხასიათით. მადლობას ვუხდი ჩემს ბიჭებს, რომ “იუვეს” ბევრი შანსები არ მისცეს, მაგრამ გოლები სამწუხაროდ საკუთარი შეცდომებიდან გავუშვით. რა თქმა უნდა, სამწუხარო მომენტებიც არის, წითელი ბარათის შემდეგ, რომ არა ბუფონის ბრწყინვალე თამაში, ალმირონს ჰქონდა მეორე გოლის გატანის შანსი. ბოლო წუთამდე ვცდილობდით რაღაცის შეცვლას. “იუვეს” ძალიან სურდა გამარჯვება და მთელი ძალებით გვიტევდა, ჩვენ კი კონტრშეტევებზე ვთამაშობდით და 4-5 -ჯერ სახიფათოდაც ვითამაშეთ. რაც შეეხება მოტას, უჭირდა ხუთმცველიან მოდელზე გადასვლა, ჯერ მიუჩვეველია ამ სისტემასთან. ” -აცხადებს მონტელა.

წყარო: football italia

22 thoughts on “მონტელა: ” “იუვესთან” თამაში ადვილი არაა “

  1. ალექსას რატო არ ათამაშებს კონტე ბლიად,ვაფშე არ ცემს პატივს რა,მითუმეტეს ერთად რამდენი ცელი თამასჰობდენ

  2. მონტელ აბა გამახსენე თამაშამდე რას იძახდი???:D რო გაგბრტყელებია მაგ სახეე თონეში ამოკრულ ლავაშივით ვერ ვიტაან ამას…მართალი ხარ ბევრს იმსახურებდა კატანიაა უპრო მეტი უნდაა გაგვეტანა შენ კარში :forza:

  3. მშვენიერი გუნდი ჰყავს მონტელას, მაგრამ ფაქტი იყო გუშინ სამი ქულა ჩვენი ასაღები იყო :)) მოტა “ქაჯია” და გუშინ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, ვერცერთ გუნდში ვერ ითამაშებს ნორმალურ დონეზე მაინც..13 წუთში ორი ყვითელი აიკიდა და წაგების გზას გაუყენა საკუთარი გუნდი, მაინც მოვიგებდით მაგრამ მაინც..

  4. ისე ეს მოტა და დე-ჩელიე მაგარი უნამუსოები არიან 11 ნომრიანი მაისურები რო აიღეს :buhee: სალუქვაძე რუბინში 9 ნომრით დარბოდა და ვიღაც თავდამსხმელი 87-ით :lool: და ბრაზლიაში ვიღაც მთლად უნამუსო აღმოჩნდა მეკარეს 1 ნომრიანი მაისურით დარბოდა :lool: :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.