პირლო: ” მნიშვნელოვანი სამი ქულა “
უდაოა, რომ პირლოს გოლი “კატანიას” კარში უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან იტალიელმა ნახევარმცველმა პირველად გამოიჩინა თავი “ბიანკონერების” მაისურში. მაგრამ ნახევარმცველის დამსახურება გუშინდელ გამარჯვებაში ბევრად დიდია ვიდრე ერთი გოლი, პირლომ ამას გარდა ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა: ” ეს ფუნდამენტური გამარჯვებაა, რადგან ვაგებდით და გამარჯვება შევძელით. გათანაბრება მალევე მოვახერხეთ და შემდეგ თამაშის სადავეები არ გაგვიშვია. ჩვენს თამაშს წინა შეხვედრებშიც ვთამაშობდით, მაგრამ, სამწუხაროდ, გატანა არ გამოგვდიოდა. რაც შეეხება შემდეგ ტურს, “სან სიროზე” აუცილებლად დამეუფლება განსაკუთრებული ემოციები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, სადაც ერთმანეთს ორი უძლიერესი კლუბი დაუპირისპირდება. თუ იბრაჰიმოვიჩი ითამაშებს? თუ მოწინააღმდეგეთა საუკეთესო ფეხბურთელი ითამაშებს, ეს ყველაფერს უფრო საინტერესოს გახდის. ” -აცხადებს პირლო.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
პირლო რო არ გვყავდეს ჩათვალეთ ისევ იმ დგეში ვიქნებოდით რაც წინა 2-3 წლებში
გოლი და ორი ასისტი :)) შეუდარებელი იყავი ანდრეა..
ლეგენდა
პასების დიდოსტატი 
აუ რო ჩაუხვიოს მილანს პირლომ რა გამისწორდება

პირლოს ალბათ 8_ზე ნაკლებს არ დუწერდნენ
პირლო სანსიროზეც გაიტანს